საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ - მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები
ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ - მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები

ნას­კას ხა­ზე­ბი არის გი­გან­ტუ­რი გე­ოგ­ლი­ფე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც პე­რუს დე­და­ქა­ლაქ ლი­მა­დან სამ­ხრე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში ნას­კას უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მიერ შექ­მნი­ლი და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და სხვა ფორ­მე­ბის და­ნახ­ვა მხო­ლოდ ცი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტო­მაც მისი აღ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ხა­ზე­ბი პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნა­ვის ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან და­ი­ნა­ხეს. მათი მას­შტა­ბე­ბი მარ­თლაც გა­მა­ო­გე­ნებ­ლი იყო. მა­შინ თით­ქმის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი იმ ხალ­ხის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ამ ხა­ზე­ბის შექ­მნის დროს ცხოვ­რობ­და.

80 წელ­ზე მეტი ხნის შეს­წავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გე­ოგ­ლი­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც 1994 წელს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, მკვლე­ვა­რე­ბის­თვის ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლოს წარ­მო­ად­გენს.

  • რა არის ნას­კას ხა­ზე­ბი?

ნას­კას ხა­ზე­ბის სამი ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს: სწო­რი ხა­ზე­ბი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი და ფერ­წე­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

სა­ნა­პი­რო დაბ­ლობ­ზე 800-ზე მეტი სწო­რი ხა­ზია, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 48 კმ სიგ­რძი­საა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს 300-ზე მეტი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც ისეთ ძი­რი­თად ფორ­მებს მო­ი­ცავს, რო­გო­რი­ცაა სამ­კუ­თხე­დე­ბი, ოთხკუ­თხე­დე­ბი და ტრა­პე­ცია, ასე­ვე სპი­რა­ლე­ბი, ის­რე­ბი, ზიგ­ზა­გე­ბი და ტალ­ღო­ვა­ნი ხა­ზე­ბი.

ნას­კას ხა­ზე­ბი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ცხო­ვე­ლი­სა და მცე­ნა­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თის სიგ­რძე 370 მეტრს აღ­წევს. მა­გა­ლი­თე­ბია ობო­ბა, კო­ლიბ­რი, კაქ­ტუ­სი, მა­ი­მუ­ნი, ვე­შა­პი, ლამა, იხვი, ყვა­ვი­ლი, ხე, ხვლი­კი და ძაღ­ლი.

2011 წელს ია­პო­ნურ­მა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა ახა­ლი გე­ოგ­ლი­ფი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, თა­ვის კვე­თის სცე­ნას წარ­მო­ად­გენს. ის 4,2 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 3,1 მეტ­რი სი­გა­ნი­საა, ანუ ბევ­რად უფრო მცი­რეა, ვიდ­რე ნას­კას სხვა ფი­გუ­რე­ბი და ად­ვი­ლად არ ჩანს ზე­მო­დან.

2016 წელს, იმა­ვე გუნ­დმა იპო­ვა კი­დევ ერთი გე­ოგ­ლი­ფი: ის 30 მეტ­რი სიგ­რძი­საა და წარ­მო­ად­გენს მი­თი­ურ არ­სე­ბას, რო­მელ­საც აქვს ბევ­რი ფეხი და ლა­ქე­ბი სხე­ულ­ზე.

  • რო­გორ იქ­მნე­ბო­და ნას­კას ხა­ზე­ბი?

ან­თრო­პო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნას­კას კულ­ტუ­რა - კო­ლუმ­ბამ­დე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აა პე­რუ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რუს სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე ძვ. წ. II - ახ. წ. VI სს–ში. მთა­ვა­რი ქა­ლა­ქი იყო კა­უ­ა­ჩი. ჩა­ვი­ნი­სა და პა­რა­კა­სის კულ­ტუ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ნას­კას ერ­თგვარ "ნი­ნაპ­რე­ბად“ მი­იჩ­ნე­ვა, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი გე­ოგ­ლი­ფი შექ­მნეს.

ნას­კას ხა­ზე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია მდი­ნა­რე რიო გრან­დე დე ნას­კას აუ­ზის დაბ­ლო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 75 000 ჰექ­ტარ­ზე მეტ ფარ­თობს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მშრა­ლი ად­გი­ლია დე­და­მი­წა­ზე.

ხა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია მი­წა­ზე ზე­და­პი­რუ­ლი თხრი­ლით, რომ­ლის სიღ­რმე 10-დან 15 სმ-მდეა. ასე­თი თხრი­ლე­ბი დი­ზა­ი­ნის ნა­წი­ლის­თვის მო­წი­თა­ლო-ყა­ვის­ფე­რი, რკი­ნის ოქ­სი­დით და­ფა­რუ­ლი კენ­ჭე­ბის ამო­ღე­ბით გა­კეთ­და, რომ­ლე­ბიც ნას­კას უდაბ­ნოს ზე­და­პირს ფა­რავს. რო­დე­საც ეს ქვი­შა ამო­ღე­ბუ­ლია, თხრი­ლის ფსკერ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი ღია ფე­რის თი­ხის მიწა მკვეთ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფერს და ტონს მიმ­დე­ბა­რე მი­წის ზე­და­პირ­თან, წარ­მოქ­მნის თვალ­სა­ჩი­ნო ხა­ზებს. ეს ქვე­ფე­ნა შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კირს. დი­ლის ნის­ლის ტე­ნი­ა­ნო­ბით, იგი მკვრივ­დე­ბა და ქმნის დამ­ცავ ფე­ნას, რო­მე­ლიც იცავს ხა­ზებს ქა­რის­გან, რი­თაც ხელს უშ­ლის ერო­ზი­ას. სწო­რედ ამი­ტომ გე­ოგ­ლი­ფე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დად და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი დარ­ჩა.

  • ნას­კას ხა­ზე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი

ტო­რი­ბიო მე­ხია ქსეს­პე, პე­რუ­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი, ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, ვინც 1926 წელს ხა­ზე­ბის სის­ტე­მუ­რი შეს­წავ­ლა და­ი­წყო, მაგ­რამ გე­ოგ­ლი­ფებ­მა ფარ­თო ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რო­დე­საც 1930-იან წლებ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა მის ზე­მოთ გა­დაფ­რე­ნა და­ი­წყეს.

1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 1940-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ამე­რი­კელ­მა ის­ტო­რი­კოს­მა პოლ კო­სოკ­მა შე­ის­წავ­ლა გე­ოგ­ლი­ფე­ბი მი­წი­დან და ჰა­ე­რი­დან. მა­ლე­ვე მან და­ას­კვნა, რომ გე­ოგ­ლი­ფებს ჰქონ­დათ ას­ტრო­ნო­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

მა­ლე­ვე, მა­რია რა­იხ­მა, გერ­მა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა ასე­ვე და­ას­კვნა, რომ დი­ზა­ინს ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი და კა­ლენ­დრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. მას სჯე­რო­და, რომ ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლუ­რი გე­ოგ­ლი­ფი ცაში ვარ­სკვლა­ვე­ბის ჯგუ­ფებს წარ­მო­ად­გენ­და.

თუმ­ცა, 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სხვა მკვლე­ვა­რებ­მა, მათ შო­რის ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ნომ­მა ჯე­რალდ ჰო­კინსმა, შე­ის­წავ­ლეს ნას­კას ხა­ზე­ბი და არ და­ე­თან­ხმნენ გე­ოგ­ლი­ფე­ბის ას­ტრო­ნო­მი­ულ ახ­სნას.

თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ხში­რად შევ­ხვდე­ბით ვა­რა­უდს, რომ ნას­კას ნა­ხა­ზე­ბი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი და ისი­ნი მათ ხო­მალ­დე­ბის ასაფ­რენ-და­საფ­რენ ბი­ლი­კე­ბად იყე­ნებ­დნენ. მაგ­რამ ამ ვა­რა­უ­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აუხ­სნე­ლი რჩე­ბა ის ფაქ­ტი, რომ თუკი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს ვარ­სკვლავთშო­რის სივ­რცე­ებ­ში სი­ნათ­ლის წლე­ბის გა­მოფ­რე­ნა ძა­ლუძთ, რაში სჭირ­დე­ბო­დათ და­ხა­ზუ­ლი ასაფ­რენ-და­საჯ­დო­მი ბი­ლი­კე­ბი.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ნას­კას ხა­ზე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო წყალ­თან, რაც პე­რუს მშრალ მი­წებ­ზე ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გე­ოგ­ლი­ფე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სარ­წყა­ვი სის­ტე­მა ან გზამ­კვლე­ვი წყლის სა­პოვ­ნე­ლად, არა­მედ რო­გორც ღმერ­თე­ბის რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლი - წვი­მის მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ამ თე­ო­რი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­უ­თი­თებს ცხო­ველ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი წვი­მის, წყლის ან ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა და სხვა­დას­ხვა დროს პე­რუს სხვა უძ­ვე­ლეს ად­გი­ლებ­სა და ჭურ­ჭელ­ზე არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

მსოფ­ლი­ოს სხვა რე­ლიქ­ვი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნას­კას ხა­ზე­ბი დიდ­წი­ლად და­ცუ­ლია უნებ­ლიე გა­ნად­გუ­რე­ბის­გან, მათი მდე­ბა­რე­ო­ბის წყა­ლო­ბით. მაგ­რამ გე­ოგ­ლი­ფე­ბი ბოლო წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მა­ინც და­ზი­ან­და:

  • 2009 წელს ძლი­ერ­მა წვი­მამ ნას­კას ხა­ზებს გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლა.
  • ხუთი წლის შემ­დეგ გა­რე­მოს­დაც­ვით­მა ჯგუფ­მა Greenpeace- მა მე­დი­ა­ტუ­რის დროს კო­ლიბ­რის გე­ოგ­ლი­ფის მახ­ლობ­ლად ტე­რი­ტო­რია და­ა­ზი­ა­ნა. აქ­ტი­ვის­ტებ­მა ქა­ნე­ბის ზედა ფენა და­არ­ღვი­ეს.
  • 2018 წელს კი კო­მერ­ცი­უ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი და­ა­კა­ვეს მას შემ­დეგ, რაც ის ნას­კას ხა­ზე­ბის ნა­წილ­ზე გა­და­ვი­და და ღრმა ნა­წი­ბუ­რე­ბი და­ტო­ვა. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლის მიერ მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა, ობი­ექ­ტებ­ზე მეტი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
0

მრავალი უტყუარი მტკიცებულება არსებობს უცხოპლანეტელების არსებობის და ერთერთი მათგანი საქართველოს პარლამენტი და მთავრობაა.

ზურა
6

აბათ წვიმის ,,გამოძახებას" ცდილობდნენ :)

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ - მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები

ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ - მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები

ნასკას ხაზები არის გიგანტური გეოგლიფების კოლექცია, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმადან სამხრეთით, დაახლოებით, 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამხრეთ ამერიკაში ნასკას უძველესი კულტურის მიერ შექმნილი და სხვადასხვა მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ფორმების დანახვა მხოლოდ ციდან დათვალიერების შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომაც მისი აღმოჩენა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, ავიაციის განვითარების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს ხაზები პირველად თვითმფრინავის ილუმინატორიდან დაინახეს. მათი მასშტაბები მართლაც გამაოგენებლი იყო. მაშინ თითქმის არაფერი იყო ცნობილი იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ამ ხაზების შექმნის დროს ცხოვრობდა.

80 წელზე მეტი ხნის შესწავლის მიუხედავად, გეოგლიფები, რომლებიც 1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, მკვლევარებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოს წარმოადგენს.

  • რა არის ნასკას ხაზები?

ნასკას ხაზების სამი ძირითადი ტიპი არსებობს: სწორი ხაზები, გეომეტრიული დიზაინი და ფერწერული გამოსახულებები.

სანაპირო დაბლობზე 800-ზე მეტი სწორი ხაზია, რომელთაგან ზოგიერთი 48 კმ სიგრძისაა. გარდა ამისა, არსებობს 300-ზე მეტი გეომეტრიული დიზაინი, რომელიც ისეთ ძირითად ფორმებს მოიცავს, როგორიცაა სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ტრაპეცია, ასევე სპირალები, ისრები, ზიგზაგები და ტალღოვანი ხაზები.

ნასკას ხაზები ყველაზე ცნობილია, დაახლოებით, 70 ცხოველისა და მცენარის გამოსახულებებით, რომელთაგან ზოგიერთის სიგრძე 370 მეტრს აღწევს. მაგალითებია ობობა, კოლიბრი, კაქტუსი, მაიმუნი, ვეშაპი, ლამა, იხვი, ყვავილი, ხე, ხვლიკი და ძაღლი.

2011 წელს იაპონურმა ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი გეოგლიფი, რომელიც, როგორც ჩანს, თავის კვეთის სცენას წარმოადგენს. ის 4,2 მეტრი სიგრძისა და 3,1 მეტრი სიგანისაა, ანუ ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ნასკას სხვა ფიგურები და ადვილად არ ჩანს ზემოდან.

2016 წელს, იმავე გუნდმა იპოვა კიდევ ერთი გეოგლიფი: ის 30 მეტრი სიგრძისაა და წარმოადგენს მითიურ არსებას, რომელსაც აქვს ბევრი ფეხი და ლაქები სხეულზე.

  • როგორ იქმნებოდა ნასკას ხაზები?

ანთროპოლოგები მიიჩნევენ, რომ ნასკას კულტურა - კოლუმბამდელი ცივილიზაციაა პერუში. გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს სამხრეთ სანაპიროზე ძვ. წ. II - ახ. წ. VI სს–ში. მთავარი ქალაქი იყო კაუაჩი. ჩავინისა და პარაკასის კულტურებმა, რომლებიც ნასკას ერთგვარ "ნინაპრებად“ მიიჩნევა, შესაძლოა, ზოგიერთი გეოგლიფი შექმნეს.

ნასკას ხაზები განლაგებულია მდინარე რიო გრანდე დე ნასკას აუზის დაბლობებში, რომელიც მოიცავს 75 000 ჰექტარზე მეტ ფართობს და ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე.

ხაზების უმეტესობა ჩამოყალიბებულია მიწაზე ზედაპირული თხრილით, რომლის სიღრმე 10-დან 15 სმ-მდეა. ასეთი თხრილები დიზაინის ნაწილისთვის მოწითალო-ყავისფერი, რკინის ოქსიდით დაფარული კენჭების ამოღებით გაკეთდა, რომლებიც ნასკას უდაბნოს ზედაპირს ფარავს. როდესაც ეს ქვიშა ამოღებულია, თხრილის ფსკერზე გამოფენილი ღია ფერის თიხის მიწა მკვეთრად ეწინააღმდეგება ფერს და ტონს მიმდებარე მიწის ზედაპირთან, წარმოქმნის თვალსაჩინო ხაზებს. ეს ქვეფენა შეიცავს დიდი რაოდენობით კირს. დილის ნისლის ტენიანობით, იგი მკვრივდება და ქმნის დამცავ ფენას, რომელიც იცავს ხაზებს ქარისგან, რითაც ხელს უშლის ეროზიას. სწორედ ამიტომ გეოგლიფები საუკუნეების განმავლობაში ძირითადად დაუზიანებელი დარჩა.

  • ნასკას ხაზების დანიშნულება და უცხოპლანეტელები

ტორიბიო მეხია ქსესპე, პერუელი არქეოლოგი, ერთ-ერთი პირველია, ვინც 1926 წელს ხაზების სისტემური შესწავლა დაიწყო, მაგრამ გეოგლიფებმა ფართო ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიიპყრო, როდესაც 1930-იან წლებში ადამიანებმა მის ზემოთ გადაფრენა დაიწყეს.

1930-იანი წლების ბოლოს და 1940-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ისტორიკოსმა პოლ კოსოკმა შეისწავლა გეოგლიფები მიწიდან და ჰაერიდან. მალევე მან დაასკვნა, რომ გეოგლიფებს ჰქონდათ ასტრონომიასთან დაკავშირებული დანიშნულება.

მალევე, მარია რაიხმა, გერმანელმა არქეოლოგმა ასევე დაასკვნა, რომ დიზაინს ასტრონომიული და კალენდრის დანიშნულება ჰქონდა. მას სჯეროდა, რომ ზოგიერთი ცხოველური გეოგლიფი ცაში ვარსკვლავების ჯგუფებს წარმოადგენდა.

თუმცა, 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში, სხვა მკვლევარებმა, მათ შორის ამერიკელმა ასტრონომმა ჯერალდ ჰოკინსმა, შეისწავლეს ნასკას ხაზები და არ დაეთანხმნენ გეოგლიფების ასტრონომიულ ახსნას.

თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ვარაუდს, რომ ნასკას ნახაზები უცხოპლანეტელების მიერაა შექმნილი და ისინი მათ ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად იყენებდნენ. მაგრამ ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ თუკი უცხოპლანეტელებს ვარსკვლავთშორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, რაში სჭირდებოდათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნასკას ხაზების დანიშნულება დაკავშირებული იყო წყალთან, რაც პერუს მშრალ მიწებზე ფუფუნებას წარმოადგენდა. მიიჩნევენ, რომ გეოგლიფები არ გამოიყენებოდა, როგორც სარწყავი სისტემა ან გზამკვლევი წყლის საპოვნელად, არამედ როგორც ღმერთების რიტუალის ნაწილი - წვიმის მოყვანის შესახებ.

ზოგიერთი მეცნიერი ამ თეორიის მტკიცებულებად მიუთითებს ცხოველთა გამოსახულებებს, რომელთაგან ზოგიერთი წვიმის, წყლის ან ნაყოფიერების სიმბოლოა და სხვადასხვა დროს პერუს სხვა უძველეს ადგილებსა და ჭურჭელზე არის აღმოჩენილი.

მსოფლიოს სხვა რელიქვიებისგან განსხვავებით, ნასკას ხაზები დიდწილად დაცულია უნებლიე განადგურებისგან, მათი მდებარეობის წყალობით. მაგრამ გეოგლიფები ბოლო წლებში რამდენჯერმე მაინც დაზიანდა:

  • 2009 წელს ძლიერმა წვიმამ ნასკას ხაზებს გარკვეულწილად მიმართულება შეუცვალა.
  • ხუთი წლის შემდეგ გარემოსდაცვითმა ჯგუფმა Greenpeace- მა მედიატურის დროს კოლიბრის გეოგლიფის მახლობლად ტერიტორია დააზიანა. აქტივისტებმა ქანების ზედა ფენა დაარღვიეს.
  • 2018 წელს კი კომერციული სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ნასკას ხაზების ნაწილზე გადავიდა და ღრმა ნაწიბურები დატოვა. სატვირთო მანქანის მძღოლის მიერ მიყენებულმა ზარალმა, ობიექტებზე მეტი უსაფრთხოებისა და მეთვალყურეობის აუცილებლობა განაპირობა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი