პარტნიორები:
    ავტორი:

    "მეოთხე შვილის დედა ხდებოდა, ჯანმრთელი შემოვიდა სამშობიაროში და..." - ვინ არის ბათუმში გარდაცვლილი მშობიარე და რას ჰყვებიან მისი ახლობლები?

    "მეოთხე შვილის დედა ხდებოდა, ჯანმრთელი შემოვიდა სამშობიაროში და..." - ვინ არის ბათუმში გარდაცვლილი მშობიარე და რას ჰყვებიან მისი ახლობლები?

    ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

    როგორც მისი ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, ქალს ორსულობის პერიოდში არანაირი გართულება არ ჰქონია, ასევე მშობიარობის დღეს თავს კარგად გრძნობდა.

    გარდაცვლილი ქალი პედაგოგი გულისა გაბაიძეა.

    "კლინიკაში თავისი ფეხით შემოვიდა, მთელი დღე კარგად იყო. ყველას "მესენჯერით", ნომრით გვესაუბრებოდა და კარგ ხასიათზე იყო. ამბობენ, მშობიარობის შემდეგ დაიწყო გართულებებიო, ამის შემდეგ ისევ საკეისრო კვეთა გაკეთდა.

    ეს ოპერაცია რომ დასრულდა ისევ საოპერაციოში შეიყვანეს და საღამოს 6 საათიდან ღამის 10 საათამდე არავინ არაფერს ამბობდა. გვითხრეს, საშვილოსნო დაუზიანდაო. ნორმალურად არაფერს გვეუბნებიან.

    მთავარი ის არის, რომ მოვიდა მისი ფეხით, სრულიად ჯანმრთელი. მეოთხე შვილის დედა ხდებოდა. ვინ გასცემს ამ ბავშვებს პასუხს?" - ამბობენ გარდაცვლილი მშობიარეს ახლობლები მედიასთან საუბრისას.