სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კანონპროექტი პატრუშევისეული საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის პირდაპირი გაგრძელებაა" - რაში მდგომარეობს ეს დოქტრინა და საით წავა საქართველო ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში?
"ეს კანონპროექტი პატრუშევისეული საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის პირდაპირი გაგრძელებაა" - რაში მდგომარეობს ეს დოქტრინა და საით წავა საქართველო ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში?

მმარ­თველ ძა­ლას­თან აფი­ლი­რე­ბულ­მა მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის ძა­ლამ“ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ა­ი­ნი­ცი­რა და პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რუდ­გი­ნა. მისი ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამე­რი­კუ­ლის ანა­ლო­გი­აა, თუმ­ცა ექ­სპერტთა ნა­წი­ლის თქმით, ის "უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გავ­ლე­ნით უფ­როა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ხელ­ში ია­რა­ღია სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

  • ცნო­ბი­სათ­ვის:

რუ­სეთ­ში 2012 წელს მი­ღე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა, თავ­და­პირ­ვე­ლად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამო­ი­ღო სა­მიზ­ნე­ში. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ნო­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და, მე­დი­ე­ბის გარ­და, ცალ­კე­ულ პი­რებ­საც კი შე­ე­ხო და, სა­ბო­ლო­ოდ, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის ფონ­ზე, ტო­ტა­ლუ­რი ცენ­ზუ­რის ია­რა­ღად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ, ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ავალ­დე­ბუ­ლებ­და (რო­მე­ლიც "იღებს ან აპი­რებს მი­ი­ღოს და­ფი­ნან­სე­ბა უცხო­ე­თი­დან“ და ჩარ­თუ­ლია "პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში“) იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ევ­ლო რე­გის­ტრა­ცია, რო­გორც "უცხო­ე­თის აგენტს“.

Human Rights Watch-ის თა­ნახ­მად, კა­ნო­ნის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სია უშუ­ა­ლოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფებს ეხე­ბო­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა და 2012 წლის შემ­დეგ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და: თან­და­თა­ნო­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ იგი გავ­რცელ­და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზეც, შემ­დეგ კი ცალ­კე­ულ ჟურ­ნა­ლის­ტებს, იუ­თუბ-ბლო­გე­რებ­სა და ფი­ზი­კურ პი­რებ­საც კი შე­ე­ხო. ამ ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს გა­უჩ­ნდა ბერ­კე­ტი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­ე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა "უცხო­ელ აგენ­ტე­ბად“, რად­გან მა­ნამ­დე ამის სურ­ვი­ლი არც ისე ბევ­რმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მოთ­ქვა.

2016 წლის მა­ის­ში, რუ­სე­თის სა­თათ­ბი­რომ მი­ი­ღო ცვლი­ლე­ბე­ბის მო­რი­გი პა­კე­ტი, რომ­ლი­თაც "პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის“ გან­მარ­ტე­ბა გა­ფარ­თოვ­და და მო­იც­ვა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე გავ­ლე­ნის მცდე­ლო­ბა“. ამ ცვლი­ლე­ბებ­მა სა­ბო­ლო­ოდ, კა­ნონს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­გავ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­სა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას "სა­ქარ­თვე­ლოს მოს­კო­ვის ორ­ბი­ტა­ზე და­საბ­რუ­ნე­ბელ აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად“ მი­იჩ­ნე­ვენ.

რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი, ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო და სას­წრა­ფოდ გა­სა­უქ­მე­ბე­ლია. მი­სი­ვე თქმით, ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მკვეთ­რად შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტი იქ­ნე­ბა და ის გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე­ვე გა­მო­იწ­ვევს მკვეთრ და­პი­რის­პი­რე­ბას და­სავ­ლეთ­თან.

"და­სა­წყის­ში­ვე უნდა ით­ქვას, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის არა თუ მი­ღე­ბა, არა­მედ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან მისი ინი­ცი­რე­ბაც კი ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნოა. ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი გარ­კვე­ულ რის­კებ­ზე, საფრ­თხე­ებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხია და მისი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში იმ დროს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბით. ბოლო წლე­ბია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან ის­მის რი­ტო­რი­კა, რომ და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვას ცდი­ლობს, არ­ღვევს "ქარ­თულ იდენ­ტო­ბას“, ლა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს... პა­რა­ლე­ლუ­რად, იგი­ვე ჯგუ­ფი გა­მო­დის ამ კა­ნო­ნის ინი­ცი­ა­ტო­რად და მის გა­ცხა­დე­ბულ მიზ­ნად და­სავ­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის, გრან­ტე­ბის იდე­ო­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას­თან ბრძო­ლას ასა­ხე­ლებს. ამას გარ­და, ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ჯე­რე­ბუ­ლია საბ­ჭო­თა წარ­სულ­ში მო­ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლი ისე­თი კლი­შე­ე­ბით, რო­გო­რი­ცაა "აგენ­ტი“, "გავ­ლე­ნის აგენ­ტი“, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში იმ გან­ცდის გაღ­ვი­ვე­ბა/გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თით­ქოს­და, და­სავ­ლე­თი, მი­თი­უ­რი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“, გრან­ტე­ბით გა­მოკ­ვე­ბი­ლი აგენ­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო მო­წყვი­ტოს ეროვ­ნულ ნი­ა­დაგს, მო­ურ­ღვი­ოს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩა­ით­რი­ოს ომში.

თუკი ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­აა და ის საფრ­თხედ აღიქ­ვამს და­სავ­ლე­თი­დან მომ­დი­ნა­რე ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბებს, მა­შინ, სა­კი­თხა­ვია, რაღა დარ­ჩა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი და­სავ­ლუ­რი კურ­სი­დან, რო­მე­ლიც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად და ამ კურ­სის ხელ­შე­წყო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ნორ­მად ასა­ხე­ლებს?

რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ლო­გი­ებს, არ არის სწო­რი, თით­ქოს ეს იყოს ამე­რი­კუ­ლი აქ­ტის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი კა­ნო­ნი. The Foreign Agents Registration Act (FARA) გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში შე­იქ­მნა და მისი პირ­ვე­ლა­დი სა­მიზ­ნე გერ­მა­ნუ­ლი ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მის გავ­ლე­ნის პრე­ვენ­ცია გახ­ლდათ. მრა­ვა­ლი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, დღეს ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ფო­კუ­სირ­დე­ბა უცხო­ე­თი­დან მარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ძი­რი­თა­დად, რუ­სუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის ფა­ნან­სურ მო­ნი­ტო­რინგზე, ისიც, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ჯგუ­ფე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან შე­დი­ან შემ­ხებ­ლო­ბა­ში. ასეთ დროს მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნა­ცხა­დოს, რომ ის უცხო სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რესს ახორ­ცი­ე­ლებს. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ამ სა­ხით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სუ­ლი ჩა­რე­ვის და­დას­ტუ­რე­ბამ და ამ­გვა­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნი­სად­მი მდგრა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის სურ­ვილ­მა.

ამე­რი­კუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კონ­ტროლს აწე­სებს ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რე­თის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს. კრემ­ლი ამ კა­ნონს იმ არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ვიწ­რო­ვებ­ლად და რუ­სუ­ლი სივ­რცი­დან გა­სა­ძე­ვებ­ლად იყე­ნებს, რომ­ლე­ბიც რე­ჟი­მის კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის, ნე­პო­ტიზ­მის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ეწე­ვი­ან. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­და­პი­რი გაგ­რძე­ლე­ბაა პატ­რუ­შე­ვი­სე­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის დოქ­ტრი­ნი­სა, რო­მე­ლიც ნერ­გავს გან­წყო­ბას, რომ და­სავ­ლე­თი ერე­ვა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ახ­დენს არა­სა­სურ­ვე­ლი მთავ­რო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბას, რის­თვი­საც ის იყე­ნებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, გავ­ლე­ნის აგენ­ტუ­რას. რა­ო­დენ სა­ზი­ა­ნოა ამ­გვარ რი­ტო­რი­კას­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში მყო­ფი კა­ნო­ნის არა თუ მი­ღე­ბა, არა­მედ ინი­ცი­რე­ბაც კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან (ით­ვლე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რა­ვე­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს), მკი­თხველ­მა თა­ვად გან­სა­ჯოს.

ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი

ამა­ვე დოქ­ტრი­ნის თა­ნახ­მად, და­სავ­ლე­თი ახ­დენს რუ­სე­თის დე­მო­ნი­ზე­ბას, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი მხო­ლოდ სა­კუ­თარ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს იცავს. კრემ­ლის რე­ჟი­მის მო­საზ­რე­ბით, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბის, სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბის, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ბომბვი­თაც სა­კუ­თარ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს იცავს.

2017 წელს იმა­ვე თე­მა­ტი­კა­ზე კა­ნო­ნი მი­ი­ღო უნ­გრეთ­მაც, რომ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ევ­როს­კეპ­ტი­კურ კურსს ატა­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ეს კა­ნო­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი გა­უქ­მე­ბა. ცხა­დია, ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მკვეთ­რად შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტი იქ­ნე­ბა და ის გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე­ვე გა­მო­იწ­ვევს მკვეთრ და­პი­რის­პი­რე­ბას და­სავ­ლეთ­თან. ამ­გვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა კი წარ­მო­შობს რისკს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მო­სა­ლოდ­ნელ აგ­რე­სი­ას­თან პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას მოკ­ლე­ბუ­ლი დარ­ჩეს“.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმმმმ...
2

