ავტორი:

"მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ..." - რას წერს "ტვიტერზე" ურსულა ფონ დერ ლაიენი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ..." - რას წერს "ტვიტერზე" ურსულა ფონ დერ ლაიენი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად.

"კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.

მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შერულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად", - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ნახეთ ასევე: "ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია - რასაც თქვენ ხედავთ "ფეისბუქზე", სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას" - პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე