ნანუკა ჟორჟოლიანი ყოველთვის გულახდილია მაყურებელთან. არ ერიდება ისეთ თემებზე ლაპარაკს, როგორიცაა მისი მენტალური ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება. ამჯერად ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა, რომელშიც ბევრ სხვა თემასთან ერთად, სიმსივნით გარდაცვლილ დედაზე, ყოფილ ქმრებსა და სიბერეზე ისაუბრა...
დედა...
- იმდენად ცუდად ვიყავი, დედა რომ ვერ გადავარჩინე, ამან იმდენად მომსპო, რომ ვერ ვიგლოვე. იმას კი არ ვდარდობდი, რომ დედაჩემი აღარ იყო, ისეთი თვალებით მიყურებდა და ფულის დახარჯვა ვერ მოვასწარი. იცი, როგორ მიყურებდა, ნანუკა მყავს შვილი და ის ყველაფერს იზამსო.... არც მამაჩემს, არც ძმას, ღმერთსაც კი ისე არ სთხოვს, რომ გადაერჩინა, იმიტომ, რომ ნანუკა ჰყავდა... ბოლოს გადავედით ექსპერიმენტულ წამლებზე, ამერიკაში შევუკვეთეთ... მარიამის ღეროვანი უჯრედი გადავუნერგეთ. ეს ექიმი ქალი მეუბნებოდა, აზრი არ აქვს ღეროვანი უჯრედის გადანერგვასო და ვუთხარი, ამას ვის უბედავ, ვინ გეკითხება - მეთქი. ჩემი ისტერიკა ახსოვთ კლინიკაში...
პირადი ცხოვრება...
- კოკა - მარიამის მამა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიქნებოდი საერთოდ არაფერი. კოკასთან თანაცხოვრებამ დამაწყებინა ტელევიზიაში მუშაობა და შექმნა ის ნანუკა... ირაკლის მადლიერი ვარ იმიტომ, რომ მისი ამბავი რომ არ ყოფილიყო, მე საჯარო არ გავხდებოდი. ირაკლიმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა. კიდევ შეიძლება ორივეზე მეტად მადლიერი სხვისი ვიყო. ჩემი რევოლუციური ცვლილებები ყოველთვის პირად ამბებს უკავშირდებოდა...
ჩემი შვილებით ვამაყობ, მარიამით და საბათი. ძალიან მიყვარს ჩემი თავი და ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, ყოჩაღ!... მაქვს დღიური, სადაც ვწერ ყოველდღე ხუთ მადლობას და ხუთ "ყოჩაღს" ვუწერ საკუთარ თავს... ცოტა ხნის წინ, მედიტაციისას საკუთარი სიბერე დავინახე, ბევრი შვილიშვილებით, საბას ძალიან ბევრი შვილი ჰყავდა, ცოტა შემეშინდა, ბევრი ცოლი ხომ არ ეყოლება - მეთქი. აი, თუ შეყვარებული არ ვიქნები, მაშინ სიბერის ძალიან შემეშინდება. ამ დროს არაფერი მადარდებს, აი, თუ შეყვარებული არ მეყოლება, მაშინ ძალიან შემეშინდება სიბერის...