საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუდ ლოუ მე -7 შვილის მამა გახდა
ჯუდ ლოუ მე -7  შვილის მამა გახდა

ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ჯუდ ლოუ მეშ­ვი­დედ გახ­და მამა. გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ 50 წლის ვარ­სკვლა­ვი, ახალ­შო­ბილს და მე­ო­რე მცი­რე­წლო­ვან შვილს, მე­უღ­ლე ფი­ლი­პა კო­ან­თან ერ­თად ასე­ირ­ნებ­და. ჯუდი, რო­მე­ლიც ბავ­შვის ეტ­ლით და­ა­ფიქ­სი­რეს პა­პა­რა­ცებ­მა, გა­დაღ­ლი­ლი ჩანს. მსა­ხი­ობს თა­ვი­სი მეშ­ვი­დე შვი­ლის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

ჯუდ­მა და ფი­ლი­პამ ერ­თმა­ნეთ­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნეს და პირ­ვე­ლი შვი­ლი 2020 წელს შე­ე­ძი­ნათ.

ინ­გლი­სელ ვარ­სკვლავს 7 შვი­ლი 4 ქა­ლის­გან ჰყავს. ჯუდს პირ­ვე­ლი ვაჟი, რა­ფერ­ტი, მსა­ხი­ობ სე­ი­დი ფროს­ტის­გან ჰყავს, რო­მე­ლიც 1997 წელს და­ი­ბა­და. მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლიშ­ვი­ლი ირი­სი (22 წლის) და მე­ო­რე ვაჟი, რუდი (20 წლის) შე­ე­ძი­ნათ. ჯუდი და სე­ი­დი 2003 წელს გან­ქორ­წინ­დნენ.

2008 წელს, ჯუდ ლოუს მოკლეხ­ნი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ამე­რი­კელ მო­დელ სა­მან­ტა ბურ­კეს­თან, რაც იმით დას­რულ­და, რომ მსა­ხი­ობს მე­ო­თხე შვი­ლი, სო­ფია შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც ახლა 13 წლი­საა.

ჯუ­დის მომ­დევ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბი­დან, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ კეტ­რინ ჰარ­დინგთან ჰქონ­და, მე­ხუ­თე შვი­ლი - ადა დარ­ჩა. გო­გო­ნა ახლა 7 წლი­საა.

ჯუდ ლოუმ ფსი­ქო­ლოგ ფი­ლი­პა კო­ან­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნა.

ჯუდ ლოუს უფ­რო­სი ვაჟი, რა­ფერ­ტი

ჯუდი ბოლო წლე­ბია წარ­მა­ტე­ბულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "შერ­ლოკ ჰოლმსში“ თა­მა­შობს, ის ასე­ვე მი­იწ­ვი­ეს "პი­ტერ პე­ნის“ ახა­ლი ვერ­სი­ის გა­და­ღე­ბებ­ზეც, სა­დაც ის კა­პი­ტა­ნი კა­უ­ჭას როლს ას­რუ­ლებს. ფილ­მი მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზე წელს გა­მო­დის, თუმ­ცა ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ უც­ნო­ბია.

ირის ლოუ

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუდი ლოუს ბრატელა
0

ეგრეა, სიმპო და ქარიზმა რო ხარ ბევრ ქალს უნდა შენგან შვილი ;)

Qeto
0

არაჩვეულებრივი მსახიობი!

ავტორი:

ჯუდ ლოუ მე -7 შვილის მამა გახდა

ჯუდ ლოუ მე -7  შვილის მამა გახდა

ინგლისელი მსახიობი, ჯუდ ლოუ მეშვიდედ გახდა მამა. გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 50 წლის ვარსკვლავი, ახალშობილს და მეორე მცირეწლოვან შვილს, მეუღლე ფილიპა კოანთან ერთად ასეირნებდა. ჯუდი, რომელიც ბავშვის ეტლით დააფიქსირეს პაპარაცებმა, გადაღლილი ჩანს. მსახიობს თავისი მეშვიდე შვილის შეძენის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ჯუდმა და ფილიპამ ერთმანეთზე 2019 წელს იქორწინეს და პირველი შვილი 2020 წელს შეეძინათ.

ინგლისელ ვარსკვლავს 7 შვილი 4 ქალისგან ჰყავს. ჯუდს პირველი ვაჟი, რაფერტი, მსახიობ სეიდი ფროსტისგან ჰყავს, რომელიც 1997 წელს დაიბადა. მათ მოგვიანებით ქალიშვილი ირისი (22 წლის) და მეორე ვაჟი, რუდი (20 წლის) შეეძინათ. ჯუდი და სეიდი 2003 წელს განქორწინდნენ.

2008 წელს, ჯუდ ლოუს მოკლეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მოდელ სამანტა ბურკესთან, რაც იმით დასრულდა, რომ მსახიობს მეოთხე შვილი, სოფია შეეძინა, რომელიც ახლა 13 წლისაა.

ჯუდის მომდევნო ურთიერთობიდან, რომელიც მომღერალ კეტრინ ჰარდინგთან ჰქონდა, მეხუთე შვილი - ადა დარჩა. გოგონა ახლა 7 წლისაა.

ჯუდ ლოუმ ფსიქოლოგ ფილიპა კოანზე 2019 წელს იქორწინა.

ჯუდ ლოუს უფროსი ვაჟი, რაფერტი

ჯუდი ბოლო წლებია წარმატებულ სატელევიზიო შოუ "შერლოკ ჰოლმსში“ თამაშობს, ის ასევე მიიწვიეს "პიტერ პენის“ ახალი ვერსიის გადაღებებზეც, სადაც ის კაპიტანი კაუჭას როლს ასრულებს. ფილმი მსოფლიო ეკრანებზე წელს გამოდის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ირის ლოუ

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა