პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსების აგენტი საელჩოში - რა არის ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ბრიტანელი კაცის საქმეზე: "სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო "ირინა"
რუსების აგენტი საელჩოში - რა არის ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ბრიტანელი კაცის საქმეზე: "სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო "ირინა"

გერ­მა­ნი­ა­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს დაც­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი დე­ვიდ სმი­ტი რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და 13 წლი­თა და 2 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლონ­დო­ნის ცენ­ტრა­ლურ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მო­სა­მარ­თლემ სმიტს სას­ჯე­ლი ერთი წლით შე­უმ­ცი­რა, მი­ზე­ზი პა­ტიმ­რის სა­ნი­მუ­შო ქცე­ვა გახ­და. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სმიტს შე­უძ­ლია სას­ჯე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მო­ი­ხა­დოს.

"მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი იყო თავ­დას­ხმა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე და ემუქ­რე­ბო­და ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას,” - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ და დას­ძი­ნა, რომ სმი­ტის ქმე­დე­ბე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო არა მხო­ლოდ ფუ­ლით და სი­ხარ­ბით.

"მან არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტა ზი­ზღი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის მი­მართ. ის სიმ­პა­ტი­ით არის გან­წყო­ბი­ლი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და კი­დევ უფრო სა­ზი­ა­ნო ყო­ფი­ლი­ყო, თუ სმი­ტი არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და გი­სო­სებს მიღ­მა", - ამ­ბობს პრო­კუ­რო­რი ნიკ პრა­ი­სი.

სმი­ტი, რო­მე­ლიც ახლა 58 წლი­საა, 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ა­კა­ვეს. მან ბრა­ლი აღი­ა­რა ბრალ­დე­ბის რვა პუნ­ქტში, თუმ­ცა უარ­ყო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვე­ბი.

და­კა­ვე­ბა

სმი­ტი, სა­მე­ფო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, ის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ბერ­ლინ­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად. მა­მა­კა­ცი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებს 2018 წლი­დან აგ­რო­ვებ­და. მო­სა­მარ­თლემ და­ად­გი­ნა, რომ ის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლით.

გა­მო­ძი­ე­ბას ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და სმი­ტის მიერ რუსი გე­ნერ­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი, რის შემ­დე­გაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, რა­შიც გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩა­ერ­თნენ.

სმი­ტის მიერ რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მულ მა­სა­ლებს შო­რის იყო ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მა­გი­დებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი, ასე­ვე სა­ელ­ჩო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი და სა­ელ­ჩოს კო­რეს­პონ­დენ­ცია მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სონ­თან. გარ­და ამი­სა, მან გა­დას­ცა რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს სა­ელ­ჩოს პერ­სო­ნა­ლის სა­ხე­ლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია.

იმ მო­ნა­ცე­მებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სმიტ­მა რუ­სებს მის­ცა, მო­სა­მარ­თლის თქმით, არ არ­სე­ბობ­და უმაღ­ლე­სი დო­ნის სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ან დე­ტა­ლე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღის შე­სა­ხებ. "ამ­რი­გად, რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი იყო ბრი­ტა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ფა­სი­ა­ნი იყო" - დას­ძი­ნა მო­სა­მარ­თლემ.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სმიტს ორი აგენ­ტი მი­უგ­ზავ­ნეს, მათ შო­რის იყო „ირი­ნა,“ რო­მე­ლიც მას ტრამ­ვა­ის გა­ჩე­რე­ბა­ზე GRU-ს ოფი­ცე­რად გა­ეც­ნო, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მოს­კო­ვი­დან გაგ­ზავ­ნეს მას­თან შე­სახ­ვედ­რად. სმი­ტი ქალს შეხ­ვედ­რა­ზე და­თან­ხმდა.

მო­სა­მარ­თლის თქმით, სმიტ­მა ბრი­ტა­ნელ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს 820 ათა­სი ფუნ­ტის (ანუ და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი) ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. მას შემ­დეგ, რაც მისი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გა­მო­აშ­კა­რავ­და, სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა სა­ელ­ჩოს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­ა­მოწ­მეს. სა­ელ­ჩოს უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­რო­სი ბჰა­რატ ჯოში ამ­ბობს, რომ სმიტ­მა ასე­ვე და­ა­ზა­რა­ლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი...

2021 წელს ბერ­ლინ­ში და­კა­ვე­ბის დღეს, დე­ვიდ სმიტ­მა სამ­სა­ხუ­რი ადრე და­ტო­ვა, მისი თქმით, თავს კარ­გად არ გრძნობ­და, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცია მას სა­კუ­თარ სახ­ლში დახ­ვდა.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, სმი­ტის სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს 800 ევრო ნაღ­დი ფული. პო­ლი­ცი­ამ მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­შიც შე­ის­წავ­ლა და და­ად­გი­ნა, რომ ხელ­ფა­სი არა­სო­დეს გა­მო­უ­ტა­ნია ან­გა­რი­ში­დან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­მო­სავ­ლის სხვა წყა­რო ჰქონ­და. თუმ­ცა, რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი მი­ი­ღო რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, უც­ნო­ბია.

მის ბი­ნა­ში იპო­ვეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დრო­შა, საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ქუდი, ძვე­ლი მო­დე­ლის Lada სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა და როტვე­ი­ლე­რის ძაღ­ლი სამ­ხედ­რო ქუ­დით.

მისი სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რი­დან ამო­ღე­ბულ კო­მიქსში ჩანს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც კის­რით უჭი­რავს გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ნა­ცის­ტურ ფორ­მა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

სმიტ­მა აგენტ "ირი­ნას" უთხრა, რომ მას სჯე­რო­და, გერ­მა­ნი­ას ნა­ცის­ტე­ბი მარ­თავ­დნენ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს სმიტ­მა აღი­ა­რა, რომ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა და­ი­წყო, რო­დე­საც მისი მე­უღ­ლე გერ­მა­ნი­ი­დან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­და. მან ასე­ვე თქვა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბით, მათ შო­რის ალექს ჯონ­სი­სა და დე­ვიდ აი­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად სმიტ­მა უარ­ყო პრო­რუ­სუ­ლი ან ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

თუმ­ცა, პრო­კუ­რო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ის აგ­რო­ვებ­და რუ­სულ სამ­ხედ­რო სიმ­ბო­ლო­ებს და წარ­სულ­ში მხარს უჭერ­და პრო­რუს სე­პა­რა­ტის­ტებს უკ­რა­ი­ნა­ში.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, დე­ვიდ სმიტ­მა მუ­შა­ო­ბა სა­ელ­ჩოს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად 2016 წელს და­ი­წყო. მისი ქცე­ვა 2018 წელს შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც მისი უკ­რა­ი­ნე­ლი ცოლი მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და. და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მან და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თვის და მისი შე­ნახ­ვა "ფლეშ­კა­ზე".

სმი­ტი ღიად უჭერს მხარს რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში. მან ასე­ვე შე­აგ­რო­ვა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გერ­მა­ნუ­ლი ფორ­მე­ბი. არის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ის ომის დროს და­ღუ­პულ­თა საბ­ჭო­თა ძეგ­ლე­ბის გვერ­დით პო­ზი­რებს, ასე­ვე არის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ტან­საც­მელ­ზე ე.წ. „ნო­ვო­რო­სი­ას“ დრო­შის ლა­ქე­ბი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამონი.
0

სმიტ! აგვიხსენი ის ორი თვე ხურდაში მოგცეს? ნუ გეშინია გამაგრდი, მალე პუტინი მოვა და გამოგიყვანს..

ეეჰ სმიტ!))
9

"მის ბი­ნა­ში იპო­ვეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დრო­შა, საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ქუდი, ძვე­ლი მო­დე­ლის Lada სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა და როტვე­ი­ლე­რის ძაღ­ლი სამ­ხედ­რო ქუ­დით"

სერიოზული ნივთმტკიცებებია ჰა ჰა ჰა ))) და პლუს 800 ევრო))) სერიოზული აგენტი ჩანს)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რუსების აგენტი საელჩოში - რა არის ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ბრიტანელი კაცის საქმეზე: "სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო "ირინა"

რუსების აგენტი საელჩოში - რა არის ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ბრიტანელი კაცის საქმეზე: "სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო "ირინა"

გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილი თანამშრომელი დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ლონდონის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო.

განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ სმიტს სასჯელი ერთი წლით შეუმცირა, მიზეზი პატიმრის სანიმუშო ქცევა გახდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სმიტს შეუძლია სასჯელი გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში მოიხადოს.

"მის მიერ ჩადენილი დანაშაულები იყო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე და ემუქრებოდა ეროვნულ უსაფრთხოებას,” - განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ სმიტის ქმედებები მოტივირებული იყო არა მხოლოდ ფულით და სიხარბით.

"მან არაერთხელ გამოხატა ზიზღი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მიმართ. ის სიმპატიით არის განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. მისი შეხედულებები შეიძლებოდა კიდევ უფრო საზიანო ყოფილიყო, თუ სმიტი არ აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა", - ამბობს პროკურორი ნიკ პრაისი.

სმიტი, რომელიც ახლა 58 წლისაა, 2021 წლის აგვისტოში დააკავეს. მან ბრალი აღიარა ბრალდების რვა პუნქტში, თუმცა უარყო დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივები.

დაკავება

სმიტი, სამეფო საჰაერო ძალების ყოფილი თანამშრომელია, ის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ბერლინში ბრიტანეთის საელჩოში დაცვის თანამშრომლად. მამაკაცი საიდუმლო დოკუმენტებს 2018 წლიდან აგროვებდა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ის მოტივირებული იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერისა და დიდი ბრიტანეთისადმი სიძულვილით.

გამოძიებას ხელში ჩაუვარდა სმიტის მიერ რუსი გენერლისადმი გაგზავნილი წერილი, რის შემდეგაც ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო, რაშიც გერმანელი სამართალდამცავები ჩაერთნენ.

სმიტის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ მასალებს შორის იყო ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების მაგიდებზე არსებული ფოტოები და დოკუმენტები, ასევე საელჩოში გადაღებული ვიდეოები და საელჩოს კორესპონდენცია მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. გარდა ამისა, მან გადასცა რუსეთის ოფიციალურ პირებს საელჩოს პერსონალის სახელები, ფოტოები და პირადი ინფორმაცია.

იმ მონაცემებს შორის, რომლებიც სმიტმა რუსებს მისცა, მოსამართლის თქმით, არ არსებობდა უმაღლესი დონის სამხედრო საიდუმლოებები ან დეტალები ბრიტანული იარაღის შესახებ. "ამრიგად, რუსეთის დახმარების მთავარი მოტივი იყო ბრიტანეთის ინტერესების დაზიანება და ეს საქმიანობა ფასიანი იყო" - დასძინა მოსამართლემ.

გამოძიების ფარგლებში სმიტს ორი აგენტი მიუგზავნეს, მათ შორის იყო „ირინა,“ რომელიც მას ტრამვაის გაჩერებაზე GRU-ს ოფიცერად გაეცნო, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან გაგზავნეს მასთან შესახვედრად. სმიტი ქალს შეხვედრაზე დათანხმდა.

მოსამართლის თქმით, სმიტმა ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს 820 ათასი ფუნტის (ანუ დაახლოებით მილიონი აშშ დოლარი) ზიანი მიაყენა. მას შემდეგ, რაც მისი დანაშაულები გამოაშკარავდა, საიდუმლო სამსახურებმა საელჩოს ყველა თანამშრომელი შეამოწმეს. საელჩოს უსაფრთხოების უფროსი ბჰარატ ჯოში ამბობს, რომ სმიტმა ასევე დააზარალა დიპლომატიური პერსონალი...

2021 წელს ბერლინში დაკავების დღეს, დევიდ სმიტმა სამსახური ადრე დატოვა, მისი თქმით, თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ გერმანიის პოლიცია მას საკუთარ სახლში დახვდა.

პროკურორების თქმით, სმიტის სახლში აღმოაჩინეს 800 ევრო ნაღდი ფული. პოლიციამ მისი საბანკო ანგარიშიც შეისწავლა და დაადგინა, რომ ხელფასი არასოდეს გამოუტანია ანგარიშიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის სხვა წყარო ჰქონდა. თუმცა, რა რაოდენობის თანხები მიიღო რუსეთის სპეცსამსახურებიდან, უცნობია.

მის ბინაში იპოვეს რუსეთის ფედერაციის დროშა, საბჭოთა სამხედრო ქუდი, ძველი მოდელის Lada სათამაშო მანქანა და როტვეილერის ძაღლი სამხედრო ქუდით.

მისი სამუშაო კომპიუტერიდან ამოღებულ კომიქსში ჩანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც კისრით უჭირავს გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი. ეს უკანასკნელი ნაცისტურ ფორმაშია გადაღებული.

სმიტმა აგენტ "ირინას" უთხრა, რომ მას სჯეროდა, გერმანიას ნაცისტები მართავდნენ.

სასამართლო პროცესის დროს სმიტმა აღიარა, რომ დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლის დალევა დაიწყო, როდესაც მისი მეუღლე გერმანიიდან უკრაინაში დაბრუნდა. მან ასევე თქვა, რომ დაინტერესებულია შეთქმულების თეორიებით, მათ შორის ალექს ჯონსისა და დევიდ აიკის მიერ გავრცელებული. ამავდროულად სმიტმა უარყო პრორუსული ან ულტრამემარჯვენე შეხედულებები.

თუმცა, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ ის აგროვებდა რუსულ სამხედრო სიმბოლოებს და წარსულში მხარს უჭერდა პრორუს სეპარატისტებს უკრაინაში.

საქმის მასალების მიხედვით, დევიდ სმიტმა მუშაობა საელჩოს დაცვის თანამშრომლად 2016 წელს დაიწყო. მისი ქცევა 2018 წელს შეიცვალა მას შემდეგ, რაც მისი უკრაინელი ცოლი მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. დაახლოებით იმავე პერიოდში მან დაიწყო ინფორმაციის შეგროვება რუსეთის საელჩოსთვის და მისი შენახვა "ფლეშკაზე".

სმიტი ღიად უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან ასევე შეაგროვა მეორე მსოფლიო ომის გერმანული ფორმები. არის ფოტოები, რომლებშიც ის ომის დროს დაღუპულთა საბჭოთა ძეგლების გვერდით პოზირებს, ასევე არის ფოტოები, სადაც ტანსაცმელზე ე.წ. „ნოვოროსიას“ დროშის ლაქები აქვს.