პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა... მას მასშტაბური ნგრევა რომ არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობები..." - სეისმოლოგი
"ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა... მას მასშტაბური ნგრევა რომ არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობები..." - სეისმოლოგი

სე­ის­მო­ლო­გი - იმის­თვის, რომ მი­წისძვრას მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა არ მოჰ­ყვეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იწარ­მო­ე­ბო­დეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მორღვე­უ­ლია და სი­ტუ­ა­ცია არ კონ­ტროლ­დე­ბა

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმის­თვის, რომ მი­წისძვრას მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა არ მოჰ­ყვეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხა­რის­ხი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იწარ­მო­ე­ბო­დეს.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, ამ თვალ­საზ­რი­სით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მორღვე­უ­ლია და სი­ტუ­ა­ცია არ კონ­ტროლ­დე­ბა.

"ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მორღვე­უ­ლია, მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ვერ არის, რად­გან არ აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, დე­ტა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვე­ბი. ჩვენ ვნა­ხეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა უბ­ნის­თვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კვლე­ვა, და­კო­პი­რე­ბუ­ლი სხვა უბან­ში და ამის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში, არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც, ბა­თუმ­ში და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა ისე, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი კვლე­ვა არ ჩა­ტარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ხიშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა იყოს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ რა სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრაც არ უნდა მოხ­დეს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, მი­წისძვრამ­დე და მის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა მი­წისძვრე­ბი. ასე, რომ ეს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კონ­კრე­ტულ მი­წისძვრას რო­მელ შე­ნო­ბა­ზე რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია.

"თბი­ლი­სი იმ­დე­ნად პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­აა, რომ მი­წისძვრის საფრ­თხე ყველ­გან თა­ნა­ბა­რია. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ თბი­ლი­სი არის ძა­ლი­ან რთუ­ლი ად­გი­ლი, ცუდი გა­გე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და კონ­კრე­ტულ მი­წისძვრას რო­მელ შე­ნო­ბა­ზე რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა, ამის­თვის არის სა­ჭი­რო ლო­კა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი და ლო­კა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი. ერ­თმა და იმა­ვე მი­წისძვრამ შე­საძ­ლოა, ერთ უბან­ში სხვა რყე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს და მე­ო­რე­ში სხვა, გა­აჩ­ნია, გრუნ­ტი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში არის პრაქ­ტი­კა, როცა სა­დღაც უბან­ში ერთი კვლე­ვა არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მერე ყვე­ლა მშე­ნებ­ლო­ბა იმ ერთ კვლე­ვა­ზე მი­ებ­მე­ბა ხოლ­მე, ეს საკ­მა­ოდ ცუდი პრაქ­ტი­კაა“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ხიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა... მას მასშტაბური ნგრევა რომ არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობები..." - სეისმოლოგი

"ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა... მას მასშტაბური ნგრევა რომ არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობები..." - სეისმოლოგი

სეისმოლოგი - იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობები იწარმოებოდეს - საქართველოში კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მშენებლობები იწარმოებოდეს.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება.

"ჩვენს შემთხვევაში კანონმდებლობა მორღვეულია, მაკონტროლებელი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, რადგან არ აქვს ვალდებულება, დეტალურად შეამოწმოს წარმოდგენილი კვლევები. ჩვენ ვნახეთ, აბსოლუტურად, სხვა უბნისთვის შესრულებული კვლევა, დაკოპირებული სხვა უბანში და ამის საფუძველზე სამშენებლო ნებართვის მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, არა მარტო თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც, ბათუმში და ა.შ. შეიძლება სამშენებლო ნებართვის მიღება ისე, რომ ხარისხიანი კვლევა არ ჩატარდეს“, - განაცხადა სუხიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მეზობელ ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრა საქართველოსთვის პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რა სიმძლავრის მიწისძვრაც არ უნდა მოხდეს მეზობელ ქვეყანაში, მიწისძვრამდე და მის შემდეგაც საქართველოში ხდება მიწისძვრები. ასე, რომ ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს“, - განაცხადა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამის პროგნოზირება რთულია.

"თბილისი იმდენად პატარა ტერიტორიაა, რომ მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი არის ძალიან რთული ადგილი, ცუდი გაგებით მრავალფეროვანი და კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამისთვის არის საჭირო ლოკალური კვლევები და ლოკალური შეფასებები. ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა, გააჩნია, გრუნტი რა მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, თბილისში არის პრაქტიკა, როცა სადღაც უბანში ერთი კვლევა არის ჩატარებული და მერე ყველა მშენებლობა იმ ერთ კვლევაზე მიებმება ხოლმე, ეს საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა“, - განაცხადა სუხიშვილმა.

იხილეთ ასევე: