მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი თურქეთში, მიწისძვრით დანგრეული არაერთი შენობის კონტრაქტორ ცოლ-ქმარზე: ისინი საქართველოში გაქცევის მცდელობისას დააკავეს - კიდევ ვისზე "ნადირობს" თურქეთის პოლიცია
რა არის ცნობილი თურქეთში, მიწისძვრით დანგრეული არაერთი შენობის კონტრაქტორ ცოლ-ქმარზე: ისინი საქართველოში გაქცევის მცდელობისას დააკავეს - კიდევ ვისზე "ნადირობს" თურქეთის პოლიცია

თურ­ქეთს და­მაგ­რე­ვე­ლი მი­წისძვრის უმ­ძი­მეს შე­დე­გებ­თან უწევს გამ­კლა­ვე­ბა. დან­გრე­უ­ლი ინფრაქტრუქ­ტუ­რა და ათი­ა­თა­სო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი - 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის მსხვერ­პლი უდი­დე­სია.

მაშ­ვე­ლე­ბი ჯერ კი­დევ აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ცდი­ლობს იპო­ვოს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ იყო მი­წისძვრა ასე­თი და­მან­გრე­ვე­ლი, რად­გან ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი სიმ­ძლავ­რე 7.7 მაგ­ნი­ტუდს შე­ად­გენ­და, ასე­თი ნგრე­ვა მა­ინც არ უნდა გა­მო­ეწ­ვია.

მით უფრო, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში არ­სე­ბობს ქა­ლა­ქი, სა­დაც ერთი სახ­ლიც კი არ დან­გრე­უ­ლა.

ქა­ლა­ქი ერ­ზი­ნი, სა­დაც მი­წისძვრას ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია

ასეთ ნგრე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბი, სე­ის­მო­ლო­გე­ბი არას­წო­რად, უხა­რის­ხოდ და დარ­ღვე­ვე­ბით აშე­ნე­ბულ ნა­გე­ბო­ბებს უკავ­ში­რე­ბენ. სწო­რედ ამის გამო თურ­ქე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა 131 პი­რის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცეს, ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მათ შო­რის 12 და­კა­ვე­ბუ­ლია.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან იმ ნა­გე­ბო­ბე­ბის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც მი­წისძვრის დროს და­ინ­გრა. მე­დი­ის ცნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია უფრო მეტი პი­რის და­პა­ტიმ­რე­ბა.

  • კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, თურ­ქი ცოლ-ქმა­რი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ცე­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში ცდი­ლობ­დნენ

სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს ცოლ-ქმა­რი ია­ვუზ ქა­რა­ქუ­ში და მისი მე­უღ­ლე სე­ვი­ლაი ქა­რა­ქუ­ში. ისი­ნი იყ­ვნენ ადი­ა­მან­ში მი­წისძვრის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლი მრა­ვა­ლი შე­ნო­ბის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი და თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გაქ­ცე­ვას გეგ­მავ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს თან ჰქონ­დათ 16 000 დო­ლა­რი და 20 ათა­სი ლირა. აე­რო­პორ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ჩხრე­კა ჩა­ა­ტე­რეს, ცოლ-ქმარს ჩა­უ­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბაც, ხოლო შემ­დეგ იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­კა­ვე­ბის დროს ია­ვუზ ქა­რა­ქუშ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და თქვა, რომ მას სინ­დი­სი სუფ­თა აქვს.

"მე სინ­დი­სი სუფ­თა მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვა­კე­თე. 44 შე­ნო­ბა ავა­შე­ნე, მათ­გან ოთხი და­ინ­გრა, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­სას­თან ია­ვუზ­მა.

ის ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხიც იმ შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც თვი­თონ ააგო.

  • თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, ბე­ქირ ბოზ­და­გის გან­ცხა­დე­ბით, 131 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და საქ­მე ეხე­ბა იმ შე­ნო­ბე­ბის კონ­ტრაქ­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც ვერ გა­უძ­ლეს მი­წისძვრას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქე­თის სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სი შე­ე­სა­ბა­მე­ბა მი­წისძვრის სა­ინ­ჟინ­რო სტან­დარ­ტებს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ღალ­დზე, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად აღ­სრულ­დე­ბა, სწო­რედ ამით ხსნი­ან იმას, რომ ასო­ბით შე­ნო­ბა მი­წისძვრის შე­დე­გად და­ინ­გრა.

  • ცნო­ბის­თვის, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მი­წისძვრის მსხვერ­პლთა რი­ცხვმა 37 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

თურ­ქე­თის კა­ტას­ტრო­ფი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 31 643 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სი­რი­ა­ში კი მი­წისძვრის მსხვერ­პლთა რი­ცხვი 5 714-მდე გა­ი­ზარ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lola
6

კარგიტ რა 8 ბალიან მიწისზვრას რომელი შენობა გადაურჩებოდა! უფალმა დაგვიფაროს!

ლალი
2

ყველა უგზო-უკვლო საქართველოში გამორბის, ჩვენ კი სხვაგან გავრბივართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რა არის ცნობილი თურქეთში, მიწისძვრით დანგრეული არაერთი შენობის კონტრაქტორ ცოლ-ქმარზე: ისინი საქართველოში გაქცევის მცდელობისას დააკავეს - კიდევ ვისზე "ნადირობს" თურქეთის პოლიცია

რა არის ცნობილი თურქეთში, მიწისძვრით დანგრეული არაერთი შენობის კონტრაქტორ ცოლ-ქმარზე: ისინი საქართველოში გაქცევის მცდელობისას დააკავეს - კიდევ ვისზე "ნადირობს" თურქეთის პოლიცია

თურქეთს დამაგრეველი მიწისძვრის უმძიმეს შედეგებთან უწევს გამკლავება. დანგრეული ინფრაქტრუქტურა და ათიათასობით გარდაცვლილი - 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლი უდიდესია.

მაშველები ჯერ კიდევ აგრძელებენ მუშაობას, საზოგადოება კი ცდილობს იპოვოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი, რადგან ექსპერტთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდს შეადგენდა, ასეთი ნგრევა მაინც არ უნდა გამოეწვია.

მით უფრო, რომ სტიქიის ზონაში, ჰათაის პროვინციაში არსებობს ქალაქი, სადაც ერთი სახლიც კი არ დანგრეულა.

ქალაქი ერზინი, სადაც მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია

ასეთ ნგრევას საზოგადოება, ექსპერტები, სეისმოლოგები არასწორად, უხარისხოდ და დარღვევებით აშენებულ ნაგებობებს უკავშირებენ. სწორედ ამის გამო თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 131 პირის დაკავების ორდერი გასცეს, ბოლო ცნობების მიხედვით, მათ შორის 12 დაკავებულია.

დაკავებულებს შორის არიან იმ ნაგებობების კონტრაქტორებიც, რომლებიც მიწისძვრის დროს დაინგრა. მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება.

  • კონტრაქტორები, თურქი ცოლ-ქმარი, რომლებიც გამოქცევას საქართველოში ცდილობდნენ

სტამბოლის აეროპორტში დააკავეს ცოლ-ქმარი იავუზ ქარაქუში და მისი მეუღლე სევილაი ქარაქუში. ისინი იყვნენ ადიამანში მიწისძვრის შედეგად დანგრეული მრავალი შენობის კონტრაქტორები და თურქული მედიის ცნობით, საქართველოში გაქცევას გეგმავდნენ.

დაკავებულებს თან ჰქონდათ 16 000 დოლარი და 20 ათასი ლირა. აეროპორტში სამართალდამცავებმა შესაბამისი პროცედურები და ჩხრეკა ჩაატერეს, ცოლ-ქმარს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმებაც, ხოლო შემდეგ იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავების დროს იავუზ ქარაქუშმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას სინდისი სუფთა აქვს.

"მე სინდისი სუფთა მაქვს, ყველაფერი სწორად გავაკეთე. 44 შენობა ავაშენე, მათგან ოთხი დაინგრა, ყველაფერი რიგზეა“, - განაცხადა პრესასთან იავუზმა.

ის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი ოჯახიც იმ შენობაში ცხოვრობდა, რომელიც თვითონ ააგო.

  • თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაგის განცხადებით, 131 ადამიანის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება და საქმე ეხება იმ შენობების კონტრაქტორებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს მიწისძვრას.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სამშენებლო კოდექსი შეესაბამება მიწისძვრის საინჟინრო სტანდარტებს, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე, მაგრამ იშვიათად აღსრულდება, სწორედ ამით ხსნიან იმას, რომ ასობით შენობა მიწისძვრის შედეგად დაინგრა.

  • ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 5 714-მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: