მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6-წლიანი პატიმრობა "ტელეგრამში" გამოქვეყნებული პოსტისთვის - რუსი ჟურნალისტი მარია პონომარენკო ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საპატიებელი არაფერი აქვს
6-წლიანი პატიმრობა "ტელეგრამში" გამოქვეყნებული პოსტისთვის - რუსი ჟურნალისტი მარია პონომარენკო ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საპატიებელი არაფერი აქვს

მა­რია პო­ნო­მა­რენ­კოს, ჟურ­ნა­ლისტს რუ­სე­თის ქა­ლაქ ბარ­ნა­უ­ლი­დან, სა­სა­მარ­თლომ 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ამის მი­ზე­ზი აპ­რილ­ში მა­რი­უ­პო­ლის დრა­მა­ტულ თე­ატრზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტი გახ­და. გარ­და ამი­სა, ქალს ხუთი წლით ეკ­რძა­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

ბარ­ნა­უ­ლის სა­სა­მარ­თლომ RusNews-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო "რუ­სე­თის არ­მი­ის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში“ (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 207.3 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი). მა­რია პო­ნო­მა­რენ­კოს გა­ნა­ჩე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ცე­მამ, სა­დაც ის მუ­შა­ობ­და, ასე­ვე მის­მა ად­ვო­კატ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ნო­მა­რენ­კოს­თვის ცხრაწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯას ითხოვ­და. ქა­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას არ მო­უ­თხო­ვია სა­სა­მარ­თლოს­გან ლმო­ბი­ე­რე­ბა, რად­გან თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. ქალი ამ­ბობს, რომ მას სა­პა­ტი­ე­ბე­ლი არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია, მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლა...

პო­ნო­მა­რენ­კო 2022 წლის აპ­რილ­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი დას­დეს რუ­სე­თის არ­მი­ის შე­სა­ხებ "ყალ­ბი ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში...“ მი­ზე­ზი "ტე­ლეგ­რა­მარხზე "არა ცენ­ზუ­რას“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი იყო, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი ყვე­ბო­და მა­რი­უ­პო­ლის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა­ზე. არხს და­ახ­ლო­ე­ბით 1600 გა­მომ­წე­რი ჰყავს.

რუ­სეთ­მა არა­ერ­თხელ უარ­ყო თე­ატ­რის და­ბომბვა, თუმ­ცა, ის, რომ დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, რო­მელ­საც თავს აფა­რებ­და ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და, ეუ­თო­სა და Amnesty International-ის გა­მო­ძი­ე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

პო­ნო­მა­რენ­კო 2022 წლის აპ­რილ­ში და­ა­კა­ვეს და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ნო­ემ­ბერ­ში კი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ქალი ყო­ფი­ლი ქმრის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და.

იან­ვრის ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი კვლავ და­ა­კა­ვეს. 27 იან­ვრის ღა­მეს ყო­ფილ ქმარ­თან კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც კვლავ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ყო­ფი­ლი ქმა­რი, მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
2

უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და კრეჭვა-ღიმილის ხასიათზე იყოს - პირველად ვნახე...

ხვიჩა
13

კანონი დაურღვევია და რა გასაკვირია, პატიმრობა მიესაჯათ. საერთოდ, ეგეთ თემებს რატომ ავრცელებენ? ამ სტატიის აზრი რა არის, ჟურნალისტის დაჭერა არადემოკრატიულია? თუ სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს, სპეციალობას მნიშვნელობა არ აქვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

6-წლიანი პატიმრობა "ტელეგრამში" გამოქვეყნებული პოსტისთვის - რუსი ჟურნალისტი მარია პონომარენკო ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საპატიებელი არაფერი აქვს

6-წლიანი პატიმრობა "ტელეგრამში" გამოქვეყნებული პოსტისთვის - რუსი ჟურნალისტი მარია პონომარენკო ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საპატიებელი არაფერი აქვს

მარია პონომარენკოს, ჟურნალისტს რუსეთის ქალაქ ბარნაულიდან, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიზეზი აპრილში მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი გახდა. გარდა ამისა, ქალს ხუთი წლით ეკრძალება ჟურნალისტური საქმიანობა.

ბარნაულის სასამართლომ RusNews-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო "რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი). მარია პონომარენკოს განაჩენის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ, სადაც ის მუშაობდა, ასევე მისმა ადვოკატმა დაადასტურეს.

პროკურატურა პონომარენკოსთვის ცხრაწლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვდა. ქალის განცხადებით, მას არ მოუთხოვია სასამართლოსგან ლმობიერება, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ქალი ამბობს, რომ მას საპატიებელი არაფერი ჩაუდენია, მხოლოდ პროფესიული მოვალეობა შეასრულა...

პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალი დასდეს რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ცნობების გავრცელებაში...“ მიზეზი "ტელეგრამარხზე "არა ცენზურას“ გამოქვეყნებული პოსტი იყო, სადაც ჟურნალისტი ყვებოდა მარიუპოლის დრამატულ თეატრში შეკრებილი ადამიანების დაღუპვაზე. არხს დაახლოებით 1600 გამომწერი ჰყავს.

რუსეთმა არაერთხელ უარყო თეატრის დაბომბვა, თუმცა, ის, რომ დრამატული თეატრი, რომელსაც თავს აფარებდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რუსული სარაკეტო დარტყების შედეგად განადგურდა, ეუთოსა და Amnesty International-ის გამოძიებით დასტურდება.

პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ნოემბერში კი შინაპატიმრობით გაათავისუფლეს, ქალი ყოფილი ქმრის ბინაში ცხოვრობდა.

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. 27 იანვრის ღამეს ყოფილ ქმართან კონფლიქტის შემდეგ, ჟურნალისტი პოლიციაში თავად მივიდა, რის შემდეგაც კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მეუღლისგან განსხვავებით, ყოფილი ქმარი, მხარს უჭერს უკრაინაში შეჭრას.