ავტორი:

"ნაპოლის" მორიგი გამარჯვება: "კვარას" და ოსიმენის ბრწყინვალე გოლები და ქართველით აღფრთოვანებული საფეხბურთო სამყარო - "კვარა" ლიგის საუკეთესო მოთამაშეა"

"ნაპოლის" მორიგი გამარჯვება: "კვარას" და ოსიმენის ბრწყინვალე გოლები და ქართველით აღფრთოვანებული საფეხბურთო სამყარო  - "კვარა" ლიგის საუკეთესო მოთამაშეა"

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე “სასუოლოს” დაუპირისპირდა და 0:2 სძლია.

"სასუოლოს" ამ თამაშამდე 4-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა,

მატჩამდე “სასუოლოს” მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონისიმ პრესკონფერენცია გამართა და მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე ილაპარაკა.

მას უყურადღებოდ არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩენია.

"ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ და ბევრი ვირბინოთ, "კვარას" მიეცემა შესაძლებლობები, მაგრამ ის მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და არ დავუშვათ, რომ მცველის წინააღმდეგ მარტო დარჩეს. ნახევარდაცვამ იდეალურად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ დაცვას ძალიან გაუჭირდება", - აცხადებდა დიონისი. თუმცა მის გეგმას განხორციელება არ ეწერა.

მე-12 წუთზე ქართველმა მარცხენა გარემარბმა შეუდარებელი დრიბლინგის შემდეგ მასპინძლებს ულამაზესი გოლი გაუტანა. "ის შეუჩერებალია" - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში. ეს "კვარას" მე-10 გოლია სერია A-ში.

33-ე წუთზე "ნაპოლი" 2-ბურთიანი სხვაობით უკვე ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა. მისი გოლი მართლაც საოცარი გამოდგა.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა თითქოს შეძლეს, თუმცა მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და გოლი არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში "ნაპოლიმ" რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მათ შორის ოსიმენმა ხვიჩას მორიგი საოცარი ჩაწოდების შემდეგ, ვერ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმ კვარაცხელია 77-ე წუთზე შეცვალა.

მატჩის მიმდინარეობისვე ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჟერარდ დეულოფეუმ, რომელიც იტალიურ "უდინეზეში" თამაშობს, კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა და "ტვიტერში" დაწერა: "კვარა" ლიგის საუკეთესო მოთამაშეა".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Kvara best player in the league so far.<br>RESPECT⭐️</p>&mdash; Gerard Deulofeu (@gerardeulofeu) <a href="https://twitter.com/gerardeulofeu/status/1626674647214219265?ref_src=twsrc%5Etfw">February 17, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ნაპოლი" სკუდეტოს" მოგებისკენ გზას წარმატებით აგრძელებს. მომავალ კვირაში კი გუნდს ჩემპიონთა ლიგის თამაში ელის - 22 თებერვალს ის ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

იხილეთ ასევე: