სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკის ტრაგედია: "ექსპერტების გამოკითხვის ოქმები გაყალბებულია, ვიდეოკამერის ჩანაწერები კი ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა" - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი
ვაკის პარკის ტრაგედია: "ექსპერტების გამოკითხვის ოქმები გაყალბებულია, ვიდეოკამერის ჩანაწერები კი ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა" - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის +”-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­ნე­ბე­ბი და გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე ეყ­რდნო­ბა, ყალ­ბია.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბის მიერ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ მიზ­ნად ისა­ხავს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას და წარ­მო­ად­გენს არ­გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბას.

"გვინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ იმა­ზე, რომ შად­რევ­ნის პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის­მა“ შად­რევ­ნის სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ტექ­ნი­კა შე­ი­ძი­ნა ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის­გან იმ პი­რო­ბით, რომ ტექ­ნი­კა და­მონ­ტაჟ­დე­ბო­და, ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ში გა­ეშ­ვე­ბო­და და შემ­დგო­მი გა­რან­ტია იქ­ნე­ბო­და. მონ­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქარ­ხნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ამ შად­რე­ვან­მა 3 თვე იმუ­შა­ვა. 4 თვის გა­მო­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბამ არ გა­დად­გა არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი ამ ქარ­ხნის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის ან შად­რევ­ნის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის და­სა­კი­თხად, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამის გა­რე­შე გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რი ვერ იქ­ნე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ აქვს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ ექ­სპერ­ტი­ზის გა­რე­შე დად­გინ­დეს კავ­ში­რი შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­სა და მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას შო­რის“ , - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

გარ­და ამი­სა, მისი გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს არ და­უს­ვამს კი­თხვე­ბი ელექტრო­სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ 2 სექ­ტემ­ბერს სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ობი­ექ­ტზე რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რა­საც ძი­რი­თა­დად, ბრალ­დე­ბის მხა­რე ამ დრომ­დე ეყ­რდნო­ბა, არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და შედ­გე­ნი­ლია კო­პი­რე­ბის პრინ­ცი­პით. ტრა­გე­დი­ის წინა დღეს, 12 ოქ­ტომ­ბერს და წინა პე­რი­ოდ­ში, ელექტრო­დე­ნი შად­რე­ვან­ში არ ჟო­ნავ­და. ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში 12 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით ჩამ­წერ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია ვის მიერ და რა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში ელექტრო­სა­დე­ნებ­ზე. ბრალ­დე­ბის მიერ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას, წარ­მო­ად­გენს არ­გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბას და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი­დან ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას. სა­ბო­ლოდ, სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას საქ­მის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის და­ზღვე­ვის მიზ­ნით. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ეს რო­გორც მი­ნი­მუმ, უსა­მარ­თლო და არას­წო­რია“,-გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვის მხა­რის მიერ და­ნიშ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც პა­სუხს ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გა­მარ­ტავს, შე­დე­გად, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კი­დევ უფრო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა ის, რომ ეს საქ­მე არ არის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 ოქ­ტომ­ბერს 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის+"ის დი­რექ­ტო­რი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე. ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ტიტე
11

დასავლური დემოკრატიაა ქვეყანაში, აბა რა შემოიტანეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ვაკის პარკის ტრაგედია: "ექსპერტების გამოკითხვის ოქმები გაყალბებულია, ვიდეოკამერის ჩანაწერები კი ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა" - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

ვაკის პარკის ტრაგედია: "ექსპერტების გამოკითხვის ოქმები გაყალბებულია, ვიდეოკამერის ჩანაწერები კი ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა" - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია "გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და წარმოადგენს არგამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას.

"გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ შადრევნის პროექტის შემსრულებელმა კომპანია "გრინსერვისმა“ შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ ტექნიკა დამონტაჟდებოდა, ექსპლოატაციაში გაეშვებოდა და შემდგომი გარანტია იქნებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და ამ შადრევანმა 3 თვე იმუშავა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია. ამის გარეშე გამოძიება ობიექტური ვერ იქნებოდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს. წარმოუდგენელია, ამ ექსპერტიზის გარეშე დადგინდეს კავშირი შესრულებულ სამუშაოსა და მომხდარ ტრაგედიას შორის“ , - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, ბრალდების მხარეს არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

"ჩვენი მტკიცებულებების მიხედვით, გამორიცხულია, რომ 2 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს ობიექტზე რაიმე დაზიანება მომხდარიყო. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რასაც ძირითადად, ბრალდების მხარე ამ დრომდე ეყრდნობა, არის გაყალბებული და შედგენილია კოპირების პრინციპით. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში, ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდში 12 ოქტომბრის საღამოს გაურკვეველი მიზეზებით ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა. შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა ამ პერიოდში ელექტროსადენებზე. ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, წარმოადგენს არგამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას და სამართლებრივი საკითხებიდან ადამიანურ ტრაგედიაზე ყურადღების გადატანას. საბოლოდ, სასამართლოზე ზემოქმედებას საქმის წარუმატებლობის დაზღვევის მიზნით. ჩვენი შეფასებით, ეს როგორც მინიმუმ, უსამართლო და არასწორია“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, დაცვის მხარის მიერ დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტები, რომელზეც პასუხს ელოდებიან.

როგორც ადვოკატი გამარტავს, შედეგად, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ნათელი გახდება ის, რომ ეს საქმე არ არის ობიექტურად გამოძიებული და ბრალდებულთა უფლებები ირღვევა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა კომპანია "გრინსერვის+"ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.