პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, რაზე იმსჯელეს პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო განჩინებას აქვეყნებს
ცნობილია, რაზე იმსჯელეს პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო განჩინებას აქვეყნებს

სა­პატ­რი­არ­ქო წმი­და სი­ნო­დის სხდო­მის გან­ჩი­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სხდო­მა­ზე ექ­ვსი სა­კი­თხი იქნა გან­ხი­ლუ­ლი, მათ შო­რის არის პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვა ჯგუ­ფე­ბის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მღვდელმთავ­რე­ბი და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი, რათა შე­ის­წავ­ლონ სა­კი­თხე­ბი სი­ნო­დი­სათ­ვის წარ­სად­გე­ნად.

  • ნა­ხეთ გან­ჩი­ნე­ბა

"მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით სხდო­მა გახ­სნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, ილია II.სხდო­მის მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი, ამბა ალა­ვერ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თი (მა­ხა­რა­ძე).

1. მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც სა­სუ­ლი­ე­რო პირთ და, მით უმე­ტეს, მღვდელმთავ­რებს აკის­რი­ათ. ით­ქვა, რომ: "ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა და ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი წინსვლი­სათ­ვის, მშვი­დო­ბი­სა და გამ­თლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის“. შემ­დეგ სი­ტყვა გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრეს, მის მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბას, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი).

წმი­და სი­ნო­დის წევ­რე­ბის სა­ხე­ლით მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს მი­უ­ლო­ცა აღ­საყ­დრე­ბი­დან 45 და და­ბა­დე­ბი­დან 90 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღე­ბი და თქვა: - "გა­მოვ­ხა­ტავთ თქვენ წი­ნა­შე შვი­ლებ­რივ სიყ­ვა­რულს და მად­ლო­ბას თქვე­ნი მა­მამ­თავ­რუ­ლი ღვაწ­ლი­სა და შრო­მი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გას­წი­ეთ ეკ­ლე­სი­ის აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა და ერის სუ­ლი­ე­რი აღორ­ძი­ნე­ბი­სათ­ვის.

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის­თვის ამ ურ­თუ­ლე­სი 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლო­ბით და თქვე­ნი სა­მო­ცი­ქუ­ლო მსა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად, ღვთის შე­წევ­ნით, ერის სუ­ლი­ე­რი მოქ­ცე­ვა მოხ­და მე­ო­რედ. გან­სა­კუთ­რე­ბით გვინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნოთ, რომ დღეს ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი მღვდელმთავ­რად თქვე­ნი ხელ­დას­ხმუ­ლია, რაც უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა რო­გორც ჩვე­ნი, ისე სხვა ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და დღეგ­რძე­ლო­ბას და თქვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბას და ჩვე­ნი ერის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას“.

2. შემ­დეგ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­როა შე­იქ­მნას ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მღვდელმთავ­რე­ბი და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი, რათა შე­ის­წავ­ლონ სა­კი­თხე­ბი სი­ნო­დი­სათ­ვის წარ­სად­გე­ნად.

3. სი­ნო­დის სხდო­მამ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ის­მი­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის წი­ნა­და­დე­ბა და და­ად­გი­ნა: - დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა დრო­ე­ბით გა­და­ი­ბა­როს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა; ხოლო მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი (ია­რა­ჯუ­ლი) დარ­ჩეს დმა­ნი­სი­სა და ლორე-ტა­ში­რის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ მღვდელმთავ­რად.

4. სი­ნო­დის სხდო­მა­ზე გან­ხი­ლულ იქნა მა­კე­დო­ნი­ის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კი­თხი. მოხ­სე­ნე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ეს­მა, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძე). მან სი­ნო­დის წევ­რებს გა­აც­ნო სერ­ბე­თის ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რის, უწ­მინ­დე­სი პატ­რი­არ­ქის, პორ­ფი­რეს (პე­რი­ჩი), ჩვენ­და­მი მო­წე­რი­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ "გა­ნი­კურ­ნა სქიზ­მა და აღ­დგე­ნი­ლია ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი კავ­ში­რი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან", და რომ აღ­ნიშ­ნულ ეკ­ლე­სი­ას სერ­ბე­თის პატ­რი­არ­ქმა უბო­ძა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ცნო­ბის ტო­მო­სი. მა­კე­დო­ნი­ის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია, სერ­ბე­თის ეკ­ლე­სი­ის გარ­და, ასე­ვე აღი­ა­რეს რუ­სე­თის, ბულ­გა­რე­თის, რუ­მი­ნე­თი­სა და ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის ეკ­ლე­სი­ებ­მა, ხოლო მას­თან ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბის გა­რე­შე ევ­ქა­რის­ტი­ულ კავ­შირ­ში შე­ვიდ­ნენ შემ­დე­გი ეკ­ლე­სი­ე­ბი: კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის, ან­ტი­ო­ქი­ის, ელა­დი­სა და პო­ლო­ნე­თის.წმი­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა: სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ევ­ქა­რის­ტი­ულ კავ­შირ­ში შე­ვი­დეს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში, რომ­ლის მე­თა­უ­რია უნე­ტა­რე­სი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი სტე­ფა­ნე (ვე­ლი­ა­ნოვ­სკი).

5. გან­ხი­ლულ იქნა რიგ სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­თა წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის შე­სა­ხებ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და მომ­ზა­დე­ბა შემ­დე­გი სი­ნო­დის სხდო­მა­ზე წარ­სად­გე­ნად და­ე­ვა­ლა წმინ­დან­თა კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ კო­მი­სი­ას.

6. წმი­და სი­ნოდ­ზე ისა­უბ­რეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მძი­მე მოვ­ლე­ნებ­ზე, ასე­ვე ომზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს მოჰ­ყვა. აღი­ნიშ­ნა, რომ ომი სა­ში­ნე­ლე­ბა და დიდი ტრა­გე­დი­აა. იღუ­პე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და მე­ომ­რე­ბი, ნად­გურ­დე­ბა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სოფ­ლე­ბი და ქა­ლა­ქე­ბი. ად­გი­ლი აქვს სხვა ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებ­საც, რის გა­მოც გა­მო­ით­ქვა დიდი მწუ­ხა­რე­ბა. ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ლო­ცუ­ლობს და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვი­სათ­ვის; ლო­ცუ­ლობს, რათა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ უფრო სა­ში­ში ხა­სი­ა­თი არ მი­ი­ღოს და, პი­რი­ქით, უფალ­მა უკ­რა­ი­ნა­სა და მსოფ­ლი­ოს მო­ა­ნი­ჭოს მშვი­დო­ბა.

წმი­და სი­ნოდ­მა გა­მო­ხა­ტა მწუ­ხა­რე­ბა თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის გამო და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და და­ღუ­პულ­თა და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
3

რაც თქვენი ვალია უპირველესად- დაქცეული,გაქცეული და გაღარიბებული მოსახლეობა,იმაზე კრინტი მაინც დასძარით.ტყავებში ვეღარ ეტევით უკვე.

Baduri
16

რას ლაპარაკობთ მაგათ სხდომებზე წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი, მაგრამ ჯერ ფიქრობენ, მაგათი 10 წუთი შეკრება მთელ 10 წელს უდრის, ამათ დავით აღმაშენებელი უნდათ კარგად რომ დარეკოს წვერებიდან ბრილიანტები გადმოცვივდებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ცნობილია, რაზე იმსჯელეს პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო განჩინებას აქვეყნებს

ცნობილია, რაზე იმსჯელეს პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო განჩინებას აქვეყნებს

საპატრიარქო წმიდა სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე ექვსი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის არის პატრიარქის ინიციატივა ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ საკითხები სინოდისათვის წარსადგენად.

  • ნახეთ განჩინება

"მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II.სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

1. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

წმიდა სინოდის წევრების სახელით მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღები და თქვა: - "გამოვხატავთ თქვენ წინაშე შვილებრივ სიყვარულს და მადლობას თქვენი მამამთავრული ღვაწლისა და შრომისათვის, რომელიც გასწიეთ ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი აღორძინებისათვის.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ ურთულესი 45 წლის განმავლობაში თქვენი წინამძღოლობით და თქვენი სამოციქულო მსახურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ერის სულიერი მოქცევა მოხდა მეორედ. განსაკუთრებით გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ დღეს ყოველი ჩვენგანი მღვდელმთავრად თქვენი ხელდასხმულია, რაც უნიკალური შემთხვევაა როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას და თქვენი წინამძღოლობით საქართველოს გამთლიანებას და ჩვენი ერის ერთსულოვნებას“.

2. შემდეგ მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ საკითხები სინოდისათვის წარსადგენად.

3. სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

4. სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან", და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის.წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი).

5. განხილულ იქნა რიგ სასულიერო მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვის შესახებ საკითხის შესწავლა და მომზადება შემდეგი სინოდის სხდომაზე წარსადგენად დაევალა წმინდანთა კანონიზაციის მოსამზადებელ კომისიას.

6. წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა.

წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.