Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსური დახმარება და ლოჯისტიკური მხარდაჭერა - სოკარი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარება
ფინანსური დახმარება და ლოჯისტიკური მხარდაჭერა - სოკარი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარება

კომ­პა­ნია სო­კარ­მა მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ფონ­დი გახ­სნა, რო­მელ­შიც ამ დრო­ის­თვის 55 მი­ლი­ო­ნი ლი­რაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, ფონ­დის გახ­სნის გარ­და, კომ­პა­ნი­ამ არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­ცეს­ში, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სტა­ტუ­სით, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სო­კა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც.

პირ­ველ რიგ­ში, კომ­პა­ნი­ამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­მაშ­ვე­ლო მან­ქა­ნე­ბის­თვის უფა­სო საწ­ვა­ვი გა­მო­ყო. სო­კა­რი ეხ­მა­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს თუ კომ­პა­ნი­ებ­საც, ვი­საც მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის პრო­დუქ­ტის, ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის გაგ­ზავ­ნა სურს. სო­კა­რის ტერ­მი­ნა­ლი მათ უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ, ტვირ­თის მი­წისძვრის ზო­ნა­ში გაგ­ზავ­ნი­სას, კომ­პა­ნი­ა­სა თუ ფი­ზი­კურ პირს გემ­ზე ჩატ­ვირ­თვის, სახ­მე­ლე­თო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დატ­ვირ­თვი­სა და პორ­ტში კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის და­სა­წყო­ბე­ბის გა­და­სა­ხა­დი არ და­ე­კის­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, სო­კარ­მა დახ­მა­რე­ბის სა­ხით AFAD-ს 6,4 მი­ლი­ო­ნი ლირა, ასო­ცი­ა­ცია AHBAP-ს კი 2 მი­ლი­ო­ნი ლირა ჩა­უ­რი­ცხა. ასე­ვე, კომ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, შეგ­როვ­და 500 ათა­სი ლი­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბაც და მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გა­ეგ­ზავ­ნათ წყა­ლი, ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბი და საბ­ნე­ბი. ალა­ი­ღას რე­გი­ონ­ში მოქ­მედ პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს კი ასე­ვე 500 ათა­სი ლი­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი გა­და­ე­ცა. ამა­ვე რე­გი­ონს მი­ე­წო­და 30 ათა­სი ლიტ­რი დი­ზე­ლის ტი­პის საწ­ვა­ვიც.

მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან SOCAR Turkey-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. ისი­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სტა­ტუ­სით აგ­რო­ვებ­დნენ თან­ხას და, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, AHBAP-ისა და AFAD-ის­თვის 1 მი­ლი­ო­ნი ლირა შე­აგ­რო­ვეს. SOCAR Turkey-ს გუნ­დის წევ­რე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­შიც.

კომ­პა­ნია სო­კა­რი რე­გუ­ლა­რუ­ლად ამა­რა­გებს მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ცხე­ლი და ცივი საკ­ვე­ბით, პუ­რი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. გარ­და ამი­სა, უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას კლი­ნი­კებ­ში.

ამ და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­კა­რი მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გვერ­დში და­უდ­გეს მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო.ხო-ს
1

ნეტავ ყველა თქვენსავით აზროვნებდეს!

კომპანია ,,სოკარის" ყველა თანამშრომელს მადლობა ასეთი ღირსეული წამოწყებისთვის!

ვახო.ხო
2

შეგეწიოთ ღმერთი.ასე უნდა თანადგომა.ჩვენი ბიზნესიც თუ გააქტიურდება კარგი იქნება.მეზობელი ქვეყანაა და ჰუმანიტარული დახმარება უწყვეტად უნდა მიედინებოდეს ახლა თურქეთისკენ.გააქტიურდეს ეკლესია და მოუწოდოს მრევლს შემოწირულობისკენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ფინანსური დახმარება და ლოჯისტიკური მხარდაჭერა - სოკარი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარება

ფინანსური დახმარება და ლოჯისტიკური მხარდაჭერა - სოკარი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარება

კომპანია სოკარმა მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობის ფონდი გახსნა, რომელშიც ამ დროისთვის 55 მილიონი ლირაა მობილიზებული.

თუმცა, ფონდის გახსნის გარდა, კომპანიამ არაერთი აქტივობა დაგეგმა და განახორციელა. პროცესში, მოხალისეების სტატუსით, აქტიურად არიან ჩართულები სოკარის თანამშრომლებიც.

პირველ რიგში, კომპანიამ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ავტომობილებისთვის, ასევე, გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო მანქანებისთვის უფასო საწვავი გამოყო. სოკარი ეხმარება იმ ადამიანებს თუ კომპანიებსაც, ვისაც მიწისძვრით დაზარალებულებისთვის პროდუქტის, ან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს. სოკარის ტერმინალი მათ უფასო მომსახურებას სთავაზობს. კერძოდ, ტვირთის მიწისძვრის ზონაში გაგზავნისას, კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს გემზე ჩატვირთვის, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვისა და პორტში კონტეინერების დასაწყობების გადასახადი არ დაეკისრება.

რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, სოკარმა დახმარების სახით AFAD-ს 6,4 მილიონი ლირა, ასოციაცია AHBAP-ს კი 2 მილიონი ლირა ჩაურიცხა. ასევე, კომპანიის ინიციატივით, შეგროვდა 500 ათასი ლირის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებაც და მიწისძვრით დაზარალებულებს გაეგზავნათ წყალი, ბავშვის საფენები და საბნები. ალაიღას რეგიონში მოქმედ პოლიციის დეპარტამენტს კი ასევე 500 ათასი ლირის ღირებულების სასურსათო პროდუქტები გადაეცა. ამავე რეგიონს მიეწოდა 30 ათასი ლიტრი დიზელის ტიპის საწვავიც.

მიწისძვრით დაზარალებულებს აქტიურად ეხმარებიან SOCAR Turkey-ს თანამშრომლებიც. ისინი მოხალისეების სტატუსით აგროვებდნენ თანხას და, სულ რამდენიმე დღეში, AHBAP-ისა და AFAD-ისთვის 1 მილიონი ლირა შეაგროვეს. SOCAR Turkey-ს გუნდის წევრები ჩართულები არიან სამძებრო-სამაშველო სამუშაოებშიც.

კომპანია სოკარი რეგულარულად ამარაგებს მიწისძვრით დაზარალებულებს ცხელი და ცივი საკვებით, პურითა და მედიკამენტებით. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას კლინიკებში.

ამ და სხვა აქტივობების პარალელურად, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შესაბამისად, გვერდში დაუდგეს მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებს.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"