ავტორი:

თითო შეკვრა პელმენი ოჯახებს, რომელთაც ახლობლები უკრაინასთან ომში დაკარგეს - რუსეთის მახინჯი საკომპენსაციო პოლიტიკა გრძელდება

თითო შეკვრა პელმენი ოჯახებს, რომელთაც ახლობლები უკრაინასთან ომში დაკარგეს - რუსეთის მახინჯი საკომპენსაციო პოლიტიკა გრძელდება

რუსეთის ხელისუფლებამ, გადაწყვიტა, რომ ტუვის ოლქში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომელთა ერთი წევრი მაინც უკრაინასთან ომში დაიღუპა, საახალწლოდ საჩუქარი გაეკეთებინათ. შეგახსენებთ, რომ ტუვაში ახალ წელს 17 თებერვალს ზეიმობენ.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მობილიზებულ მსხვერპლთა ოჯახებს თითო პარკი პელმენი დაურიგეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჩუქარი მიიღო მრავალშვილიანმა დედამ, ვალენტინა ონდარმაც, რომლის უმცროსი ვაჟი უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა...“ ვალენტინას მეორე ვაჟიც უკრაინაში იბრძვის. ფოტოზე სწორედ ეს ქალბატონია აღბეჭდილი

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის რეგიონებში, ომში წასული ჯარისკაცების ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ უფასო საკვები, შეშა და ცოცხალი ცხვარი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. მაგალითად, ბურიატიში, ჯარისკაცების ოჯახებს სახელმწიფო შეშით უზრუნველყოფს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ქვრივებს საჩუქრად ქურქები დაურიგეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალებს ქურქები მხოლოდ ვიდეოს გადაღებისას გადასცეს, შემდეგ კი უკან წაიღეს. გარდა ამისა, მათ შორის ყველა ჯარისკაცის ქვრივი არ იყო და ზოგიერთი ქალი უბრალოდ, გადაღებისთვის დაიქირავეს.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქურქები, ხერსონის ერთ-ერთი მაღაზიიდან მოიპარეს.

იხილეთ ასევე: