მსახიობ ბრიუს უილისს ფრონტტემპორალური დემენცია აქვს. ამის შესახებ განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახისთვის შვებაა ის, რომ ახლა იციან მისი ზუსტი დიაგნოზი.
67 წლის ბრიუს უილისს გასული წლის გაზაფხულზე აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მეტყველების გართულებას იწვევს.
ოჯახი მსახიობის გულშემატკივრებს წარმოუდგენელი სიყვარულისა და სითბოსთვის მადლობას უხდის. განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ ფრონტტემპორალური დემენცია 60 წლამდე ადამიანებში დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
"დღეს არ არსებობს ამ დაავადების სამკურნალო საშუალება და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში ეს შეიცვლება“, - წერს მსახიობის ოჯახი.
ბრიუს უილისი ცნობილი გახდა 1980-იან 1990-იან წლებში, მას შემდეგ, რაც არაერთ ბლოკბასტერში ითამაშა. პოპულარობა მოუტანა ისეთმა ფილმებმა, როგორებიცაა - Die Hard, The Sixth Sense, Armageddon, Pulp Fiction და სხვები.
ხუთჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე" და ერთხელ მოიგო ფილმისთვის - Moonlighting. სამჯერ იყო წარდგენილი ემის ნომინაციაზე, საიდანაც ორჯერ გამარჯვება მოიპოვა.
მისმა ოჯახმა გასულ წელს განაცხადა, რომ უილისი უარს ამბობდა მსახიობობაზე, რადგან აფაზია გავლენას ახდენდა მის კოგნიტურ შესაძლებლობებზე.