ავტორი:

ჰიუნდაი ავტო საქართველო მომხმარებლებს მე-4 თაობის Tucson N Line-ს პირველად შესთავაზებს

ჰიუნდაი ავტო საქართველო მომხმარებლებს მე-4 თაობის Tucson N Line-ს პირველად შესთავაზებს

თებერვლის ბოლოდან ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ჰიუნდაის ბესტსელერის, მეოთხე თაობის ტუსანის სპორტული N Line მოდელი იქნება ხელმისაწვდომი.

N Line მოდელის შთაგონებად მოტოსპორტი იქცა და, შესაბამისად, სტანდარტული ტუსანისგან განსხვავებით, იგი უფრო მეტად სპორტულ მახასიათებლებზეა ორიენტირებული. მძლავრი ძრავა და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიები შესანიშნავ არჩევანს წარმოადგენს იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც დახვეწილი და სპორტული SUV-ის მართვა სურთ.

ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში წარმოდგენილი Tucson N line აღჭურვილი იქნება ჰიბრიდული ძრავით, HTRAC-ის სრული ამძრაობის (4X4) კომპლექტაციით, ბენზინის 1,6 ლიტრიანი ძრავითა და 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემის კოლოფით. HTRAC სისტემა, ოფროუდ გამავლობის 3 რეჟიმსა (თოვლი, ტალახი, ქვიშა) და სვლის 4 (ეკო, კომფორტი, სპორტი და სმარტი) რეჟიმს აერთიანებს. ამას გარდა, მოდელის თანამედროვე, დახვეწილ ინტერიერსა თუ ექსტერიერში სპორტული ვერსიისთვის დამახასიათებელი შტრიხები და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიებია გამოყენებული.

„ზოგადად, Tucson-ი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მისი სპორტული ვერსია N Line-იც მოსინჯონ და თავად გამოსცადონ ის უნიკალური მახასიათებლები, რომლებსაც ჰიუნდაი დახვეწილი, სპორტული ავტომობილების მოყვარულებს სთავაზობს“, - აცხადებენ ჰიუნდაი ავტო საქართველოში.

Tucson N Line-ის შეძენა ან დაჯავშნა მსურველებს ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში როგორც ნაღდი, ისე უნაღღო ანგარიშსწორებით შეუძლიათ. მოდელის ყიდვა შესაძლებელია სასესხო პროდუქტების გამოყენებითაც.

ჰიუნდაი ავტო საქართველო 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტითაა აღჭურვილი, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაცია მოდელის შესახებ

ექსტერიერი

სტანდარტული Tucson-გან განსხვავებით, N line-ის ექსტერიერი კიდევ უფრო თამამი და სპორტული დეტალებით გამოირჩევა.

Tucson-თვის დამახასიათებელი პარამეტრული დღის მოძრაობის ფარული LED ნათება, შავი ფერის ქრომირებული ცხაურა, სპორტული წინა და უკანა ბამპერები და დახვეწილი N-Line ნიშნები მოდელის სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს. ავტომობილის გვერდითა მხარეს მეტად შთამბეჭდავს ხდის ექსკლუზიურად N Line-ის სპორტული იერისთვის შექმნილი 19-დიუმიანი დისკები, რომლებიც თვალშისაცემი აქცენტებითა და N ლოგოთი გამოირჩევა.

ინტერიერი

სპორტული იერის ხაზგასასმელად, Tucson N Line-ის ინტერიერში მრავლადაა გამოყენებული წითელი ნაკერები და N Line მიმართულების მანიშნებელი N ლოგოები.

დახვეწილ და თანამედროვე ინტერიერს გამოარჩევს:

  • სპორტული სავარძლები, რომლებიც წელის მყარი საყრდენით, მდიდრული ნატისა და ტყავის მასალებით მძღოლის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს;
  • გადაცემათა კოლოფი, რომელიც უკეთესი მოჭიმვისთვისა და მოტოსპორტის კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებისთვის, სპორტული მეტალის აქცენტებით, წითელი ხაზითა და ტყავის ჩანართებითაა გაწყობილი;
  • ტყავით შეფუთული საჭე, რომელსაც N-line ლოგო ამშვენებს.

მართვის დინამიკურ გამოცდილებას აძლიერებს მეტალის სპორტული პედლები, რომლებიც მეტი კონტროლისთვის, ლითონის საფარის მოცურების საწინააღმდეგო მდგრადი რეზინის ბალიშებითაა აღჭურვილი.

ამას გარდა, ინტერიერში გაერთიანებულია მძღოლის დამხმარე:

  • 10.25-დიუმიანი სენსორული მონიტორი;
  • 10.25-დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფა;
  • სრულად სენსორული წინა კონსოლი;
  • 3-ზონიანი კლიმატკონტროლი Multi Air სისტემით;
  • განათება Mood light;
  • 8 USB პორტი ციფრული მოწყობილობებისთვის;
  • Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემა;
  • სწრაფი უსადენო დამტენი;
  • Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერა;
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერება;
  • პანორამული ჭერი.

უსაფრთხოება

უსაფრთხოებისთვის Tucson N-Line-ის ავტომობილში ინტეგრირებულია მე-7 ცენტრალური ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის.

ავტომობილში ინტეგრირებულია ჰიუნდაის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი, რომლის მახასიათებლებია:

  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა;
  • ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი.

მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: hyundai.ge

R