პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უელსის პრინცესას განუმეორებელი სტილი - ქეით მიდლტონი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე 29-დოლარიანი საყურით გამოცხადდა
უელსის პრინცესას განუმეორებელი სტილი - ქეით მიდლტონი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე 29-დოლარიანი საყურით გამოცხადდა

უელ­სის პრინ­ცე­სა, ქეით მიდლტო­ნი კვი­რა სა­ღა­მოს BAFTA-ს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ჩვე­უ­ლი ელე­გან­ტუ­რი იმი­ჯით გა­მო­ცხად­და. ამ­ჯე­რა­დაც, პრინ­ცე­სას ჩაც­მუ­ლო­ბა ეკო­ნო­მი­უ­რი იყო: ქე­ითს Alexander McQueen-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კაბა ემო­სა და Zara-ს 29-დო­ლა­რი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბი ეკე­თა, რაც სწრა­ფად მო­ექ­ცა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. არა­ვის გა­მოჰ­პარ­ვია, რომ მას იგი­ვე თეთ­რი სა­ღა­მოს კაბა 2019 წლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზეც ეცვა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად, დი­ზა­ი­ნე­რის სა­მოსს მხრის დი­ზა­ი­ნი შე­უც­ვა­ლა და შავი ხელ­თათ­მა­ნე­ბი შე­უ­ხა­მა.

ბრი­ტა­ნულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ის მე­უღ­ლეს­თან, პრინც უი­ლი­ამ­თან ერ­თად მი­ვი­და. სამი წლის შემ­დეგ წყვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ყო­ველ­წლი­ურ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე. პრინ­ცე­სა ვარ­სკვლა­ვებს შო­რის ერთ-ერთი იყო, რო­მელ­მაც შავ-თეთრ სა­მოს­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი, რათა გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის­თვის მი­ე­გო პა­ტი­ვი.

უი­ლი­ა­მი, რო­მე­ლიც 2010 წლი­დან ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტია, ხა­ვერ­დის სმო­კინგსა და კლა­სი­კურ თეთრ პე­რან­გში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

თა­ვად უელ­სის პრინ­ცე­სა ხში­რად უხა­მებს დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბულ ტა­ნი­სა­მოსს შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ან აქ­სე­სუ­ა­რებს და ის ხში­რად ჩნდე­ბა წარ­სულ­ში უკვე ნაც­ვა­მი კა­ბე­ბით, რაც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

ჩვენ დეპუტატებს ვერ შეედრება : 200 ათასებს იხდიან ძონძებში!!

ფატი
0

ელიზაბეტ ტეტჩერიო? მართლა? ვინაა ნეტა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

უელსის პრინცესას განუმეორებელი სტილი - ქეით მიდლტონი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე 29-დოლარიანი საყურით გამოცხადდა

უელსის პრინცესას განუმეორებელი სტილი - ქეით მიდლტონი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე 29-დოლარიანი საყურით გამოცხადდა

უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი კვირა საღამოს BAFTA-ს დაჯილდოებაზე ჩვეული ელეგანტური იმიჯით გამოცხადდა. ამჯერადაც, პრინცესას ჩაცმულობა ეკონომიური იყო: ქეითს Alexander McQueen-ის განახლებული კაბა ემოსა და Zara-ს 29-დოლარიანი საყურეები ეკეთა, რაც სწრაფად მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. არავის გამოჰპარვია, რომ მას იგივე თეთრი საღამოს კაბა 2019 წლის დაჯილდოებაზეც ეცვა, თუმცა ამჯერად, დიზაინერის სამოსს მხრის დიზაინი შეუცვალა და შავი ხელთათმანები შეუხამა.

ბრიტანულ ცერემონიაზე ის მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად მივიდა. სამი წლის შემდეგ წყვილი პირველად გამოჩნდა ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. პრინცესა ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც შავ-თეთრ სამოსზე გააკეთა არჩევანი, რათა გარდაცვლილი დედოფლისთვის მიეგო პატივი.

უილიამი, რომელიც 2010 წლიდან ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტია, ხავერდის სმოკინგსა და კლასიკურ თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.

თავად უელსის პრინცესა ხშირად უხამებს დიზაინერების ძვირადღირებულ ტანისამოსს შედარებით იაფფასიან აქსესუარებს და ის ხშირად ჩნდება წარსულში უკვე ნაცვამი კაბებით, რაც გარემოზე ზრუნვის სურვილის დამსახურებაა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა