სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება!
საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება!

ბა­კუ­რი­ან­ში ფრის­ტა­ი­ლი, სნო­უ­ბორ­დის და ფრის­კის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 18 თე­ბერ­ვალს გა­იხ­სნე­ბა და 5 მარ­ტის ჩათ­ვლით 42 ქვეყ­ნის სპორ­ტსმენს უმას­პინ­ძლებს. მა­ყუ­რებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ თვა­ლი ადევ­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რივ და ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს, ცნო­ბი­ლი ათ­ლე­ტე­ბის შე­ჯიბრს და უგულ­შე­მატ­კივ­რონ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს დიდ­ვე­ლის და კოხ­ტა-მი­ტარ­ბის ტრა­სებ­ზე.

2023 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარმდგე­ნი კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტია, რო­მე­ლიც უკვე 10 წე­ლია მხარ­ში უდ­გას ზამ­თრის სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას და ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი­ცაა.

„ამ ჩემ­პი­ო­ნატს უდი­დე­სი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის, სპორ­ტის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ჩვენ მი­ვი­ღეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის ყვე­ლა მეს­ვე­უ­რის­გან, სხვა ფე­დე­რა­ცი­ე­ბის­გან ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა. მზა­დე­ბის წლე­ბი და ჩა­დე­ბუ­ლი შრო­მა და­ფას­და. ჩვენ ძა­ლი­ან კარგ ფორ­მა­ში ვხვდე­ბით 2023-ს და შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ ამით. ზამ­თრის სე­ზონს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს ჩვენს კუ­რორ­ტებ­ზე, რაც ტუ­რიზმს გა­ა­ორ­მა­გებს და დიდ სი­კე­თეს მო­უ­ტანს სა­მო­მავ­ლოდ ქვე­ყა­ნას“- გა­ნა­ცხა­და სილ­ქნე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­ჯდო­მა­რემ გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბა 5 წელ­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს. კუ­რორტზე შე­იქ­მნა უახ­ლე­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

„ბა­კუ­რი­ა­ნი 2023-ის მი­მართ დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს. ყვე­ლა ტრა­სა კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ბა­კუ­რი­ან­ში მა­ღა­ლი დო­ნის შე­ჯიბ­რე­ბას ვი­ხი­ლავთ. წინ და­ძა­ბუ­ლი ორი კვი­რა გვე­ლის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გას­ცდეს იმ ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვრებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­პი­ო­ნატს ტრა­დი­ცი­უ­ლად მას­პინ­ძლო­ბენ. ამით ზამ­თრის სპორ­ტი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. იმე­დი მაქვს მო­მა­ვა­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­კუ­რი­ანს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გან­რიგ­ში ხში­რად ვი­ხი­ლავთ“ - გა­ნა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მი­შელ ვი­ონ­მა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის მზა­დე­ბა­ში ჩარ­თულ­მა ყვე­ლა მხა­რემ: სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა, სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ამ და ბიზ­ნეს სექ­ტორ­მა იზ­რუ­ნა, რომ ქვეყ­ნის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ზე­ი­მად ქცე­უ­ლი­ყო. სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ „ჩემ­პი­ო­ნა­ტის სო­ფელ­ში“ გულ­შე­მატ­კი­ვარს და ბა­კუ­რი­ა­ნის სტუმ­რებს ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლის 10 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 22 სა­ა­თამ­დე, 25-ია­ნე­ბის სას­რი­ა­ლო არე­ა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ბავ­შვო-გა­სარ­თო­ბი ვორ­ქშო­პე­ბი, სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რი, სტარ­ტა­პე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, ყვე­ლა სა­შე­ჯიბ­რო დღის ბო­ლოს კი DJ პერ­ფორ­მან­სე­ბი დახ­ვდე­ბა;

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­მახ­სოვ­რო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „ჩემ­პი­ო­ნა­ტის სო­ფელ­ში“ და დიდ­ველ­ზე - სილ­ქნე­ტის სივ­რცე­ში. სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თი კი, რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი, კოხ­ტა­ზე და დიდ­ველ­ზე კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში გა­გი­მას­პინ­ძლდე­ბათ. ერ­თად ვუ­ქო­მა­გოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს!

#Bakuriani2023

#მთაგ­ვა­კავ­ში­რებს

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰიურემ სულთანი
16

გაუგია ვინმეს თურქი, სომეხი, ჩეჩენი, ირანელი მოთხილამურე?! ეს არაა ამ რეგიონის სპორტის სახეობა. ჭიდაობა, ძალოსნობა, კიკბოქსი, ეს სახეობები იქნება მუდამ ყველაზე წარმატებული. ნეტა მორჩებოდეთ თურქული სერიალებივით ევროპელობას. გითხრათ მარია ზახაროვამ, ფრენები მალე იქნებაო. ეგაა ყველაზე მეტი პრასვეტი მომავალი 40 წელი. აბა ომი გინდათ?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება!

საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება!

ბაკურიანში ფრისტაილი, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის სპორტსმენს უმასპინძლებს. მაყურებლები შეძლებენ თვალი ადევნონ ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებს, ცნობილი ათლეტების შეჯიბრს და უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს დიდველის და კოხტა-მიტარბის ტრასებზე.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც უკვე 10 წელია მხარში უდგას ზამთრის სპორტის განვითარებას და ამასთან, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორიცაა.

„ამ ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტის, საზოგადოებრივი ცხოვრების პოზიტიური განვითარებაზე. ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა მესვეურისგან, სხვა ფედერაციებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა. მზადების წლები და ჩადებული შრომა დაფასდა. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023-ს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. ზამთრის სეზონს დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კურორტებზე, რაც ტურიზმს გააორმაგებს და დიდ სიკეთეს მოუტანს სამომავლოდ ქვეყანას“- განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

ჩემპიონატისთვის მზადება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს. კურორტზე შეიქმნა უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა.

„ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს. ყველა ტრასა კარგად არის მომზადებული. ვფიქრობ, ბაკურიანში მაღალი დონის შეჯიბრებას ვიხილავთ. წინ დაძაბული ორი კვირა გველის. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ჩემპიონატს ტრადიციულად მასპინძლობენ. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმედი მაქვს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ“ - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.

ჩემპიონატის მზადებაში ჩართულმა ყველა მხარემ: სახელმწიფო სტრუქტურებმა, სათხილამურო ფედერაციამ და ბიზნეს სექტორმა იზრუნა, რომ ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ზეიმად ქცეულიყო. საგანგებოდ მოწყობილ „ჩემპიონატის სოფელში“ გულშემატკივარს და ბაკურიანის სტუმრებს ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე, 25-იანების სასრიალო არეალის მიმდებარედ, საბავშვო-გასართობი ვორქშოპები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი, სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა, ყველა საშეჯიბრო დღის ბოლოს კი DJ პერფორმანსები დახვდება;

მსოფლიო ჩემპიონატის სამახსოვრო აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ „ჩემპიონატის სოფელში“ და დიდველზე - სილქნეტის სივრცეში. სილქ ჰოსფითალითი კი, როგორც ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი, კოხტაზე და დიდველზე კვების ობიექტებში გაგიმასპინძლდებათ. ერთად ვუქომაგოთ საქართველოში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს!

#Bakuriani2023

#მთაგვაკავშირებს

R