ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 22 წლის მეეზოვეზე წერს. როგორც ირკვევა ბადრი ჭუმბურიძე მეხუთე წელია დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს,
"ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა. უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს. დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის. მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.
რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდაო, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო - მეუბნება ბადრი. სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს. დიდი მადლობა, ბადრი!" - წერს ჩანადირი.
ნახეთ ასევე: