ავტორი:

სოფელ კოხნარში მდებარე იუსტიციის სახლი გაქურდეს

სოფელ კოხნარში მდებარე იუსტიციის სახლი გაქურდეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მდებარე იუსტიციის სახლში ქურდობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მძარცველებმა შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატიდან თანხა გაიტანეს. დაზიანებულია იუსტიციის სახლის შენობაც.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.