მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი
სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­სა (სე­მეკ) და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თავ­მჯდო­მა­რემ, ლაშა ლობ­ჯა­ნი­ძემ.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი სე­მეკს გა­უ­წევს მომ­სა­ხუ­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიერ სე­მე­კის სა­ხელ­ზე წარ­დგე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბის, მათ შო­რის კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ სა­ჩივ­რის მი­ღე­ბას. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სე­მე­კის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი წე­რი­ლის მი­ღე­ბა.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის სე­მეკ­თან და კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა.

„სე­მე­კი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, რომ ეტა­პობ­რი­ვად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში. სე­მეკ­სა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით დღემ­დე არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მელ­მაც უფრო მე­ტად გა­ა­მარ­ტი­ვა კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ამ­ჯე­რად, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­და­ტა­ნილ კო­მუ­ნა­ლურ სერ­ვი­სებს ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და­ე­მა­ტა, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სე­მეკ­ში წარ­სად­გე­ნი გან­ცხა­დე­ბი­სა თუ სა­ჩივ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში. რა თქმა უნდა, ამავდრო­უ­ლად, მომ­ხმა­რე­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია უშუ­ა­ლოდ სე­მეკ­საც მო­მარ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება სემეკის მიერ მომზადებული წერილის მიღება.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„სემეკი ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი ძალისხმევით დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც უფრო მეტად გაამარტივა კომუნალური მომსახურებების მიღება. ამჯერად, იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, სემეკში წარსადგენი განცხადებისა თუ საჩივრის ჩაბარება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. რა თქმა უნდა, ამავდროულად, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უშუალოდ სემეკსაც მომართოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

NS