"ბერლინალეს" კინოფესტივალის გახსნისას, კლიმატის ცვლილების საკითხის აქტივისტმა ქალმა და მამაკაცმა, წითელ ხალიჩაზე თავი მიიწებეს. ისინი გერმანიის მთავრობას და საზოგადოებას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
The Last Generation-ის ჯგუფი, რომელიც პროტესტის უკან დგას, ამბობს, რომ თანამედროვე საზოგადოებას, მთავრობებს, ჯერ კიდევ შეუძლიათ მსოფლიო იმ ჯოჯოხეთს გადაარჩინონ, რასაც კლიმატის ცვლილება გამოიწვევს და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნან.
"თუ რეალობისგან თავის არიდებას განვაგრძობთ, კლიმატის უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს უგულებელვყოფთ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვექნება",- განაცხადა აქტივისტმა, ლიზა ვინკელმანმა.
პროტესტს ბერლინალეს ფესტივალის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია და ცერემონიამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ევროპა არ იყინბა ათობით დახურული ქარხნების და ფაბრიკების ხარჯზე ,მალე ეს ხარჯის ამოეწურებათ
შოლცისა და მისნაირების გადამკიდე, სადაცაა დაყვინთავს გერმანიის და დანარჩენი ევროპის ეკონმიკა და კლიმატსაც ეშველება. რა არის აქ სანერვიულო?!