მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები იმსახურებენ შესაძლებლობებს... არ მავიწყდება მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ" - რა თქვა რომის პაპმა საქართველოზე და ქართველებზე
"ქართველები იმსახურებენ შესაძლებლობებს... არ მავიწყდება მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ" - რა თქვა რომის პაპმა საქართველოზე და ქართველებზე

"არ მა­ვი­წყდე­ბა ის მი­წე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ წარ­თმე­უ­ლი გაქვთ", - ამის შე­სა­ხებ პაპ­მა ფრან­ცის­კემ სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უბ­რი­სას, ვა­ტი­კან­ში ვი­ზი­ტად მყოფ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და.

  • პონ­ტი­ფი­კო­სის მი­მარ­თვის სრულ ტექსტს წმინ­და საყ­დრის ნუნ­ციო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მონ­სი­ნი­ორ ჟოზე ავე­ლი­ნო ბე­ტან­კუ­რი ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია აღ­სავ­სეა სიბ­ნე­ლი­დან ნა­თელ­ში გა­დას­ვლის ფაქ­ტე­ბით, რა­მე­თუ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა­სა და გაბრ­წყი­ნე­ბას, მა­ში­ნაც კი როცა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე გა­მუდ­მე­ბით ექ­ცე­ო­და უცხო­ე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ. არ მა­ვი­წყდე­ბა ის მი­წე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ წარ­თმე­უ­ლი გაქვთ. მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი და მა­მა­ცი, სტუმ­რი­სა და სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რე ერი, ყვე­ლა­ზე შავ­ბნელ პე­რი­ო­დებ­შიც კი, სწო­რედ რწმე­ნი­სა და კულ­ტუ­რის წყა­ლო­ბით ინარ­ჩუ­ნებ­და ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბას. ამ მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია როლი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ი­სა, რო­მელ­მაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი ღვაწ­ლი დას­დო ქარ­თვე­ლი ერის კულ­ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ას”, - აღ­ნიშ­ნა პაპ­მა.

  • შეხ­ვედ­რი­სას, კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თვე­ლე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბით და­წყე­ბუ­ლი, იმ­სა­ხუ­რე­ბენ ფარ­თო გზა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“.

პა­პის თქმით­ვე, "ტი­პუ­რი ქარ­თუ­ლი ჰუ­მა­ნიზ­მი, მისი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბი­თა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით, ღირ­სია სა­ყო­ველ­თაო და­ფა­სე­ბი­სა, თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბით, მუ­სი­კით და სხვა გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ფორ­მე­ბით, რომ­ლე­ბიც კი­დევ უფრო გამ­დიდ­რდე­ბა სხვა კულ­ტუ­რებ­თან პა­ტი­ვის­ცე­მით გამ­სჭვა­ლუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად”.

თბი­ლი­სის სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თვი­სას, პაპ­მა ფრან­ცის­კემ გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

  • პონ­ტი­ფი­კო­სის თქმით, "ხში­რად სწო­რედ და­ვი­წყე­ბა და გულ­გრი­ლო­ბა აბ­ნე­ლებს და გა­ნურ­ჩე­ველს ხდის ყო­ვე­ლი­ვეს ირ­გვლივ; ხოლო კულ­ტუ­რა და გა­ნათ­ლე­ბა წარ­სუ­ლის ხსოვ­ნას გვიბ­რუ­ნებს და შუქს ჰფენს აწ­მყოს. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდის და, სა­ერ­თოდ, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზრდის­თვის”.

"რო­გორც შე­ვი­ტყვე, კე­თილ­შო­ბილ ქარ­თულ ენა­ში ტერ­მი­ნი "educazione“ (“აღ­ზრდა”) ჟღერს რო­გორც "გა­ნათ­ლე­ბა“. ეს ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვი­დან "ნა­თე­ლი“ და გუ­ლის­ხმობს უვი­ცო­ბის წყვდი­ა­დი­დან ცოდ­ნის სი­ნათ­ლის­კენ სვლას. აღ­ზრდა თქვე­ნე­ბუ­რად ნათ­ლის­კენ მობ­რუ­ნე­ბაა, გა­ნათ­ლე­ბის სი­ნო­ნი­მია. ეს ძალ­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვია - ბნელ ოთახ­ში სან­თლის ან­თე­ბას ჰგავს; არა­ფე­რი იქ არ­სე­ბუ­ლი არ იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი სა­გა­ნი სხვაგ­ვა­რად წარ­მოჩ­ნდე­ბა. სწო­რედ ასე­თია თქვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის შუ­ა­გულ­ში ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბას მო­ი­აზ­რებს”, - გა­ნა­ცხა­და პაპ­მა ფრან­ცის­კემ.

