პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან" - მამების გაზრდილი როლი შვილების აღზრდაში: როგორია სტატისტიკა თანამედროვე საქართველოში?
"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან" - მამების გაზრდილი როლი შვილების აღზრდაში: როგორია სტატისტიკა თანამედროვე საქართველოში?

წლე­ბია რაც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ბავ­შვთა აღ­ზრდა­ში მა­მის როლს სწავ­ლო­ბენ. ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის კვლე­ვე­ბი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უფრო ნა­თე­ლი გახ­დეს თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შვი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ბოლო კვლე­ვე­ბით, ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა გაზ­რდა­ში მა­მის წვლი­ლი დი­დია, უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და ემო­ცი­უ­რად სტა­ბი­ლუ­რე­ბი არი­ან. ასეთ ბავ­შვებს სკო­ლა­ში აქვთ უკე­თე­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მა­მე­ბი ყო­ველ­თვის ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ შვი­ლის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი. შვი­ლე­ბი დიდ­წი­ლად დე­დებს დაჰ­ყავ­დათ ექიმ­თან, სკო­ლა­ში, წრე­ებ­ზე... სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­ვამდყო­ფო­ში მოხ­ვედ­რილ არას­რულ­წლო­ვან­თან დღემ­დე დედა რჩე­ბა ღა­მის გა­სა­თე­ნებ­ლად. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ეს მიდ­გო­მა ნელ-ნელა იც­ვლე­ბა. დი­ლას სკო­ლი­სა და ბა­ღის სი­ახ­ლო­ვეს თუ გა­ივ­ლით, ნა­ხავთ, რომ უამ­რა­ვი მამა მოჰ­ყვე­ბა მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებს სას­კო­ლო ჩან­თით ხელ­ში. ქვე­ყა­ნა­ში შვი­ლის გაზ­რდა­ში მა­მის ჩარ­თუ­ლო­ბის წილი რომ გა­ი­ზარ­და, ამის მა­გა­ლი­თია სა­ი­ტი mshoblebi.ge, რო­მე­ლიც წლე­ბია ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მშობ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტენტს ქმნის.

სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რი შო­რე­ნა ბურ­დი­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­იტ­ზე შე­მომ­სვლელ მა­მა­კაც­თა რი­ცხვი, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 40%-მდე გა­ი­ზარ­და.

"ეს ზრდა ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი არ ყო­ფი­ლა. მა­მა­კაც­თა აუ­დი­ტო­რი­ის წილი Mshoblebi-ge-ს მკი­თხვე­ლებს შო­რის თან­და­თან, წლებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და. როცა სა­ი­ტი შე­იქ­მნა, 2014 წელს, მა­შინ მა­მა­კაც­თა აუ­დი­ტო­რი­ის წილი 10 პრო­ცენტს არ აღე­მა­ტე­ბო­და" - ამ­ბობს შო­რე­ნა.

  1. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ სა­იტ­ზე მამ­რო­ბი­თი სქე­სის წი­ლის ზრდა 2018 წლი­დან და­ი­წყო და ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და. Mshoblebi.ge სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სა­ი­ტია, რო­მელ­მაც მსგავს თე­მებ­ზე წერა და­ი­წყო და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათი აუ­დი­ტო­რი­ის 40% დღეს უკვე მა­მა­კა­ცია.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის უცხო არ არის დე­დე­ბი­სა, ქა­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც ათა­სო­ბით ქა­ლია გა­წევ­რე­ბუ­ლი. ისი­ნი წე­რენ ყო­ველ­დღი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვის აღ­ზრდას მოს­დევს, ორ­სუ­ლო­ბა­ზე, ვირუ­სებ­ზე... ასეთ ჯგუ­ფებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­ნან. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც გახ­ლავთ, რომ ხში­რად ქა­ლე­ბი საკ­მა­ოდ პი­რად და სენ­სი­ტი­ურ თე­მებ­ზეც წე­რენ. შო­რე­ნა ამ­ბობს, რომ დე­დე­ბის ჯგუ­ფებ­ში კა­ცე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვლი­ლია.

"ბოლო დროს აღარ მი­აჩ­ნი­ათ "გმი­რო­ბად" მა­მის მიერ ბავ­შვის მოვ­ლა, გა­მოც­ვლა, ბა­ნა­ო­ბა, ექიმ­თან თუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წაყ­ვა­ნა. თან­და­თან მეტი მო­მა­ვა­ლი მამა ეს­წრე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს და დეკ­რეტ­ში გა­სუ­ლი მა­მე­ბიც გვყავს. ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი შვი­ლის მოვ­ლი­სა თუ აღ­ზრდის პრო­ცეს­ში. იდე­ა­ლურ ბა­ლან­სამ­დე ალ­ბათ მა­ინც ბევ­რი გვიკ­ლია, რად­გან დღე­საც ბევ­რი ოჯა­ხია, სა­დაც ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-აღ­ზრდა კვლავ მხო­ლოდ ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, ტენ­დენ­ცია იც­ვლე­ბა და უკვე მა­მე­ბიც ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან იმ თე­მე­ბით, პრო­დუქ­ტე­ბი­თა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბით, რაც ბავ­შვე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.“

სა­იტ­ზე Mshoblebi.ge-ზე დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს კა­ტე­გო­რია "მამა“, სა­დაც ბევრ აქ­ტი­ურ და სა­მა­გა­ლი­თო მა­მა­ზე წე­რენ. რე­დაქ­ტო­რის თქმით, ამ სტა­ტი­ებს მკი­თხვე­ლიც ბევ­რი ჰყავს.

გი­ორ­გი ლო­რია საიტ kvirispalitra.ge-ს რე­დაქ­ტო­რია. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მამა გახ­და და ამ­ბობს, რომ ამ რო­ლის მო­სარ­გე­ბად ჯერ კი­დევ ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე ემ­ზა­დე­ბო­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­მე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე მა­ინც შვი­ლის ავა­დო­ბის პე­რი­ო­დია. ამ დროს ემო­ცი­უ­რი ფონი იმა­ტებს, რისი გა­კონ­ტრო­ლე­ბაც ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია...

- ჩემი შვი­ლი 9 თვის სრულ­დე­ბა. ვიდ­რე და­ი­ბა­დე­ბო­და, მზა­დე­ბა მა­შინ და­ვი­წყე. ჩა­მოვტვირ­თე რამ­დე­ნი­მე ელ. წიგ­ნი, ვეც­ნო­ბო­დი სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ას. რე­ა­ლუ­რად, ახალ­ბე­და მშობ­ლის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ემ­ზა­დო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ვგუ­ლის­ხმობ, იმას, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე იწყე­ბა უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, ჩვი­ლი ტი­რის, ვერ ხვდე­ბი რა აწუ­ხებს ან/და სურს... თუ წი­ნას­წარ არ ხარ კარ­გად შემ­ზა­დე­ბუ­ლი, მენ­ტა­ლუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუხს ვერ იპო­ვი, რაც აჩენს დაბ­ნე­უ­ლო­ბის, გა­ურ­კვევ­ლო­ბის გან­ცდას.

მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვსურს, აღ­ზრდის პრო­ცეს­ში უმე­ტე­სად ჩვენ ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, პე­რი­ო­დუ­ლად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. დღი­სით ბავ­შვი დე­დას­თა­ნაა, სა­ღა­მო­ო­ბით, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ კი მე ვი­ბა­რებ და ვცდი­ლობ, მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და­ვას­ვე­ნო. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად მი­წევს ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ხედ­ვა და ვა­ტყობ, ბავ­შვსაც აქვს უკვე სმარ­ტფო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, გვერ­დზე ვდებ ტე­ლე­ფონს. ძი­რი­თა­დად ვთა­მა­შობთ და სხვა­დას­ხვა ახალ, ასაკ­თან შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვცდი­ლობ, ჩავ­რთო. ამ თა­მა­შებს თუ აქ­ტი­ვო­ბებს ინ­ტერ­ნეტ­ში ვეც­ნო­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნებ­სა და სა­ხელმღვა­ნე­ლო­ებს ვკი­თხუ­ლობ, რაც საკ­მა­ოდ დიდ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. უქ­მე­ებ­ზე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს პარკში ხე­ტი­ა­ლი, ბავ­შვსაც მოს­წონს და ჩვენც.

არის დღე­ე­ბი, როცა ბავ­შვს ვირუ­სი აქვს, გა­ცივ­და, ამ დროს, მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო ემო­ცი­უ­რი ვარ, მაგ­რამ დროს­თან ერ­თად ვსწავ­ლობ თა­ვის უკეთ კონ­ტროლ­საც. სიმ­შვი­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლი და გა­დამ­დე­ბია, ბავ­შვის­თვი­საც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია ასე­თი გა­რე­მო.

ზო­გა­დად, ჩემ გარ­შე­მო, მე­გობ­რე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უფრო მე­ტად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შვი­ლე­ბის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ამით უკეთ ვეც­ნო­ბით ბავ­შვსაც და სა­კუ­თარ თავ­საც.

გი­ორ­გი და­თაშ­ვი­ლი წლე­ბია რაც "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მე­ნე­ჯე­რია. მისი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებს, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის­თვის დრო ყო­ველ­თვის დარ­ჩეს. გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ შვი­ლის შე­ძე­ნამ­დე ერ­თგვა­რი "პრაქ­ტი­კის" გავ­ლა დის­შვილ­ზე მო­უ­წია.

- მა­რი­ა­მი ახლა 2 წლის არის. მა­ნამ­დეც მქონ­და ბავ­შვთან შე­ხე­ბა, რად­გან 4 წლის დის­შვი­ლი მყავს, ამი­ტომ და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცო­დი რა მე­ლო­და წინ (იღი­მის). თუმ­ცა სულ სხვა გან­ცდაა, როცა სა­კუ­თა­რი შვი­ლის მო­ლო­დინ­ში ხარ. მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­გეთ, რომ შვილს ვე­ლო­დე­ბო­დით, თით­ქმის ყო­ველ­დღე მქონ­და წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ის და რო­გო­რი მამა ვიქ­ნე­ბო­დი მე. ვუ­ყუ­რებ­დი "იუ­თუბ­ზე" ვი­დე­ო­ებს, ვკი­თხუ­ლობ­დი ინ­ტერ­ნეტ­ში გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მინ­დო­და მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბამ­დე რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო პრო­ცე­სი, როცა უკვე მის­თვის ნივ­თე­ბის შე­სარ­ჩე­ვად, სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყეთ. და რა თქმა უნდა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი 9 თვე ის ყო­ფი­ლი­ყო მშვიდ გა­რე­მო­ში, რად­გან ვიცი, რომ ეს პე­რი­ო­დი მის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და.

რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც არ უნდა მი­ვი­დე შინ, მისი და­ნახ­ვა თით­ქოს ყვე­ლა­ნა­ირ სტრესს მიხ­სნის. თან არ მინ­და ბავ­შვმა მხო­ლოდ საქ­მი­ან გა­რე­მო­ში მნა­ხოს, ამი­ტომ სულ ვცდი­ლობ, როცა სახ­ლში ვარ, დრო მას და­ვუთ­მო. რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს ჩემს მე­უღ­ლე­საც და ესეც რომ არ იყოს, ვთვლი, რომ ბავ­შვის აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში ორი­ვე ერ­თნა­ი­რად უნდა ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი, დე­დაც და მა­მაც. თუ ადრე მი­წევს მის­ვლა სახ­ლში, ვცდი­ლობ, გა­ვა­სე­ირ­ნო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რია თბი­ლის­ში "კორ­პუ­სის ბავ­შვე­ბის" ცხოვ­რე­ბა, ძი­რი­თა­დად და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უწევთ ყოფ­ნა. სწო­რედ ამი­ტომ თით­ქმის ყო­ველ­დღე, თუ არ ცივა, გამ­ყავს სა­სე­ირ­ნოდ. ასე­ვე სა­ღა­მოს ვცდი­ლობ მის­თვის სა­სურ­ველ თა­მა­შებ­ში ჩა­ვერ­თო, ვე­სა­უბ­რო, მას­თან ერ­თად ვუ­ყუ­რო ტე­ლე­ვი­ზორს. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა დროს ვა­ტა­რე­ბი­ნებ, სა­ერ­თოდ არ ვა­კა­რებთ ტე­ლე­ფონს. ძა­ლი­ან უყ­ვარს, როცა რა­ი­მე სა­ბავ­შვო წიგნს ვუ­კი­თხავ ან ერ­თად ვათ­ვა­ლი­ე­რებთ სხვა­დას­ხვა ილუსტრი­რე­ბულ წიგ­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის ავა­დო­ბით გა­მოწ­ვე­ულ პა­ნი­კას, ეს თემა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ნაც­ნო­ბია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბი­დან და­მე­წყო, მუ­ცე­ლი რომ სტკი­ო­და და ტი­რო­და, მა­ში­ნაც კი სა­შინ­ლად ვდარ­დობ­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ვკი­თხუ­ლობ­დი ათას ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა უშ­ვე­ლი­და და ზო­გა­დად, რო­დის მორ­ჩე­ბო­და ეს პე­რი­ო­დი. ძა­ლი­ან მი­ჭირს და­ძი­ნე­ბა, როცა გა­ცი­ე­ბუ­ლია, სი­ცხე აქვს... ზოგ­ჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მთე­ლი ღამე ფეხ­ზე ვყო­ფილ­ვარ, ალ­ბათ 40-ჯერ მა­ინც და­მი­ხე­დავს, სუნ­თქვა ხო არ უჭირ­და ან მსგავ­სი რამ. ეს ალ­ბათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. როცა შვი­ლი ჩნდე­ბა, იმ დღი­დან იწყე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას შვი­ლის აღ­ზრდა­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ამ მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა. ხში­რად მო­მის­მე­ნია ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის­გან და მათი თა­ო­ბის ხალ­ხის­გან, რომ მა­მა­კა­ცე­ბი თით­ქმის არ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში და ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ქა­ლებს ჰქონ­დათ. სა­ერ­თოდ, მშობ­ლე­ბის რო­ლე­ბის შე­და­რე­ბა არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. მათ ერთი და იგი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვთ. გო­გოს შემ­თხვე­ვა­ში მამა არის პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ის ამ ქვე­ყა­ნა­ზე იც­ნობს და სწო­რედ ის ხდე­ბა მა­გა­ლი­თი ბევ­რი რა­მის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს უამ­რა­ვი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლია შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში და სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ამ მხრივ აღარ არ­სე­ბობს. "დედა ხარ და მი­ხე­დე" - ეს სი­ტყვე­ბი სა­ერ­თოდ უნდა ამო­ი­ღოს ყვე­ლა კაც­მა ლექ­სი­კო­ნი­დან.

  • და­სას­რულ, მა­მო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი, ეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მა­გა­ლით­ზეც კარ­გად ჩანს. ახალ­ბე­და მა­მე­ბის­თვის ისე­ვე რო­გორც დე­დე­ბის­თვის, ნორ­მა­ლუ­რია ში­შე­ბის, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის და შფოთვის შეგ­რძნე­ბე­ბი. კარ­გია, რო­დე­საც მა­მე­ბი გრძნო­ბენ სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მი­სას მხა­რი და­უ­ჭი­რონ პარტნი­ორს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

სხვა სტატისტიკა უკვე დევს კომენტარებში – საშუალოდ სატატისტიკურით თუ გამოვიყვანთ – რაც წერია უბრალოდ სურვილი უფროა , ვიდრე რეალობა.

vaxo
1

კიდევ ეს უნდათ ქალებს, ისედაც 1 ბავშვს აკეთებენ და ახლა ნახევარ ბავშვზე გადავლენ, მოტივით მეორე ნახევარი შენ გააკეთეო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან" - მამების გაზრდილი როლი შვილების აღზრდაში: როგორია სტატისტიკა თანამედროვე საქართველოში?

"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან" - მამების გაზრდილი როლი შვილების აღზრდაში: როგორია სტატისტიკა თანამედროვე საქართველოში?

წლებია რაც ფსიქოლოგები ბავშვთა აღზრდაში მამის როლს სწავლობენ. ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამის მონაწილეობა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო კვლევებით, ბავშვები, რომელთა გაზრდაში მამის წვლილი დიდია, უფრო თავდაჯერებულები და ემოციურად სტაბილურები არიან. ასეთ ბავშვებს სკოლაში აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება და სოციალური უნარები.