აგერ ეს "ექსპერტი" თუ "სპეციალისტი" გოცირიძე თვითონ ამბობს: "დღეს ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ფო­კუ­სირ­დე­ბა უცხო­ე­თი­დან მარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ძი­რი­თა­დად, რუ­სუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის ფა­ნან­სურ მო­ნი­ტო­რინგზე". რუსეთი ამერიკისთვის ნომერ 1 მტერია. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის კი როგორც რუსეთი ისევე ზოგი დასავლეთშიც ცდიოლობს თავისი ინტერესები გაატაროს. თუ ამერიკას შეუძლია უცხო ლობისტური ჯგუფების ფინანსური მონიტორინგი, ჩვენ რატომ არ უნდა შეგვეძლოს? თუ ერთისთვის დაშვებულია და მეორისთვის არა და ჩუმად უნდა ვიყოთ რომ ბიძია სემს არ ეწყინოს? არც რუსეთია ჩვენი მეგობარი და არც დასავლეთი მოგცემს მუქთაზე არაფერს, ორივეს თავისი ინტერესები აქვს

დათიკო დაჩია
2

ნაციონალური პარტია სააკაშვილმა თავისი ქცევით დამარხა საბოლოოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს კანონპროექტი პატრუშევისეული საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის პირდაპირი გაგრძელებაა" - რაში მდგომარეობს ეს დოქტრინა და საით წავა საქართველო ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში?

"ეს კანონპროექტი პატრუშევისეული საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის პირდაპირი გაგრძელებაა" - რაში მდგომარეობს ეს დოქტრინა და საით წავა საქართველო ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში?

მმართველ ძალასთან აფილირებულმა მოძრაობა "ხალხის ძალამ“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. მისი ლიდერები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამერიკულის ანალოგიაა, თუმცა ექსპერტთა ნაწილის თქმით, ის "უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსული კანონის გავლენით უფროა მომზადებული, რომელიც პუტინის რეჟიმის ხელში იარაღია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

  • ცნობისათვის:

რუსეთში 2012 წელს მიღებულმა ცვლილებებმა, თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო სამიზნეში. 10 წლის განმავლობაში კანონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მედიების გარდა, ცალკეულ პირებსაც კი შეეხო და, საბოლოოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ტოტალური ცენზურის იარაღად ჩამოყალიბდა. საკანონმდებლო ცვლილებები "უცხოელი აგენტების“ შესახებ, ყველა ორგანიზაციას ავალდებულებდა (რომელიც "იღებს ან აპირებს მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან“ და ჩართულია "პოლიტიკურ აქტივობებში“) იუსტიციის სამინისტროში გაევლო რეგისტრაცია, როგორც "უცხოეთის აგენტს“.

Human Rights Watch-ის თანახმად, კანონის პირველადი ვერსია უშუალოდ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს ეხებოდა. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და 2012 წლის შემდეგ კანონის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა: თანდათანობითი ცვლილებების შემდეგ იგი გავრცელდა მედიაორგანიზაციებზეც, შემდეგ კი ცალკეულ ჟურნალისტებს, იუთუბ-ბლოგერებსა და ფიზიკურ პირებსაც კი შეეხო. ამ ცვლილების შედეგად რუსეთის სახელმწიფოს გაუჩნდა ბერკეტი, უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები საკუთარი ინიციატივით, მათი თანხმობის გარეშე დაერეგისტრირებინა "უცხოელ აგენტებად“, რადგან მანამდე ამის სურვილი არც ისე ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

2016 წლის მაისში, რუსეთის სათათბირომ მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომლითაც "პოლიტიკური აქტივობის“ განმარტება გაფართოვდა და მოიცვა "საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მცდელობა“. ამ ცვლილებებმა საბოლოოდ, კანონს დაუქვემდებარა ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი.

საქართველოში ამგავრი კანონპროექტის ინიცირებამ საზოგადოების ნაწილსა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ძალები ამ კანონპროექტის დამტკიცებას "საქართველოს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებელ აუცილებელ პირობად“ მიიჩნევენ.

როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გვეუბნება, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციული, ქვეყნისთვის საზიანო და სასწრაფოდ გასაუქმებელია. მისივე თქმით, ასეთი კანონის მიღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მკვეთრად შემაფერხებელი ფაქტი იქნება და ის განხილვის ეტაპზევე გამოიწვევს მკვეთრ დაპირისპირებას დასავლეთთან.

"დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ხსენებული კანონპროექტის არა თუ მიღება, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მისი ინიცირებაც კი ქვეყნისთვის საზიანოა. ნებისმიერი კანონი გარკვეულ რისკებზე, საფრთხეებზე სახელმწიფოს პასუხია და მისი მიღების აუცილებლობა განპირობებულია ქვეყანაში იმ დროს არსებული რეალობით. ბოლო წლებია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ისმის რიტორიკა, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, არღვევს "ქართულ იდენტობას“, ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს... პარალელურად, იგივე ჯგუფი გამოდის ამ კანონის ინიციატორად და მის გაცხადებულ მიზნად დასავლური ფინანსური ნაკადების, გრანტების იდეოლოგიურ გავლენასთან ბრძოლას ასახელებს. ამას გარდა, ინიციატივა გაჯერებულია საბჭოთა წარსულში მოქალაქის ცნობიერებაში ჩაბეჭდილი ისეთი კლიშეებით, როგორიცაა "აგენტი“, "გავლენის აგენტი“, რაც მოსახლეობაში იმ განცდის გაღვივება/გაძლიერებას ემსახურება, თითქოსდა, დასავლეთი, მითიური "გლობალური ომის პარტია“, გრანტებით გამოკვებილი აგენტურის მეშვეობით ცდილობს საქართველო მოწყვიტოს ეროვნულ ნიადაგს, მოურღვიოს ღირებულებები და ჩაითრიოს ომში.

თუკი ეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებული პოზიციაა და ის საფრთხედ აღიქვამს დასავლეთიდან მომდინარე ფინანსურ დახმარებებს, მაშინ, საკითხავია, რაღა დარჩა სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული დასავლური კურსიდან, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და ამ კურსის ხელშეწყობას კონსტიტუციურ ნორმად ასახელებს?

რაც შეეხება ანალოგიებს, არ არის სწორი, თითქოს ეს იყოს ამერიკული აქტის ბაზაზე შექმნილი კანონი. The Foreign Agents Registration Act (FARA) გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში შეიქმნა და მისი პირველადი სამიზნე გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის გავლენის პრევენცია გახლდათ. მრავალი ცვლილების შემდეგ, დღეს ამერიკული კანონმდებლობა ფოკუსირდება უცხოეთიდან მართული ორგანიზაციების, ძირითადად, რუსული ლობისტური ჯგუფების ფანანსურ მონიტორინგზე, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯგუფები სახელმწიფო ორგანიზაციასთან შედიან შემხებლობაში. ასეთ დროს მსგავსი ორგანიზაცია ვალდებულია განაცხადოს, რომ ის უცხო სახელმწიფოს ინტერესს ახორციელებს. ზემოხსენებული კანონის ამ სახით ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა აშშ-ის არჩევნებში რუსული ჩარევის დადასტურებამ და ამგვარი დესტრუქციული გავლენისადმი მდგრადობის ამაღლების სურვილმა.

ამერიკულისგან განსხვავებით, რუსული კანონმდებლობა კონტროლს აწესებს ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც საზღვარგარეთის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. კრემლი ამ კანონს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესავიწროვებლად და რუსული სივრციდან გასაძევებლად იყენებს, რომლებიც რეჟიმის კორუფციული სქემების, ნეპოტიზმის, ხელისუფლების უზურპაციის, პოლიტიკური დევნის და სხვა დანაშაულებრივი პროცესების მონიტორინგს ეწევიან. ეს კანონპროექტი პირდაპირი გაგრძელებაა პატრუშევისეული საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინისა, რომელიც ნერგავს განწყობას, რომ დასავლეთი ერევა სუვერენული სახელმწიფოების საქმიანობაში და ახდენს არასასურველი მთავრობების ცვლილებას, რისთვისაც ის იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, გავლენის აგენტურას. რაოდენ საზიანოა ამგვარ რიტორიკასთან ჰარმონიაში მყოფი კანონის არა თუ მიღება, არამედ ინიცირებაც კი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან (ითვლება, რომ ის საქართველოს მოსახლეობის უმრაველესობას წარმოადგენს), მკითხველმა თავად განსაჯოს.

ნიკოლაი პატრუშევი

ამავე დოქტრინის თანახმად, დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზებას, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს იცავს. კრემლის რეჟიმის მოსაზრებით, რუსეთი უკრაინის ქალაქების, სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის დაბომბვითაც საკუთარ სუვერენიტეტს იცავს.

2017 წელს იმავე თემატიკაზე კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომლის ამჟამინდელი მთავრობა ევროსკეპტიკურ კურსს ატარებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებით ეს კანონი დისკრიმინაციული ხასიათისაა და აუცილებელია მისი გაუქმება. ცხადია, ასეთი კანონის მიღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მკვეთრად შემაფერხებელი ფაქტი იქნება და ის განხილვის ეტაპზევე გამოიწვევს მკვეთრ დაპირისპირებას დასავლეთთან. ამგვარი დაპირისპირება კი წარმოშობს რისკს, რომ საქართველო რუსეთის მოსალოდნელ აგრესიასთან პარტნიორების მხარდაჭერას მოკლებული დარჩეს“.