ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა.
ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიტა მეფარიშვილს თითების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგადაა განვითარებული.
"მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე.
მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან“, - ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ზოგ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.
ასევე იხილეთ:
დავიტ რა უცნაური კითხვაა. რასი დაგჭირდა ამის ცოდნა. ნუ შეახოცავენ ხელს გრინსერვისის დირექტორს!?? კალაძე უნდათ სუფთად გამოიყვანონ...ცუდად დასრულდება ეს ამბავი.
ირიბად ნასროლი ქვით დამტვრეული კოკების ამბავი თუ აქვს წაკითხული კალაძეს? ოცნება ცოტა მწყრალად არის გამსახურდიას შემოქმედებასთან. ხანდახან ირიბი დამნაშავის ბრალი უფრო მეტია ვიდრე დაკავებულების