ავტორი:

TikTok-მა წაშალა საქართველოდან ბოტების ქსელი, რომლებიც უკრაინის ომის შესახებ პრორუსულ პოზიციას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

TikTok-მა წაშალა საქართველოდან ბოტების ქსელი, რომლებიც უკრაინის ომის შესახებ პრორუსულ პოზიციას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

ჩინურმა სოციალურმა ქსელმა TikTok-მა დაბლოკა საქართველოდან ბოტების ქსელი, რომლებიც პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტოები. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობაც 85 ათასს აჭარბებს. ეს ანგარიშები 2022 წლის მესამე კვარტალში დაბლოკეს.

"ჩვენი ინფორმაციით, ქსელი მოქმედებდა საქართველოდან და მათი სამიზნე რუსულენოვანი აუდიტორია იყო, უმეტესად ყაზახეთში, ბელარუსსა და უკრაინაში. ამ ანგარიშების უკან არსებული პირები აზიარებდნენ რუსულენოვან კონტენტს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მათივე ცნობით, ისინი უკრაინაში ომთან დაკავშირებით ავრცელებდნენ პრორუსულ პოზიციას.

TikTok-მა ასევე განაცხადა, რომ დაადგინეს რუსული ბოტების ქსელი, რომელიც გამოიყენებოდა პროპაგანდისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მაცხოვრებელთა შორის. უკრაინაში ომის შესახებ გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ პრორუსული პოლიტიკის შესაბამის ინფორმაციას..

კომპანიამ ასეთი 1686 ანგარიში დაბლოკა. მათ ჰყავდათ 133 000-ზე მეტი გამომწერი.