იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე “სასუოლოს” წინააღმდეგ ითამაშა და ანგარიშით 0:2 მოიგო.
მე-12 წუთზე ქართველმა მარცხენა გარემარბმა შეუდარებელი დრიბლინგის შემდეგ მასპინძლებს ულამაზესი გოლი გაუტანა. ეს "კვარას" მე-10 გოლია სერია A-ში. 33-ე წუთზე "ნაპოლი" 2-ბურთიანი სხვაობით უკვე ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა.
ამ მატჩში ფეხბურთელები მოედანზე სახეზე წითელი ზოლით გამოვიდნენ. რაც ნიშნავს, რომ ისინი ქალზე და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად სოციალურ კამპანიას უერთდებიან. სერია A ამ კამპანიაში 2018 წლიდან არის ჩართული.
წითელი ზოლი წითელი პომადის სიმბოლოა და მოუწოდებს ყველას, გამოვიდეს ქალზე ძალადობის წინააღმდეგ.