მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მთავარი გეგმაა, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს" - დათო ფორჩხიძე "ვოისის" სკანდალზე და "შეთქმულების თეორიაზე"
"ჩემი მთავარი გეგმაა, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს" - დათო ფორჩხიძე "ვოისის" სკანდალზე და "შეთქმულების თეორიაზე"

წლე­ვან­დე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის - "ვო­ი­სის" შე­დეგ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია: ხალ­ხის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ირუ ხე­ჩა­ნოვ­მა უსა­მარ­თლოდ გა­ი­მარ­ჯვა. "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით "ევ­რო­ვი­ზი­ის" მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რე­ბა...

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ჟურ­ნალ "გზას" დათო ფორჩხი­ძე ესა­უბ­რა. სწო­რედ მისი გუნ­დის წევ­რი იყო "ვო­ის­ში" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ირუ ხე­ჩა­ნო­ვი. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

დათო ფორჩხი­ძე:

- რა თქმა უნდა, ჩემი გუნ­დის წევ­რის გა­მარ­ჯვე­ბა მი­ხა­რია, რად­გან კონ­კურ­სან­ტის წარ­მა­ტე­ბა­ში მწვრთნე­ლიც გარ­კვე­ულ როლს თა­მა­შობს - ჩემი შრო­მაც ოდ­ნავ და­ფას­და, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც კონ­კურ­სან­ტია - ის იმარ­ჯვებს, პრიზს იღებს... ჩემი მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა ის არის, რომ "ვო­ის­ში" უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა გა­ვი­ცა­ნი და მათ შო­რის, არა მარ­ტო ჩემი გუნ­დის წევ­რებს ვგუ­ლის­ხმობ. ვგრძნობ, მათ­თან დავ­მე­გობ­რდი და ბევრთან მო­მა­ვა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის კონ­ტუ­რე­ბიც მოვ­ხა­ზე... ამ კონ­კურსს ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, რომ მე, რო­გორც მუ­სი­კოს­მა, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა გა­ვიც­ნო, მათ­თან ვი­მე­გობ­რო და ვი­თა­ნამ­შრომ­ლო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა "ვო­ი­სი", რო­მელ­შიც თქვე­ნი გუნ­დის წევ­რმა ვერ გა­ი­მარ­ჯვა?

- სამ­წუ­ხა­როდ - არა. სა­ერ­თოდ, მწვრთნე­ლო­ბა უმა­დურ სამ­სა­ხუ­რად მი­მაჩ­ნია. ამ საქ­მე­ში დიდ შრო­მას "ვდებ", ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ უსა­მარ­თლო­ბა ხდე­ბა, "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია" მოქ­მე­დებს... მივ­ხვდი, რომ ჩემ­თვის "ვო­ის­ში" მწვრთნე­ლო­ბა სა­სარ­გებ­ლოც აღარ არის, რა: სხვა ბავ­შვე­ბის­თვის ვწვა­ლობ, როცა სახ­ლში ძა­ლი­ან მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლი გოგო მი­ზის, ვინც ჩემს დნმ-ს ატა­რებს - ჩემი შვი­ლი. "ვო­ის­ში" სხვის შვი­ლებს თან ვყვე­ბი, ამ საქ­მე­ში არ­ცთუ მა­ღალ ხელ­ფასს ვი­ღებ, სხვა მწვრთნე­ლე­ბის მსგავ­სად. ეს ენ­თუ­ზი­აზ­მია! არც ერთი მწვრთნე­ლი პრი­ზით არ ჯილ­დოვ­დე­ბა, არც სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დის, არც თუნ­დაც 5 თეთ­რით მეტ ხელ­ფასს იღებს (იცი­ნის)... რთუ­ლია, როცა ისეთ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობ, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბაც არ გსი­ა­მოვ­ნებს - ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იღებ. კონ­კურ­სზე მწვრთნელს რაც შე­უძ­ლია, ისაა, რომ რინ­გი­სას 4 მო­ნა­წი­ლე მომ­დევ­ნო ტურ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს, შემ­დეგ ტურ­ში კი - 1-2 მო­ნა­წი­ლე პრო­ექ­ტი­დან "გა­ვარ­დნას" გა­და­არ­ჩი­ნოს. ამის იქით მწვრთნელს შან­სი არა აქვს, რომ კონ­კურ­სანტს ხელი შე­უ­წყოს ან პი­რი­ქით - შე­უ­შა­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა­ზე, მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან შე­მო­სულ ზა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- თქვენ და თქვენს გო­გო­ნას რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ჩემი მთა­ვა­რი გეგ­მა ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი შვი­ლი არა­სო­დეს არც ერთ კონ­კურ­სზე არ გა­მო­ვი­დეს - ამას შე­ვას­რუ­ლებ. თუ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა, უცხო­ეთ­ში წა­ვი­დეს... სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან ნე­გა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლაც ძა­ლი­ან მწყინს, თუმ­ცა ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, ისე ძლი­ერ გან­ვიც­დი, რო­გორც - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­გა­ლი­თად, ირუს ად­გი­ლას ჩემი შვი­ლი იქ­ნე­ბო­და-მეთ­ქი. ჩემი შვი­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჯერ მხო­ლოდ იმი­ტომ ექ­ნე­ბო­და, რომ ჩემი შვი­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თუ ბავ­შვს ცნო­ბი­ლი მამა ჰყავს, მან თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­ი­მარ­ჯვოს?!. ხალ­ხის აზ­რით, ის აუ­ცი­ლებ­ლად მა­მამ "გა­იყ­ვა­ნა". ეს უკვე ჩვე­ნი ერის კრე­დოა. ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი იჩაგ­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის 15 წლის შვილ­მა, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 3 000-მდე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მაჩ­ვე­ნა, რო­მელ­შიც მას აგი­ნებ­დნენ. ბავ­შვმა მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვი­სი "პრო­ფი­ლე­ბი" გა­ა­უქ­მა. მო­ვე­ფე­რე, ვა­ნუ­გე­შე... წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

"არ მო­უს­მი­ნო და არც კი წა­ი­კი­თხო ამ­დე­ნი ბო­რო­ტი და არ­შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ნა­ჯღაპ­ნი" - რას წერს ირუ ხე­ჩა­ნო­ვის დედა

სკან­და­ლი "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გარ­შე­მო: ვინ არის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი და რა­ტომ გახ­და მწვა­ვე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი - "საკ­მა­ოდ გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ ვარ მო­რი­დე­ბუ­ლი"

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mako
3

დათო სამწუხაროდ შენი შვილი ვერ მღერის ვუსმენდით შოუში ბენდთან რო იდგა და იდგა რა ლამაზი საყვარელი მაგრამ არა მომღერალი და ნუ იმართლებ თავს არაპროფესიონალი მომღერალი რო გაიყვანე ფინალში ევროვიზიისთვის უბრალოდ სირცხვილია

ალამარია
3

მე კი მგონია რომ უნდა გავიდეს, პირიქით და დაინახონ ნიჭი! ვოისზე თუ არა სხვა კონკურსში მაინც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი მთავარი გეგმაა, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს" - დათო ფორჩხიძე "ვოისის" სკანდალზე და "შეთქმულების თეორიაზე"

"ჩემი მთავარი გეგმაა, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს" - დათო ფორჩხიძე "ვოისის" სკანდალზე და "შეთქმულების თეორიაზე"

წლევანდელი მუსიკალური კონკურსის - "ვოისის" შედეგმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია: ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ირუ ხეჩანოვმა უსამართლოდ გაიმარჯვა. "ვოისის" გამარჯვებული საქართველოს სახელით "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე გაემგზავრება...

