ავტორი:

Medical Care Award-ზე "პალიტრა ჰოლდინგი" ერთგული მედია მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

Medical Care Award-ზე "პალიტრა ჰოლდინგი" ერთგული მედია მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

"Med Art Group"-ის ინიციატივითა და ორგანიზებით სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" სამედიცინო კლინიკებისა და მედპერსონალის მასშტაბური დაჯილდოება - „Medical Care Award“ გაიმართა.

რჩეული კლინიკებისა და მედპერსონალის მხარდაჭერა საზოგადოების წარმომადგენლებს “მედ არტ გრუპის” ვებ გვერდზე შეეძლო, სადაც 30-ზე მეტი ნომინაცია განთავსდა.

სოციალურ ქსელებში კი გამოკითხისათვის საჭირო პოსტები გავრცელდა , ხმის მიცემისათვის საჭირო ბმულებთან ერთად.

ღონისძიების ორგანიზატორების, ნატალია დოლიძისა და ნინა გაჩეჩილაძის განმარტებით, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობის აღიარების, დაფასების, მოტივაციისა და მოსახლეობაში მათი ცნობადობის სწორად შეფასების გარდა, დაჯილდოების მთავარი მიზანია საქართველოს სამედიცინო სექტორის პოპულარიზაცია და სწორი პოზიციონირება მსოფლიო სამედიცინო ბაზარზე.

“სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის ღონისძიებაში მონაწილეობა ერთი მხრივ, იყო შესაძლებლობა განესაზღვრათ არსებულ ბაზარზე მათი მომსახურებების პოზიციონირება, ხოლო მეორე მხრივ ღონისძიების ამა თუ იმ ნომინაციაში მონაწილეობით გაემყარებინათ პოზიციები მათი ნაკლებად ცნობილი სამედიცინო მომსახურებების მიმართულებითაც“, - განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

წარმოდგენილ ნომინაციებში იმ სამედიცინო დაწესებულებებმა და ექიმებმა გაიმარჯვეს, რომელთაც ინტერნეტ სივრცეში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

სამედიცინო კლინიკებისა და მედპერსონალის მასშტაბურ დაჯილდოებაზე Medical Care Award პალიტრა ჰოლდინგი ერთგული მედია მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.

ორგანიზატორები მადლობას უხდიან ღონისძების პარტნიორებს: Kakhetian Traditional Winemaking / კახური ტრადიციული მეღვინეობას, ICI PARIS • ისი-პარის, BTL.Georgia-ს და Servier Georgia-ს.

ნომინაციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://medart.ge/projects/4.