კრემლში აცხადებენ, რომ ნატო ყოველდღიურად ავლენს თავის მტრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში.
"ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ცდილობს მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში”, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, დღეს და ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ელის, რომ შეხვედრაზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი განიხილება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება ხმელეთზე.
"როგორც ხედავთ, მიმდინარეობს დისკუსია თვითმფრინავების საკითხზე, მაგრამ ნება მომეცით დავამატო ორი რამ და ეს არის ის, რომ ერთი არის სიჩქარე, აქტუალობა. რადგან როგორი მოსაზრებაც არ უნდა არსებობდეს თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, ამას დრო დასჭირდება. რაც ახლა საჭიროა, არის უკრაინის მიმართ სასწრაფო მხარდაჭერა. ასე რომ, მთავარი პრიორიტეტი უზრუნველყოფაა, რომ მოკავშირეებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტექნიკის, საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები რაც შეიძლება მალე შეასრულონ, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მოვიდა ნატო. ისე ეშინიათ ამ ნატოსი.
პირველ რიგში თქვენ ხართ ყველას მიმართ მტრულად განწყობილი, რაღა დაგიდევთ და საკუთარი თავის მიმართაც ხართ მტრულად განწყობილი არათუ სხვის მიმართ.. დიახ ყველაფერს რასაც აკეთებთ თქვენ თავსაც ზიანს გაყენებთ, ნუთუ ვერ ხვდებით?! სამწუხაროა და გადაურაეთ ყოველივე თბილი და კარგი რაც იყო ძველი მოგონებები მეგობრულ (და მოძმე) სსრკ–ს ერებს შორის, მათ შორის საუკეთესო სითბო და სიყვარული რუსებთან.. რაოდენ სამწუხაროა.. ნუთუ გონზე არ უნდა მოეგოთ ხალხო, რა ეშმაკი და დემონი შეგიჩნდათ ესეთი?!..