მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე
"ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

"ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ. ჩვენ ღრმად შეშ­ფო­თე­ბულ­ნი ვართ მისი შე­დე­გე­ბით სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, ნედ პრა­ის­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

  • მისი თქმით, აშშ-ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ­გვარ­მა კა­ნონ­მა შე­იძ­ლე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად შე­არ­ყი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია.

"ჩვენ ეს ღრმა შეშ­ფო­თე­ბა პირ­და­პირ გა­მო­ვუ­ცხა­დეთ ჩვენს თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნო­ნი სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას მო­ახ­დენს და გა­ა­ჩუ­მებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ ხმებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მართ.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ­გვარ­მა კა­ნონ­მა შე­იძ­ლე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად შე­არ­ყი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ნედ პრა­ის­მა.

  • მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ ეფუძ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე ამე­რი­კულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას.

"გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ეფუძ­ნე­ბა FARA-ს, აშ­კა­რად მცდა­რია. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­გორც ჩანს, ეფუძ­ნე­ბა რუ­სე­თის და უნ­გრე­თის მსგავს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და არა FARA-ს ან რო­მე­ლი­მე სხვა ამე­რი­კულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ნედ პრა­ის­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის ძალა“ პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტის "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და­ი­ნი­ცი­რე­ბას გეგ­მავს. "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, შე­იქ­მნე­ბა უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის რე­ესტრი, სა­დაც და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ყვე­ლა ის არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პირი და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლე­ბის 20 პრო­ცენტზე მეტი ფი­ნანსდე­ბა უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ. ამას­თან, უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად“ რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, ასე­ვე კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში დეკ­ლა­რა­ცი­ის წა­რუდ­გენ­ლო­ბა 25 000 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

მკითხველის კომენტარები / 128 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოო
2

წუთი-წუთზე გვიღებდით და ჩავშალეთ???

ლია
2

როგორც კობახიძემ დაწერა, ამერიკული კანონი უფრო მკაცრიოაო და მიიღონ ის და სალაპარაკოც არ ექნებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

"ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

"ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვას უპასუხა.

  • მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

"ჩვენ ეს ღრმა შეშფოთება პირდაპირ გამოვუცხადეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს საქართველოს მთავრობაში. შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის მიმართ.

მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

  • მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ ეფუძნება რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.

"განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება FARA-ს, აშკარად მცდარია. ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.