20 წლის რუს სტუდენტ გოგონას, ოლესია კრივცოვას რუსულმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. სტუდენტს ელექტრონული სამაჯური აქვს დამაგრებული და პოლიცია მის ნებისმიერ გადაადგილებას თვალს ადევნებს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, ომის საწინააღმდეგო პოსტები გახდა.
ოლესიას თავდაპირველი პოსტი ანექსირებულ ყირიმში ოქტომბერში აფეთქებულ ხიდს შეეხებოდა. ამას კიდევ რამდენიმე პოსტი მოჰყვა რუსეთ-უკრაინის ომზე და სწორედ აქედან გართულდა მისი ცხოვრება. მას ბრალი ედება "ტერორიზმის გამართლებასა" და "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში."
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სოციალური ქსელის პოსტის გამო შეიძლებოდა პატიმრობა მიესაჯათ ადამიანისთვის. რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი გიჟური განაჩენის შესახებ წამიკითხავს, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი და ჩემი აზრის დაფიქსირებას განვაგრძობდი", - ამბობს ოლესია.
არხანგელსკის უნივერსიტეტის სტუდენტი ახლა რუსეთს ტერორისტებისა და ექსტრემისტების ოფიციალურ სიაში ჰყავს შეყვანილი.
"როცა გავიაზრე, რომ სკოლებში თავდასხმის მომწყობებისა და ისლამისტური დაჯგუფებების წარმომადგენელთა სიაში ვიყავი შეყვანილი, ლამის გავგიჟდი“, - იხსენებს ოლესია.
ოლესიას ფეხზე პრეზიდენტ პუტინის ტატუ აქვს გაკეთებული, მას ობობის ფორმა აქვს და ახლავს წარწერა: "დიდი ძმა გიყურებს“. აღმოჩნდა, რომ დიდი ძმის ნაცვლად, მას თანაკურსელები აკვირდებოდნენ.
"მეგობარმა მაჩვენა ჩათი, სადაც საუბრობდნენ, თუ როგორ ვეწინააღმდეგებოდი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. ამ ხალხის უმეტესობა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ისინი იმაზე მსჯელობდნენ, უნდა ვემხილე თუ არა ხელისუფლებასთან", - ამბობს ოლესია.
BBC-ის სტუდენტების ჩატის ამონარიდები აქვს წარმოდგენილი, სადაც ისინი ასე მსჯელობდნენ: "ჯერ მისი დისკრედიტაცია ვცადოთ, თუ მაინც არ შეიცვლის აზრს, მაშინ უშიშროების სამსახურებმა მიხედონ“, - წერს ერთ-ერთი მათგანი.
მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა და "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო, დაგმო ყველა, ვინც ამ ქმედებას ეწინააღმდეგებოდა, პრეზიდენტმა მათ მოღალატეები უწოდა. რუსეთში ომის მოწინააღმდეგეებს აკავებენ და ასამართლებენ. ასეთი ადამიანები რეპრესიული კანონების მიხედვით, "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა“ და "რუსეთის სამხედრო არმიის დისკრედიტაციისთვის“ ისჯებიან.
ეკატერინაც მის აზრზეა: "სპეციალური ოპერაციის კრიტიკოსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. ხალხმა ტვინი უნდა აამუშაოს. თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ყველა იმ უპირატესობით სარგებლობენ, რასაც ის გვთავაზობს და თუ პატრიოტები არიან, კანონს უნდა დაემორჩილონ.“- ამბობს ეკატერინა.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა