საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უპირატესობა აქვს ქარხნულ ყველს ოჯახის ყველთან შედარებით და რა განსაზღვრავს მის ხარისხს
რა უპირატესობა აქვს ქარხნულ ყველს ოჯახის ყველთან შედარებით და რა განსაზღვრავს მის ხარისხს

ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რუ­კა­ზე 60-მდე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლია. ეს ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს იმას, თუ რო­გორ უყ­ვართ ქარ­თვე­ლებს ყვე­ლი და რამ­ხე­ლა ად­გი­ლი უკა­ვია ამ პრო­დუქტს ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის ყველს თა­ვი­სი წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა და წესი აქვს, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ერთი რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია - ყვე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს წარ­მო­ე­ბი­სა და ხა­რის­ხის სტან­დარტს, რათა ის უსაფრ­თხო და გემ­რი­ე­ლი იყოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­ხნუ­ლად წარ­მო­ე­ბუ­ლი ყვე­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია ოჯა­ხებ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თვლის, რომ ამ ტი­პის ყვე­ლი უკე­თე­სია, თუმ­ცა, თუკი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­სა და პრო­დუქ­ტის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს კარ­გად და­უკ­ვირ­დე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ ქარ­ხნუ­ლად წარ­მო­ე­ბულ ყველს არა­ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­აჩ­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის ბა­ზარ­ზე და ზო­გა­დად ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ზე „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის ბა­ზარს?

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ყვე­ლი საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია. ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ და საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ვიხ­მართ. ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ყვე­ლი იწარ­მო­ე­ბა. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სულ­გუ­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა აქვს.

რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პრო­დუქ­ტი, რომ მას­ზე მწარ­მო­ე­ბელს „ყვე­ლის“ და­წე­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს?

პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძით, ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პრო­დუქ­ტი თუ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მას­ზე მწარ­მო­ე­ბე­ლი „ყველს“ ვერ და­ა­წერს. ასეთ პრო­დუქტს უნდა ეწე­როს „ყვე­ლის შემ­ცვლე­ლი“ ან „ყვე­ლის მსგავ­სი“. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლის შე­ძე­ნამ­დე მისი ეტი­კე­ტი კარ­გად წა­ი­კი­თხოთ და გა­არ­კვი­ოთ, რე­ა­ლუ­რად რა პრო­დუქ­ტია ის.

რა გან­სხვა­ვე­ბაა ქარ­ხნუ­ლად და ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბულ ყველს შო­რის?

ბა­ზარ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფერ­მე­რე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლი მრავ­ლად გვხვდე­ბა, თუმ­ცა მასა და ქარ­ხნუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ ყველს შო­რის მარ­თლაც დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. ქარ­ხნუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ბევ­რად უფრო უსაფრ­თხოა.

მარ­თა­ლია, ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლი ოჯა­ხებ­ში მზად­დე­ბო­და და ოჯა­ხურ პრო­დუქ­ტად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ მის­მა წარ­მო­ე­ბამ გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი გა­ი­ა­რა და დღეს მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ყვე­ლი ქარ­ხნუ­ლად უნდა მზად­დე­ბო­დეს. ასეა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლის ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე მწარ­მო­ე­ბე­ლია, ოჯა­ხუ­რი ყვე­ლი კვლავ ხელ­მი­საწ­ვდო­მია, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბა ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს ენი­ჭე­ბა.

ქარ­ხნუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ ყველ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის კუ­თხით და­ბინ­ძუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ცე­სი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად ადა­მი­ა­ნი ნაკ­ლე­ბად არის ჩარ­თუ­ლი მას­ში და და­ბინ­ძუ­რე­ბის შან­სიც ნაკ­ლე­ბია.

თქვენს სა­წარ­მო­ში რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­ტრო­ლი?

ჩვენ­თან კვლე­ვა წარ­მო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გვაქვს სტა­ბი­ლუ­რი რძე სტა­ბი­ლუ­რი ცხი­მი­ა­ნო­ბით, რომ­ლის სრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, პას­ტე­რი­ზა­ცია ხდე­ბა.

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­ტრო­ლი ხდე­ბა რო­გორც მო­წო­დე­ბუ­ლი რძის, ისე სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის, რაც ხა­რის­ხის გა­რან­ტი­აა. უვ­ნებ­ლო­ბის კუ­თხით ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი სრუ­ლი­ად და­ცუ­ლია.

კონ­ტროლს უზ­რუნ­ველ­ყოფს ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე გვაქვს.

ვინ არი­ან ნედ­ლე­უ­ლის მომ­წო­დებ­ლე­ბი? თქვენს სა­წარ­მო­ში სრუ­ლად ქარ­თუ­ლი რძით ხდე­ბა ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა?

ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გვყავს სტა­ბი­ლუ­რი მომ­წო­დებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რძის მო­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ჩვენს პარტნი­ორ ფერ­მებ­ში სი­სუფ­თა­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად ფერ­მებ­შიც ვა­ტა­რებთ შე­მოწ­მე­ბას. ასე­ვე, მოწ­მდე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი რძის ხა­რის­ხიც.

ნედ­ლე­უ­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად და­მო­კი­დე­ბუ­ლია სე­ზო­ნუ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა სა­თა­ნა­დო მა­რა­გე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით ვცდი­ლობთ მომ­ხმა­რე­ბელს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რად შევ­თა­ვა­ზოთ ერთი და იმა­ვე ხა­რის­ხის ყვე­ლი.

რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბის ყველს სთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რე­ბელს?

ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბულ 3 სა­ხე­ო­ბის სულ­გუნს. ესე­ნია: სტან­დარ­ტუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი და შე­ბო­ლი­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დია.

ასე­ვე ვა­წარ­მო­ებთ მო­ცა­რე­ლას, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბულ წარ­მო­ე­ბას, ექ­სკლუ­ზი­უ­რად, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, ჩვენ ვუზ­რუნ­ველ­ვყოფთ.

და­გეგ­მი­ლი გვაქვს სი­ახ­ლე­ე­ბიც. ვმუ­შა­ობთ რო­გორც პრო­დუქ­ტე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე, ისე ახალ შე­ფუთ­ვებ­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ყვე­ლი ლანჩზე მი­სარ­თმე­ვი პრო­დუქ­ტი გახ­დეს.

ჩვე­ნი ყვე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ნი­კო­რა­სა“ და „ლიბ­რეს“ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ამ ეტაპ­ზე ხა­რისხზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ვთვლით, რომ ეს ბა­ზა­რი საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ვგეგ­მავთ.

ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი ფი­ნან­სუ­რა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. ახლა ყვე­ლი­ე­რის კვი­რაა, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს. სწო­რედ ამი­ტომ სულ­გუნ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რა უპირატესობა აქვს ქარხნულ ყველს ოჯახის ყველთან შედარებით და რა განსაზღვრავს მის ხარისხს

რა უპირატესობა აქვს ქარხნულ ყველს ოჯახის ყველთან შედარებით და რა განსაზღვრავს მის ხარისხს

ქართული ყველის რუკაზე 60-მდე სახეობის ყველია. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, თუ როგორ უყვართ ქართველებს ყველი და რამხელა ადგილი უკავია ამ პროდუქტს ქართულ კულინარიაში. თითოეული სახეობის ყველს თავისი წარმოების სპეციფიკა და წესი აქვს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ აუცილებელია - ყველი უნდა აკმაყოფილებდეს წარმოებისა და ხარისხის სტანდარტს, რათა ის უსაფრთხო და გემრიელი იყოს.

საქართველოში ქარხნულად წარმოებული ყველის პარალელურად ფართოდ ხელმისაწვდომია ოჯახებში, ინდივიდუალური მწარმოებლების მიერ დამზადებული ყველი. მომხმარებლების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ამ ტიპის ყველი უკეთესია, თუმცა, თუკი წარმოების პროცესსა და პროდუქტის მახასიათებლებს კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ქარხნულად წარმოებულ ყველს არაერთი უპირატესობა გააჩნია. საქართველოში ყველის ბაზარზე და ზოგადად ყველის წარმოების პროცესზე „დღის პროდუქტების“ დირექტორი გიორგი ჭიჭიკოშვილი გვესაუბრება.

როგორ შეაფასებთ საქართველოში ყველის ბაზარს?

ქართულ ბაზარზე ყველი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ქართველები ყველის დიდი გულშემატკივრები ვართ და საკმაოდ ინტენსიურად მოვიხმართ. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული დასახელების ყველი იწარმოება. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია სულგუნი, რომელსაც ასევე თავისი რამდენიმე სახეობა აქვს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ მასზე მწარმოებელს „ყველის“ დაწერის უფლება ჰქონდეს?

პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური რძით, ცხოველური ცხიმით დამზადებული. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, პროდუქტი თუ მცენარეული ცხიმითაა დამზადებული, მასზე მწარმოებელი „ყველს“ ვერ დააწერს. ასეთ პროდუქტს უნდა ეწეროს „ყველის შემცვლელი“ ან „ყველის მსგავსი“. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველის შეძენამდე მისი ეტიკეტი კარგად წაიკითხოთ და გაარკვიოთ, რეალურად რა პროდუქტია ის.

რა განსხვავებაა ქარხნულად და ოჯახში დამზადებულ ყველს შორის?

ბაზარზე ინდივიდუალური ფერმერების მიერ მოწოდებული ყველი მრავლად გვხვდება, თუმცა მასა და ქარხნულად დამზადებულ ყველს შორის მართლაც დიდი განსხვავებაა. ქარხნულად დამზადებული ყველი ბევრად უფრო უსაფრთხოა.

მართალია, ისტორიულად ყველი ოჯახებში მზადდებოდა და ოჯახურ პროდუქტად ითვლებოდა, მაგრამ მისმა წარმოებამ განვითარების საფეხურები გაიარა და დღეს მიჩნეულია, რომ ყველი ქარხნულად უნდა მზადდებოდეს. ასეა განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, იტალიაში, რომელიც ყველის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია, ოჯახური ყველი კვლავ ხელმისაწვდომია, მაგრამ უპირატესობა ქარხნული წესით დამზადებულ პროდუქტს ენიჭება.

ქარხნულად დამზადებულ ყველში ბაქტერიების კუთხით დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. მიზეზი მარტივია - წარმოების ყველა საფეხურზე ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება.

პროცესი ავტომატიზებულია, შესაბამისად ადამიანი ნაკლებად არის ჩართული მასში და დაბინძურების შანსიც ნაკლებია.

თქვენს საწარმოში როგორ ხორციელდება ლაბორატორიული კონტროლი?

ჩვენთან კვლევა წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სისტემატურად ხორციელდება. გვაქვს სტაბილური რძე სტაბილური ცხიმიანობით, რომლის სრული დამუშავება, პასტერიზაცია ხდება.

ლაბორატორიული კონტროლი ხდება როგორც მოწოდებული რძის, ისე საბოლოო პროდუქტის, რაც ხარისხის გარანტიაა. უვნებლობის კუთხით ჩვენი პროდუქტი სრულიად დაცულია.

კონტროლს უზრუნველყოფს ლაბორატორია, რომელიც ადგილზევე გვაქვს.

ვინ არიან ნედლეულის მომწოდებლები? თქვენს საწარმოში სრულად ქართული რძით ხდება ყველის წარმოება?

ადგილობრივ ბაზარზე გვყავს სტაბილური მომწოდებლები, რომლებიც მუდმივად მაღალი ხარისხის რძის მოწოდებას უზრუნველყოფენ. ჩვენს პარტნიორ ფერმებში სისუფთავე მაქსიმალურად არის დაცული. მიუხედავად ამისა ჩვენ პერიოდულად ფერმებშიც ვატარებთ შემოწმებას. ასევე, მოწმდება მოწოდებული რძის ხარისხიც.

ნედლეული მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია სეზონურობაზე, თუმცა სათანადო მარაგების მობილიზებით ვცდილობთ მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად შევთავაზოთ ერთი და იმავე ხარისხის ყველი.

რამდენი სახეობის ყველს სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ ვაწარმოებთ ქარხნული წესით დამზადებულ 3 სახეობის სულგუნს. ესენია: სტანდარტული, ტრადიციული და შებოლილი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადია.

ასევე ვაწარმოებთ მოცარელას, რომლის ორგანიზებულ წარმოებას, ექსკლუზიურად, ქართულ ბაზარზე, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ.

დაგეგმილი გვაქვს სიახლეებიც. ვმუშაობთ როგორც პროდუქტების გამრავალფეროვნებაზე, ისე ახალ შეფუთვებზე. ჩვენი მიზანია ყველი ლანჩზე მისართმევი პროდუქტი გახდეს.

ჩვენი ყველი ხელმისაწვდომია „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ სუპერმარკეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ვთვლით, რომ ეს ბაზარი საკმარისია, თუმცა სამომავლოდ ზრდასა და განვითარებას ვგეგმავთ.

ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტი ფინანსურადაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის. ახლა ყველიერის კვირაა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ სულგუნზე განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.

NS