თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ცოტა ხნის წინ ორი ძლიერი მიწისძვრა რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა. პირველი მიწისძვრა დეფნეში მოხდა - 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის, სამ წუთში კი სამანდაგში - 5,8 სიმძლავრის. ბიძგები თურქეთის ბევრ ქალაქში ძლიერად იგრძნობოდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. თურქეთის მთავრობამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დაზიანებულ შენობებში შესვლისგან თავი შეიკავონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე შენობა დაზიანებულია და განმეორებითი ბიძგების შემთხვევაში, მათი ჩამოშლის და ნგრევის საფრთხე არსებობს.
ადგილობრივები კადრებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ავრცელებენ და წერენ:
"იყო უზარმაზარი ბიძგები..."
"ამ წუთებში ეს ხდება ჰათაიში, პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად განადგურებულია ბოლო კვირის მიწისძვრის შედეგად"
6.4 Magnitude #earthquake hits Hatay province of #Turkiye which is most devasted by last weeks earthquake.#turkeyearthquake2023 pic.twitter.com/ciCuufwooq
— Aatm Tripathi 🇮🇳 (@AatmTripathi) February 20, 2023
Hatay 💔 #Hatay #earthquake #Turkey pic.twitter.com/rFEmPoVyNx
— Ismail Rojbayani (@ismailrojbayani) February 20, 2023
"პანიკა ჰათაის აეროპორტში, ძლიერი ბიძგების დროს" - ამ კომენტარით ვრცელდება ვიდეო სოციალურ ქსელში.
Hatay'da 6.4 ve 5.8'lik depremler esnasında Hatay Havalimanı'nda yaşanan panik; pic.twitter.com/Y2HqGkstsC
— Solcu Gazete (@solcugazete) February 20, 2023
შეგახსენებთ, დაახლოებით 2 კვირის წინ, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რასაც მხოლოდ თურქეთში 41 100 ადამიანი ემსხვერპლა.
მაგას კარმა კიარა ბაიდენი ჰქვია!
არაბეთის ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას.ვფიქრობ არაბეთში ასეთი უზარმაზარი შენობების მშენებლობამ და ხელოვნურად შექმნილმა ოაზისებმა გამოიწვია ეს. თუ რამე ცუდი ხდება ისევ და ისევ ადამიანების ხელი ურევია.