  • გარ­და ამი­სა, პონ­ტი­ფი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რაც გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა სევ­და შე­მო­აწ­ვე­ბა, მის მუ­სი­კას უს­მენს.

"მახ­სენ­დე­ბა პატ­რი­არ­ქი ილია - დიდი ადა­მი­ა­ნი! როცა სევ­და შე­მო­მაწ­ვე­ბა, მის მუ­სი­კას ვუს­მენ, მის სიმ­ღე­რებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრა­ვო! - ღვთის­კა­ცი, რომ­ლის სა­ხე­საც ჩემს ლოც­ვებ­ში ვა­ტა­რებ და რომ­ლის ძვირ­ფას მუ­სი­კა­ლურ ქმნი­ლე­ბებ­საც შთა­გო­ნე­ბით ვუს­მენ. გულ­ში ვი­ნა­ხავ მას­თან შეხ­ვედ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში, როცა ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვი­დე­ქით, ნიშ­ნად ქრის­ტეს კვარ­თი­სა, რო­მე­ლიც სა­ხა­რე­ბა­ში აღ­წე­რი­ლია, რო­გორც "არა ნა­კე­რი, არა­მედ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნაქ­სო­ვი“ (იო 19, 23) და რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მი­სა­მებრ, ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბას, ქრის­ტეს სხე­ულს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია კა­თო­ლი­კე­ე­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში. არ მა­ვი­წყდე­ბა ჩი­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო, პატ­რი­არ­ქმა ილი­ამ რომ გა­მა­სინ­ჯა - მა­გა­რი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი!“, - დას­ძი­ნა პაპ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეონა
0

საქართლეოს გეო-პოლიტიკური რუქა არის ოდდიგანვე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე. ეს უდაოა და ცხადია. ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები მაგრამ ეს საქართველოა.მათ არავინ აგდებს მაგრამ ჩვენი იურისდიქციაა. არაფარ შუაშია სხვა თუმდაც მეზობელი სახელმწიფოები. მათთან ჩვენ მზობლობა და ვფიქრობ სუყველას მეგობრული საქმიანი ურთიერთონბები გვაწყობს. აუცილებელია შეთანხმება ამის თაობაზე და კიდევ დოკუმენტურად დადასტურება. საქართველო მართალია პატარაა მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ხელშეუხებელი. იმპერიები უნდა იყვნენ თავიანთ ტერიტორიებზე რუსეთი კავკადიონის იქეთ მთავრდება. მსოფლიო ასპარეზზე ყველას გვაწყობს ეკონომიკური მარჟის დასტაბილეტება. ცივილიზავია ასევე ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებშიც ვფიქრობ კარგია. ჩვენ უნდა განვითარდეთ და არ შევწყოტოთ წინსვლა. იტალია ჩვენი მეგობრულად განწყობილი ქვეყანააა. ამავდროულად არსებობს მსგავსება ანუ ადასტურებს წინაპრის ერთობლიობას. ჩვენ უნდა დაიდგეთ ერთმანეთს გვერდით ყველა ობიექტურად, რეალურად და სამართლიანად მოაზროვნე ქვეყნები გვერდით. რათა კაცობრიობა არ გადაშენდეს და გაგრძელდეს ცხოვრება და წინსვლა. ვინაიდან ომში მოგებული არავინაა. ორივე მხარე თუ რამოდენიმე ომობს ყველა წაგებულია რადგან არის დანაკარგები.არ შეილება ჯარისკაცები ან თუნდაც უბრალო ადამიანები შევწიროთ უახროდ აზროვნებას იმის საფუძველზე რომ არის მოძველებული პოლიტიკის მექანიზმი.

მარიამ
2

ვნახოთ,როგორ გადამიხდი კომპენსაციას .... 

 

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ქართველები იმსახურებენ შესაძლებლობებს... არ მავიწყდება მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ" - რა თქვა რომის პაპმა საქართველოზე და ქართველებზე

"ქართველები იმსახურებენ შესაძლებლობებს... არ მავიწყდება მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ" - რა თქვა რომის პაპმა საქართველოზე და ქართველებზე

"არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ", - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტად მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა.

  • პონტიფიკოსის მიმართვის სრულ ტექსტს წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს.

"საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, - აღნიშნა პაპმა.

  • შეხვედრისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ "ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს“.

პაპის თქმითვე, "ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად”.

თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი მიმართვისას, პაპმა ფრანცისკემ განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

  • პონტიფიკოსის თქმით, "ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის”.

"როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი "educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც "განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან "ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წყვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია. ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

  • გარდა ამისა, პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს.

"მახსენდება პატრიარქი ილია - დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! - ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც "არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა - მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, - დასძინა პაპმა.