როგორც ცნობილია, 15 თებერვალს, გვიან ღამით მტკვრის სანაპიროზე მომხდარ ავტოავარიას ორი ახალგაზრდის ირაკლი ქუთათელაძისა და ნოდარ გულიაშვილის სიცოცხლე შეეწირა, სამი ახალგაზრდა კი დაშავდა.
ავტოავარიის მიზეზი, რომელიც დაახლოებით 4 საათზე, მტკვრის სანაპიროსთან მოხდა, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ხეს შეეჯახა.
2 საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ნიკა კეკელია, რომელიც ყველაზე დღემდე მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. მისი მეგობრები ნოდო გულიაშვილი გუშინ, ხოლო ირაკლი ქუთათელაძე დღეს დაკრძალეს.
ხუთივე ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, თანაკლასელები და 20 წლისები არიან. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შედარებით მსუბუქად დაშავებული ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაეწერნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
"ორი დღეც ვერ გაძელით უერთმანეთოდ ბიჭებო, არ ვიცი რა ვთქვა.. ნათელი თქვენს ლამაზ სულებს“, - წერს გარდაცვლილების მეგობარი, რომელიც ფბ-ში ახალგაზრდების ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.