მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანი 2023: საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
ბაკურიანი 2023: საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

ფრის­ტა­ი­ლის, სნო­უ­ბორ­დი­სა და ფრის­კის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­მა ბა­კუ­რი­ან­ში პირ­ვე­ლი მედ­ლე­ბი გა­ა­თა­მა­შა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი არე­ალ­სის დის­ციპ­ლი­ნა­ში აშშ-ს ფრის­ტა­ი­ლის გუნ­დი გა­მოვ­ლინ­და, პა­რა­ლე­ლურ გი­გან­ტურ სლა­ლომ­ში: ოქ­როს მედ­ლე­ბი ქა­ლებ­ში - ია­პო­ნი­ამ, კა­ცებ­ში - პო­ლო­ნეთ­მა მი­ი­ღეს.

სა­ქარ­თვე­ლო ამ მას­შტა­ბის სპორ­ტულ მოვ­ლე­ნას ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მას­პინ­ძლობს. 5 მარ­ტის ჩათ­ვლით ის­ტო­რი­ულ კუ­რორტზე 42 ქვეყ­ნის 700 სპორ­ტსმე­ნი იას­პა­რე­ზებს. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, სპონ­სო­რე­ბი და ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

„ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა - სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა უმაღ­ლე­სი რან­გის ტურ­ნი­რი. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის­გან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და მუ­შა­ო­ბა, იმის­თვის რომ ქვე­ყა­ნა მა­ღალ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რო­და ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ტურ­ნირს. “ - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ბა­კუ­რი­ა­ნი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის 2018 წლი­დან ემ­ზა­დე­ბა. კუ­რორ­ტს მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სი ტრა­სე­ბი, გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი და სა­ბა­გი­რო­ე­ბი შე­ე­მა­ტა. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­დე­გად ბა­კუ­რი­ა­ნი, მსოფ­ლიო დო­ნის კუ­რორ­ტად იქცა. სა­გან­გე­ბოდ ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის აქ მო­ე­წყო „ჩემ­პი­ო­ნა­ტის სო­ფე­ლი“, სა­დაც ყვე­ლა ასა­კის სტუ­მარს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა დახ­ვდე­ბა.

„აღ­სავ­სე ვარ სი­ა­მა­ყით და ბედ­ნი­ე­რე­ბით, რომ ჩვე­ნი ამ­დენ­წლი­ა­ნი შრო­მა, დაგ­ვირ­გვინ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნით. უდი­დე­სი ინ­ვეს­ტი­ცია და შრო­მა ჩა­ი­დო, რომ A კლა­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის ნდო­ბის­თვის, დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რის­თვის“ - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

წლის მთა­ვარ სპორ­ტულ მოვ­ლე­ნას კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი წა­რად­გენს, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რია და აქ­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­აქვს ზამ­თრის სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რო­გორც კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ეკა­ტე­რი­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: „ქვეყ­ნის­თვის ეს არის უდი­დე­სი ნახ­ტო­მი, რაც კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტულ რუ­კა­ზე, გა­იზ­რდე­ბა ნდო­ბა და მთე­ლი მსოფ­ლიო უკეთ გა­იც­ნობს ჩვენს ქვე­ყა­ნას, მის პო­ტენ­ცი­ალს. ათ წელ­ზე მე­ტია სილ­ქნე­ტის ბრენ­დი უკავ­შირ­დე­ბა სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტს. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია და ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარ­დგე­ნით, ბა­კუ­რი­ან­ში 2023 წელს დაგ­ვირ­გვინ­და.“

ბა­კუ­რი­ან­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი სამი სა­ხე­ო­ბის შვიდ დის­ციპ­ლი­ნა­ში გა­მოვ­ლი­დე­ბი­ან.

მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში სა­კუ­თა­რი ათ­ლე­ტე­ბი ეყო­ლე­ბა. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ, რან­გით მე­ო­რე სა­თხი­ლა­მუ­რო ტურ­ნი­რი, ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ იმარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია 160 მი­ლი­ო­ნი ტელე მა­ყუ­რე­ბე­ლის­თვის გა­ა­შუ­ქებს. ტრანსლი­რე­ბის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“, „სილქ უნი­ვერ­სა­ლის“, Silk Sport, მა­უ­წყებ­ლის და „ევ­როს­პორ­ტის“ არ­ხებ­ზე.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

*თა­მარ გო­ქა­ძის ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბაკურიანი 2023: საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

ბაკურიანი 2023: საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა ბაკურიანში პირველი მედლები გაათამაშა. მსოფლიო ჩემპიონი არეალსის დისციპლინაში აშშ-ს ფრისტაილის გუნდი გამოვლინდა, პარალელურ გიგანტურ სლალომში: ოქროს მედლები ქალებში - იაპონიამ, კაცებში - პოლონეთმა მიიღეს.

საქართველო ამ მასშტაბის სპორტულ მოვლენას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. 5 მარტის ჩათვლით ისტორიულ კურორტზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალს მთავრობის წევრები, ფედერაციები, სპონსორები და ჩემპიონატის სტუმრები დაესწრნენ.

„ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება უმაღლესი რანგის ტურნირი. მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან. წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, იმისთვის რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს. “ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის 2018 წლიდან ემზადება. კურორტს მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ტრასები, გათოვლიანების სისტემები და საბაგიროები შეემატა. ინვესტიციების შედეგად ბაკურიანი, მსოფლიო დონის კურორტად იქცა. საგანგებოდ ჩემპიონატისთვის აქ მოეწყო „ჩემპიონატის სოფელი“, სადაც ყველა ასაკის სტუმარს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდება.

„აღსავსე ვარ სიამაყით და ბედნიერებით, რომ ჩვენი ამდენწლიანი შრომა, დაგვირგვინდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით. უდიდესი ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ A კლასის საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარებულიყო საქართველოში.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობას ჩვენი ინიციატივის ნდობისთვის, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

წლის მთავარ სპორტულ მოვლენას კომპანია სილქნეტი წარადგენს, რომელიც მრავალი წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერია და აქტიური წვლილი შეაქვს ზამთრის სპორტის განვითარებაში.

როგორც კომპანია სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჯავახიშვილმა განაცხადა: „ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი ნახტომი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე, გაიზრდება ნდობა და მთელი მსოფლიო უკეთ გაიცნობს ჩვენს ქვეყანას, მის პოტენციალს. ათ წელზე მეტია სილქნეტის ბრენდი უკავშირდება სამთო სათხილამურო სპორტს. კომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა მსოფლიო ჩემპიონატის წარდგენით, ბაკურიანში 2023 წელს დაგვირგვინდა.“

ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონები სამი სახეობის შვიდ დისციპლინაში გამოვლიდებიან.

მასპინძელ ქვეყანას ექსტრემალურ სახეობებში საკუთარი ათლეტები ეყოლება. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რანგით მეორე სათხილამურო ტურნირი, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოში მიმდინარე პირველი მსოფლიო ჩემპიონატს, საერთაშორისო მედია 160 მილიონი ტელე მაყურებელისთვის გააშუქებს. ტრანსლირების თვალის მიდევნება შესაძლებელია ასევე „ევრონიუს ჯორჯიას“, „სილქ უნივერსალის“, Silk Sport, მაუწყებლის და „ევროსპორტის“ არხებზე.

მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია.

*თამარ გოქაძის ფოტოები