საქართველოში იშვიათი გამონაკლისის გარდა, მამები ყოველთვის ნაკლებად იყვნენ შვილის აღზრდაში ჩართულები. შვილები დიდწილად დედებს დაჰყავდათ ექიმთან, სკოლაში, წრეებზე... საჭიროების შემთხვევაში საავამდყოფოში მოხვედრილ არასრულწლოვანთან დღემდე დედა რჩება ღამის გასათენებლად. თუმცა ბოლო წლებში ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. დილას სკოლისა და ბაღის სიახლოვეს თუ გაივლით, ნახავთ, რომ უამრავი მამა მოჰყვება მცირეწლოვან შვილებს სასკოლო ჩანთით ხელში. ქვეყანაში შვილის გაზრდაში მამის ჩართულობის წილი რომ გაიზარდა, ამის მაგალითია საიტი mshoblebi.ge, რომელიც წლებია ინტერნეტსივრცეში მშობლებისთვის საინტერესო კონტენტს ქმნის.

საიტის რედაქტორი შორენა ბურდილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საიტზე შემომსვლელ მამაკაცთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 40%-მდე გაიზარდა.

"ეს ზრდა ნახტომისებური არ ყოფილა. მამაკაცთა აუდიტორიის წილი Mshoblebi-ge-ს მკითხველებს შორის თანდათან, წლებთან ერთად გაიზარდა. როცა საიტი შეიქმნა, 2014 წელს, მაშინ მამაკაცთა აუდიტორიის წილი 10 პროცენტს არ აღემატებოდა" - ამბობს შორენა.

  1. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საიტზე მამრობითი სქესის წილის ზრდა 2018 წლიდან დაიწყო და ყველაზე სწრაფი ტემპით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. Mshoblebi.ge საქართველოში პირველი საიტია, რომელმაც მსგავს თემებზე წერა დაიწყო და საბედნიეროდ, მათი აუდიტორიის 40% დღეს უკვე მამაკაცია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის უცხო არ არის დედებისა, ქალებისთვის შექმნილი ჯგუფები, სადაც ათასობით ქალია გაწევრებული. ისინი წერენ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომელიც ბავშვის აღზრდას მოსდევს, ორსულობაზე, ვირუსებზე... ასეთ ჯგუფებში მამაკაცები ჯერჯერობით არ ჩანან. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ ხშირად ქალები საკმაოდ პირად და სენსიტიურ თემებზეც წერენ. შორენა ამბობს, რომ დედების ჯგუფებში კაცების მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია.

"ბოლო დროს აღარ მიაჩნიათ "გმირობად" მამის მიერ ბავშვის მოვლა, გამოცვლა, ბანაობა, ექიმთან თუ დაბადების დღეზე წაყვანა. თანდათან მეტი მომავალი მამა ესწრება მშობიარობის პროცესს და დეკრეტში გასული მამებიც გვყავს. ბევრ ცნობილ ადამიანს ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული შვილის მოვლისა თუ აღზრდის პროცესში. იდეალურ ბალანსამდე ალბათ მაინც ბევრი გვიკლია, რადგან დღესაც ბევრი ოჯახია, სადაც ბავშვების მოვლა-აღზრდა კვლავ მხოლოდ ქალის მოვალეობად ითვლება, თუმცა ფაქტია, ტენდენცია იცვლება და უკვე მამებიც ხშირად ინტერესდებიან იმ თემებით, პროდუქტებითა თუ მომსახურებით, რაც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.“

საიტზე Mshoblebi.ge-ზე დიდი ხანია არსებობს კატეგორია "მამა“, სადაც ბევრ აქტიურ და სამაგალითო მამაზე წერენ. რედაქტორის თქმით, ამ სტატიებს მკითხველიც ბევრი ჰყავს.

გიორგი ლორია საიტ kvirispalitra.ge-ს რედაქტორია. რამდენიმე თვეა, რაც მამა გახდა და ამბობს, რომ ამ როლის მოსარგებად ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე ემზადებოდა. ჩვენი რესპონდენტი მამებისთვის განსაკუთრებულად მძიმე მაინც შვილის ავადობის პერიოდია. ამ დროს ემოციური ფონი იმატებს, რისი გაკონტროლებაც ხშირად შეუძლებელია...

- ჩემი შვილი 9 თვის სრულდება. ვიდრე დაიბადებოდა, მზადება მაშინ დავიწყე. ჩამოვტვირთე რამდენიმე ელ. წიგნი, ვეცნობოდი სხვადასხვა სტატიას. რეალურად, ახალბედა მშობლისთვის, მნიშვნელოვანია, მოემზადო ფსიქოლოგიურად. ვგულისხმობ, იმას, რომ ბავშვის დაბადებისთანავე იწყება უძილო ღამეები, ჩვილი ტირის, ვერ ხვდები რა აწუხებს ან/და სურს... თუ წინასწარ არ ხარ კარგად შემზადებული, მენტალურად გაძლიერებული, ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, რაც აჩენს დაბნეულობის, გაურკვევლობის განცდას.

მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, აღზრდის პროცესში უმეტესად ჩვენ ვიყოთ ჩართულები, თუმცა, რა თქმა უნდა, პერიოდულად ბებია-ბაბუებიც გვეხმარებიან. დღისით ბავშვი დედასთანაა, საღამოობით, სამსახურის შემდეგ კი მე ვიბარებ და ვცდილობ, მეუღლე რამდენიმე საათით დავასვენო. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ტელეფონში ჩახედვა და ვატყობ, ბავშვსაც აქვს უკვე სმარტფონის მიმართ ინტერესი, შეძლებისდაგვარად, რამდენიმე საათით, გვერდზე ვდებ ტელეფონს. ძირითადად ვთამაშობთ და სხვადასხვა ახალ, ასაკთან შესაბამის აქტივობებში ვცდილობ, ჩავრთო. ამ თამაშებს თუ აქტივობებს ინტერნეტში ვეცნობი, თანამედროვე გაიდლაინებსა და სახელმღვანელოებს ვკითხულობ, რაც საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. უქმეებზე ძალიან გვიყვარს პარკში ხეტიალი, ბავშვსაც მოსწონს და ჩვენც.

არის დღეები, როცა ბავშვს ვირუსი აქვს, გაცივდა, ამ დროს, მეუღლისგან განსხვავებით, უფრო ემოციური ვარ, მაგრამ დროსთან ერთად ვსწავლობ თავის უკეთ კონტროლსაც. სიმშვიდე აუცილებელი და გადამდებია, ბავშვისთვისაც უფრო კომფორტულია ასეთი გარემო.

ზოგადად, ჩემ გარშემო, მეგობრები შეძლებისდაგვარად უფრო მეტად მონაწილეობენ შვილების აღზრდის პროცესში, რაც მისასალმებელია, ამით უკეთ ვეცნობით ბავშვსაც და საკუთარ თავსაც.

გიორგი დათაშვილი წლებია რაც "პალიტრა მედიაში" სოციალური მედია მენეჯერია. მისი სამუშაო გრაფიკი მარტივი არ არის, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ მცირეწლოვანი შვილისთვის დრო ყოველთვის დარჩეს. გიორგი ამბობს, რომ შვილის შეძენამდე ერთგვარი "პრაქტიკის" გავლა დისშვილზე მოუწია.

- მარიამი ახლა 2 წლის არის. მანამდეც მქონდა ბავშვთან შეხება, რადგან 4 წლის დისშვილი მყავს, ამიტომ დაახლოებით ვიცოდი რა მელოდა წინ (იღიმის). თუმცა სულ სხვა განცდაა, როცა საკუთარი შვილის მოლოდინში ხარ. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ შვილს ველოდებოდით, თითქმის ყოველდღე მქონდა წარმოდგენაში, როგორი იქნებოდა ის და როგორი მამა ვიქნებოდი მე. ვუყურებდი "იუთუბზე" ვიდეოებს, ვკითხულობდი ინტერნეტში გარკვეულ ინფორმაციას. მინდოდა მარიამის დაბადებამდე რაღაცები მესწავლა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო პროცესი, როცა უკვე მისთვის ნივთების შესარჩევად, საყიდლებზე სიარული დავიწყეთ. და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობდი 9 თვე ის ყოფილიყო მშვიდ გარემოში, რადგან ვიცი, რომ ეს პერიოდი მის შემდგომ ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენდა.

