საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს ჯო ბაიდენი აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტებზე?
რას აცხადებს ჯო ბაიდენი  აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტებზე?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს არ გა­აჩ­ნია რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბა იმი­სა, რომ გა­სულ კვი­რას ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი სამი ობი­ექ­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის ჯა­შუ­შუ­რი სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბის პროგ­რა­მას­თან.

”ჩვენ ჯერ არ ვი­ცით ზუს­ტად, რა იყო ეს სამი ობი­ექ­ტი, მაგ­რამ ახლა არა­ფე­რი იძ­ლე­ვა იმის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის ჯა­შუ­შუ­რი სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბის პროგ­რა­მას­თან, ან რომ ისი­ნი იყ­ვნენ სათ­ვალ­თვა­ლო მან­ქა­ნე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან”, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს, რეკ­რე­ა­ცი­ულ ან კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეკუთ­ვნის.

"დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი შე­ფა­სე­ბა არის ის, რომ ეს სამი ობი­ექ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან, რეკ­რე­ა­ცი­ულ ან კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტია, რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ ამინდს ან ატა­რე­ბენ სხვა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს”, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ამას­თან, ჯო ბა­ი­დენ­მა ხაზი გა­უს­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი სამი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი, რო­გორც ჩანს, არა­სა­ზი­ა­ნო იყო, "თუ რო­მე­ლი­მე ობი­ექ­ტი საფრ­თხეს შე­უქ­მნის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბას და და­ცუ­ლო­ბას, მე მას ჩა­მო­ვაგ­დებ“.

ელიბო
0

რაც დაუწერეს იმას აცხადებს თორემ ამას ძან არ ესმოდეს სად რა ჩამოაგდეს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რას აცხადებს ჯო ბაიდენი აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტებზე?

რას აცხადებს ჯო ბაიდენი  აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტებზე?

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე მინიშნება იმისა, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული სამი ობიექტი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან.

”ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად, რა იყო ეს სამი ობიექტი, მაგრამ ახლა არაფერი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან, ან რომ ისინი იყვნენ სათვალთვალო მანქანები სხვა ქვეყნებიდან”, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სამი მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებს ეკუთვნის.

"დაზვერვის სამსახურის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ეს სამი ობიექტი, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან დაკავშირებული საჰაერო ბუშტია, რომლებიც სწავლობენ ამინდს ან ატარებენ სხვა სამეცნიერო კვლევებს”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩამოგდებული სამი მფრინავი ობიექტი, როგორც ჩანს, არასაზიანო იყო, "თუ რომელიმე ობიექტი საფრთხეს შეუქმნის ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას და დაცულობას, მე მას ჩამოვაგდებ“.