"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, 64 წლის ხარიტონ ჩატარაშვილი, შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვეს, რაც ორსულობას გულისხმობს.
ხარიტონ ჩხატარაშვილი ამბობს, რომ ის სამსახურიდან ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით გაუშვეს.
"იცინის მთელი ოზურგეთი, ორსულობის მუხლით გამათავისუფლეს..." - ამბობ ის.
მისი თქმით, სამსახურიდან გაუშვეს, რადგან მხარს არ უჭერდა არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს.
"მერმა მითხრა, ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და “ნაციონალურ მოძრაობას”, რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო" - ამბობს ის "გურიის მოამბესთან"
აღნიშნულ თემაზე ოზურგეთის მერიის სპორტულ - გამაჯანსაღებელ გაერთიანებაში უკვე გააკეთეს პირველი კომენტარი და განაცხადეს, რომ ყველაფერი ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.
”ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, გაგვეპარა შეცდომა, რომელიც დღეს გამოვასწორეთ” - აცხადებენ ოზურგეთის მერიის სპორტულ - გამაჯანსაღებელ გაერთიანებაში.
ისე, ჩხატარაშვილი თუ ჩუმად იქნება ეგება "დეკრეტიულის ფულსაც გამოჰკრას ხელი"
თალაკვაძე იმ თალაკვაძის როგორი ნათესავია? ვინმემ თუ იცით დაწერეთ და მერე მივყვეთ ლოგიკას. ნუ ლოგიკა სად არის, მაგრამ მაინც.ისე ეს კაცი კი შემეცოდა