როგორი დაღლილიც არ უნდა მივიდე შინ, მისი დანახვა თითქოს ყველანაირ სტრესს მიხსნის. თან არ მინდა ბავშვმა მხოლოდ საქმიან გარემოში მნახოს, ამიტომ სულ ვცდილობ, როცა სახლში ვარ, დრო მას დავუთმო. რთული სამუშაო გრაფიკი აქვს ჩემს მეუღლესაც და ესეც რომ არ იყოს, ვთვლი, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში ორივე ერთნაირად უნდა ვიყოთ ჩართული, დედაც და მამაც. თუ ადრე მიწევს მისვლა სახლში, ვცდილობ, გავასეირნო. მოგეხსენებათ, როგორია თბილისში "კორპუსის ბავშვების" ცხოვრება, ძირითადად დახურულ სივრცეში უწევთ ყოფნა. სწორედ ამიტომ თითქმის ყოველდღე, თუ არ ცივა, გამყავს სასეირნოდ. ასევე საღამოს ვცდილობ მისთვის სასურველ თამაშებში ჩავერთო, ვესაუბრო, მასთან ერთად ვუყურო ტელევიზორს. აქვე აღვნიშნავ, რომ ტელევიზორთან მაქსიმალურად ცოტა დროს ვატარებინებ, საერთოდ არ ვაკარებთ ტელეფონს. ძალიან უყვარს, როცა რაიმე საბავშვო წიგნს ვუკითხავ ან ერთად ვათვალიერებთ სხვადასხვა ილუსტრირებულ წიგნებს.

რაც შეეხება ბავშვის ავადობით გამოწვეულ პანიკას, ეს თემა ჩემთვის ყველაზე ნაცნობია. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მარიამის დაბადებიდან დამეწყო, მუცელი რომ სტკიოდა და ტიროდა, მაშინაც კი საშინლად ვდარდობდი, ვნერვიულობდი. ვკითხულობდი ათას ინფორმაციას, რა უშველიდა და ზოგადად, როდის მორჩებოდა ეს პერიოდი. ძალიან მიჭირს დაძინება, როცა გაციებულია, სიცხე აქვს... ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, მთელი ღამე ფეხზე ვყოფილვარ, ალბათ 40-ჯერ მაინც დამიხედავს, სუნთქვა ხო არ უჭირდა ან მსგავსი რამ. ეს ალბათ ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა შვილი ჩნდება, იმ დღიდან იწყება ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მამების ჩართულობას შვილის აღზრდაში, საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ამ მხრივ ძალიან კარგი სიტუაციაა. ხშირად მომისმენია ჩვენი მშობლებისგან და მათი თაობის ხალხისგან, რომ მამაკაცები თითქმის არ იყვნენ ჩართული ბავშვების აღზრდაში და ძირითადი მოვალეობები ქალებს ჰქონდათ. საერთოდ, მშობლების როლების შედარება არასწორად მიმაჩნია. მათ ერთი და იგივე მნიშვნელობა და მოვალეობები აქვთ. გოგოს შემთხვევაში მამა არის პირველი მამაკაცი, რომელსაც ის ამ ქვეყანაზე იცნობს და სწორედ ის ხდება მაგალითი ბევრი რამის. ძალიან მიხარია, რომ დღეს უამრავი ჩემი ახლობელი მაქსიმალურად ჩართულია შვილების აღზრდაში და სტერეოტიპული მიდგომები ამ მხრივ აღარ არსებობს. "დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები საერთოდ უნდა ამოიღოს ყველა კაცმა ლექსიკონიდან.

  • დასასრულ, მამობა ნამდვილად არ არის მარტივი, ეს ჩვენი რესპონდენტების მაგალითზეც კარგად ჩანს. ახალბედა მამებისთვის ისევე როგორც დედებისთვის, ნორმალურია შიშების, არასრულფასოვნების და შფოთვის შეგრძნებები. კარგია, როდესაც მამები გრძნობენ საჭიროებას, რომ ნებისმიერი პრობლემისას მხარი დაუჭირონ პარტნიორს.