  • აღნიშნულ თემაზე ჟურნალ "გზას" დათო ფორჩხიძე ესაუბრა. სწორედ მისი გუნდის წევრი იყო "ვოისში" გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

დათო ფორჩხიძე:

- რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის წევრის გამარჯვება მიხარია, რადგან კონკურსანტის წარმატებაში მწვრთნელიც გარკვეულ როლს თამაშობს - ჩემი შრომაც ოდნავ დაფასდა, მაგრამ მთავარი მაინც კონკურსანტია - ის იმარჯვებს, პრიზს იღებს... ჩემი მთავარი გამარჯვება ის არის, რომ "ვოისში" უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი და მათ შორის, არა მარტო ჩემი გუნდის წევრებს ვგულისხმობ. ვგრძნობ, მათთან დავმეგობრდი და ბევრთან მომავალი მუსიკალური ურთიერთობის კონტურებიც მოვხაზე... ამ კონკურსს ის დანიშნულება აქვს, რომ მე, როგორც მუსიკოსმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა გავიცნო, მათთან ვიმეგობრო და ვითანამშრომლო.

- საქართველოში ჩატარებულა "ვოისი", რომელშიც თქვენი გუნდის წევრმა ვერ გაიმარჯვა?

- სამწუხაროდ - არა. საერთოდ, მწვრთნელობა უმადურ სამსახურად მიმაჩნია. ამ საქმეში დიდ შრომას "ვდებ", ვიღლები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველას ჰგონია, რომ უსამართლობა ხდება, "შეთქმულების თეორია" მოქმედებს... მივხვდი, რომ ჩემთვის "ვოისში" მწვრთნელობა სასარგებლოც აღარ არის, რა: სხვა ბავშვებისთვის ვწვალობ, როცა სახლში ძალიან მაგარი მომღერალი გოგო მიზის, ვინც ჩემს დნმ-ს ატარებს - ჩემი შვილი. "ვოისში" სხვის შვილებს თან ვყვები, ამ საქმეში არცთუ მაღალ ხელფასს ვიღებ, სხვა მწვრთნელების მსგავსად. ეს ენთუზიაზმია! არც ერთი მწვრთნელი პრიზით არ ჯილდოვდება, არც სადმე დასასვენებლად მიდის, არც თუნდაც 5 თეთრით მეტ ხელფასს იღებს (იცინის)... რთულია, როცა ისეთ გარემოში ცხოვრობ, სადაც გამარჯვებაც არ გსიამოვნებს - ნეგატიურ დამოკიდებულებას იღებ. კონკურსზე მწვრთნელს რაც შეუძლია, ისაა, რომ რინგისას 4 მონაწილე მომდევნო ტურში გადაიყვანოს, შემდეგ ტურში კი - 1-2 მონაწილე პროექტიდან "გავარდნას" გადაარჩინოს. ამის იქით მწვრთნელს შანსი არა აქვს, რომ კონკურსანტს ხელი შეუწყოს ან პირიქით - შეუშალოს. ყველაფერი ხალხის მხარდაჭერაზე, მაყურებლებისგან შემოსულ ზარებზეა დამოკიდებული.

- თქვენ და თქვენს გოგონას რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი მთავარი გეგმა ის არის, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს - ამას შევასრულებ. თუ კონკურსში მონაწილეობა უნდა, უცხოეთში წავიდეს... საზოგადოების ნაწილისგან ნეგატური დამოკიდებულება ახლაც ძალიან მწყინს, თუმცა ვერ მოვიტყუები, ისე ძლიერ განვიცდი, როგორც - იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ირუს ადგილას ჩემი შვილი იქნებოდა-მეთქი. ჩემი შვილის მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება ჯერ მხოლოდ იმიტომ ექნებოდა, რომ ჩემი შვილია. როგორ შეიძლება, თუ ბავშვს ცნობილი მამა ჰყავს, მან თავისი ნიჭიერებით გაიმარჯვოს?!. ხალხის აზრით, ის აუცილებლად მამამ "გაიყვანა". ეს უკვე ჩვენი ერის კრედოა. ბევრჯერ მინახავს, რომ ცნობილი ადამიანების შვილები იჩაგრებიან. მაგალითად, წლების წინ, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის 15 წლის შვილმა, რომელიც მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა, 3 000-მდე შეტყობინება მაჩვენა, რომელშიც მას აგინებდნენ. ბავშვმა მაშინ სოციალურ ქსელებში თავისი "პროფილები" გააუქმა. მოვეფერე, ვანუგეშე... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

ნახეთ ასევე:

"არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი" - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"