პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ის მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებისადმი ადამიანებს აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს" - ირაკლი კობახიძე
"აშშ-ის მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებისადმი ადამიანებს აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს" - ირაკლი კობახიძე

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ტენ­დენ­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა, ამ თე­მა­ზე ჭარ­ბობს სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი და უტ­რი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც სა­თა­ნა­დო პა­სუხს მო­ი­თხოვს",- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს.

კო­ბა­ხი­ძე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიგ­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "რო­დე­საც ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­და­რე­ბით სუს­ტი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ვი­ზო რე­ჟიმს უმარ­ტი­ვებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ფაქ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დი­ნე­ბას უწყობს ხელს“. მი­სი­ვე თქმით, მა­გა­ლი­თად, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით მკაცრ სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც თა­ვი­სი და­დე­ბი­თი ეფექ­ტიც აქვს.

"მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა და უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, ლი­ე­ტუ­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა 600 ათა­სით - 3,4 მი­ლი­ო­ნი­დან 2,8 მი­ლი­ო­ნამ­დე, ხოლო ლატ­ვი­ა­ში 400 ათა­სით - 2,3 მი­ლი­ო­ნი­დან 1,9 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­და. ამას­თან, ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლე­ბი­სა და ლატ­ვი­ე­ლე­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

ამ ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. კერ­ძოდ, ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, 2018-21 წლებ­ში, უარ­ყო­ფით­მა მიგ­რა­ცი­ულ­მა სალ­დომ მხო­ლოდ 29 ათა­სი შე­ად­გი­ნა, ანუ 4 წე­ლი­წად­ში ქვეყ­ნი­დან მხო­ლოდ 29 ათა­სი ადა­მი­ა­ნით მეტი გა­ვი­და, ვიდ­რე შე­მო­ვი­და (შე­და­რე­ბი­სათ­ვის, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, 2004-12 წლებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მით ვერ სარ­გებ­ლობ­დნენ, უარ­ყო­ფით­მა მიგ­რა­ცი­ულ­მა სალ­დომ 221 ათა­სი შე­ად­გი­ნა).

რომ არა ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი, დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 2018-21 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს არა უარ­ყო­ფი­თი, არა­მედ და­დე­ბი­თი მიგ­რა­ცი­უ­ლი სალ­დო ექ­ნე­ბო­და.

აშშ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით საკ­მა­ოდ მკაცრ სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კას ატა­რებს. მა­გა­ლი­თად, 2021 წელს აშშ-მ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ვი­ზო გა­ნა­ცხა­დე­ბის 71 პრო­ცენ­ტი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ვი­ზო გა­ნა­ცხა­დე­ბის მხო­ლოდ 37 პრო­ცენ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/).

რა თქმა უნდა, ეს გა­რე­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს რის­კზე წას­ვლას და აშშ-ში მექ­სი­კის გავ­ლით გა­დას­ვლას აი­ძუ­ლებს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, მკაც­რი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­დან აშშ-ში ქარ­თვე­ლე­ბის იმიგ­რა­ცი­ას არ­სე­ბი­თად აფერ­ხებს, რა­საც თა­ვი­სი და­დე­ბი­თი ეფექ­ტიც აქვს. აშშ-ის მიერ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შერ­ბი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, მიგ­რა­ცი­ის სალ­დო გა­უ­ა­რეს­დე­ბო­და.

დას­კვნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ტენ­დენ­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, ამ თე­მა­ზე ჭარ­ბობს სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი და უტ­რი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც სა­თა­ნა­დო პა­სუხს მო­ი­თხოვს.

ვინც ქვეყ­ნის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე რე­ა­ლუ­რად ზრუ­ნავს, არა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით, არა­მედ შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარ­დგე­ნით უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი“,- აცხა­დებს კო­ბა­ხი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რომ
3

ეს კაცი მოზიდულია რომ აუცილებლად რამე ცუდი თქვას დასავლეთზე, ეხლა რა მოხდა არვიცი, ეტყობა იფიქრეს ნამეტანი რომ მოზდით.!

ელგუჯა
8

ერთ კითხვა, " სოლომონ ბრძენს": რატომ გარბიან აქედან, არა მარტო აშშ-ი, არამედ სხვა ქვეყნებში და არ მუშაობენ, თქვენ მიერ საქართველოში ახლად გახნილ ფაბრიკა ქარხნებში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"აშშ-ის მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებისადმი ადამიანებს აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს" - ირაკლი კობახიძე

"აშშ-ის მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებისადმი ადამიანებს აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს" - ირაკლი კობახიძე

"საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს",- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

კობახიძე მოქალაქეების მიგრაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს“. მისივე თქმით, მაგალითად, აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს.

"მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა).

რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/).

რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.

ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“,- აცხადებს კობახიძე.