პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბულგარეთში, სატვირთო მანქანაში 18 ცხედარი იპოვეს - "იქ არ იყო საკმარისი ჟანგბადი. სციოდათ, იყინებოდნენ, თან რამდენიმე დღე არაფერი უჭამიათ"
ბულგარეთში, სატვირთო მანქანაში 18 ცხედარი იპოვეს - "იქ არ იყო საკმარისი ჟანგბადი. სციოდათ, იყინებოდნენ, თან რამდენიმე დღე არაფერი უჭამიათ"

ბულ­გა­რე­თის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ სო­ფი­ას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ერთ-ერთ დიდ სო­ფელ­ში, იპო­ვეს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც 18 ცხე­და­რი ნა­ხეს.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მიგ­რან­ტე­ბი უნდა იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც უჰა­ე­რო­ბით და­ი­ღუპ­ნენ იმ დროს, რო­დე­საც სა­ზღვარ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაჰ­ყავ­დათ.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ადა­მი­ა­ნი იყო, რომ­ლე­ბიც ხე-ტყის ტვირ­თის ქვეშ იმა­ლე­ბოდ­ნენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი ნა­ხეს და გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ­გან 8 უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. კი­დევ 10 ადა­მი­ა­ნი მიმ­დე­ბა­რედ იმა­ლე­ბო­და, ისი­ნიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს გა­მოკ­ვლე­ვის­თვის. იმ ხალ­ხის ძებ­ნა, რომ­ლებ­საც მიგ­რან­ტე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაჰ­ყავ­და, გრძელ­დე­ბა. მი­მა­ლუ­ლია სატ­ვირ­თოს მძღო­ლიც. "არ შე­მიძ­ლია ზუს­ტად ვთქვა, რა მოხ­და. იქ არ იყო საკ­მა­რი­სი ჟანგბა­დი. მათ სცი­ო­დათ, იყი­ნე­ბოდ­ნენ, თან რამ­დე­ნი­მე დღე არ უჭა­მი­ათ", - გა­ნა­ცხა­და ბულ­გა­რე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ასენ მე­ჯი­დი­ევ­მა. ერთ-ერთი რა­დი­ო­სად­გუ­რის ცნო­ბით, მიგ­რან­ტე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან არი­ან. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სსს
7

რუსული ფეიკია თორემ ავღანეთში ისე ააყვავა ამერიკამ ქვეყანა იქედან არავინ არ გარბის პირიქით ცდილობენ ავღანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად

dima
8

ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი, არ ყოფილა მაგ ფურგონში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბულგარეთში, სატვირთო მანქანაში 18 ცხედარი იპოვეს - "იქ არ იყო საკმარისი ჟანგბადი. სციოდათ, იყინებოდნენ, თან რამდენიმე დღე არაფერი უჭამიათ"

ბულგარეთში, სატვირთო მანქანაში 18 ცხედარი იპოვეს - "იქ არ იყო საკმარისი ჟანგბადი. სციოდათ, იყინებოდნენ, თან რამდენიმე დღე არაფერი უჭამიათ"

ბულგარეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ სოფიასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ დიდ სოფელში, იპოვეს სატვირთო მანქანა, რომელშიც 18 ცხედარი ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი მიგრანტები უნდა იყვნენ, რომლებიც უჰაერობით დაიღუპნენ იმ დროს, როდესაც საზღვარზე არალეგალურად გადაჰყავდათ.

პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოში დაახლოებით, 40 ადამიანი იყო, რომლებიც ხე-ტყის ტვირთის ქვეშ იმალებოდნენ. მედიის ინფორმაციით, 14 ადამიანი ცოცხალი ნახეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 8 უმძიმეს მდგომარეობაშია. კიდევ 10 ადამიანი მიმდებარედ იმალებოდა, ისინიც საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევისთვის. იმ ხალხის ძებნა, რომლებსაც მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა, გრძელდება. მიმალულია სატვირთოს მძღოლიც. "არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, რა მოხდა. იქ არ იყო საკმარისი ჟანგბადი. მათ სციოდათ, იყინებოდნენ, თან რამდენიმე დღე არ უჭამიათ", - განაცხადა ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა ასენ მეჯიდიევმა. ერთ-ერთი რადიოსადგურის ცნობით, მიგრანტები ავღანეთიდან არიან. წყარო