საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია - მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა" - გიული ალასანია სააკაშვილზე
"ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია - მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა" - გიული ალასანია სააკაშვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველს თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ მის მიერ შექ­მნილ­მა სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა ექი­მებ­მა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში” მო­ი­ნა­ხუ­ლონ.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დედა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას CNN-ის ეთერ­ში გა­სულ კად­რებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა, ვიდ­რე იმ კად­რებ­ზეა ასა­ხუ­ლი.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მათ თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ ეს შეხ­ვედ­რა შემ­დგა­რი­ყო. რაც უფრო ადრე მოხ­დე­ბა, მით უკე­თე­სი. ისე­ვე სუს­ტად არის, რო­გორც ყო­ველ­თვის. ყვე­ლა­ფე­რი უჭირს: სი­ა­რუ­ლი, ჭამა და ა.შ.

ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი კად­რე­ბი გახ­და. CNN - ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი რე­ა­ლო­ბაა, თან ეს 4 ოქ­ტომ­ბრის კად­რე­ბი იყო, ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მძი­მეა. ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნი ცა­რი­ე­ლი ძვა­ლი და ტყა­ვია. მო­შიმ­ში­ლე ავად­მყო­ფე­ბიც კი ასე­თი გამ­ხდრე­ბი არ არი­ან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მო­წამ­ვლა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედ­მა” აჩ­ვე­ნა პა­ტა­რა კად­რე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან მხნედ გა­და­ად­გილ­დე­ბა. რა თქმა უნდა, სჯობ­და კი­ე­ვის კად­რე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, იქ უფრო მხნედ და­ა­ბი­ჯებ­და. იცით რა მიკ­ვირს?! ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით რომ უნ­დათ ეს ადა­მი­ა­ნი აქე­დან არ გა­უშ­ვან. თუ ასე ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ და ასე ძა­ლი­ან უნ­დო­დათ აქ ყო­ფი­ლი­ყო, რა­ტომ ჩა­მო­არ­თვეს ეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?! ძა­ლი­ან მიკ­ვირს”,- გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

კიდევ ახალი პალტო უყიდია...

გივი
1

გიულას მონოლოგზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა.

სვანი შედის ბორდელში. გადაიხადა მოსაკრებელი :) და განმარტოვდა ქალთან. 

ბანოვანი შეუდგა მოვალეობის შესრულებას. კოცნის, ეფერება.

სვანი აღშფოთდა: თუ ეგრე ძალიან გიყვარვარ, ფული რაღატომ გადამახდევინეო. 

:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია - მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია - მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა" - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით მიმართა, რომ მის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა კლინიკა "ვივამედში” მოინახულონ.

ყოფილი პრეზიდენტის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას CNN-ის ეთერში გასულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე იმ კადრებზეა ასახული.

"სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია. მიხეილ სააკაშვილმა მათ თხოვნით მიმართა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი. ისევე სუსტად არის, როგორც ყოველთვის. ყველაფერი უჭირს: სიარული, ჭამა და ა.შ.

ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური კადრები გახდა. CNN - ის მიერ გავრცელებული კადრები რეალობაა, თან ეს 4 ოქტომბრის კადრები იყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმეა. ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესებულია. ფაქტია, რომ ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია. მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა, ინტოქსიკაცია.

"ტელეკომპანია იმედმა” აჩვენა პატარა კადრები, სადაც ძალიან მხნედ გადაადგილდება. რა თქმა უნდა, სჯობდა კიევის კადრები ეჩვენებინათ, იქ უფრო მხნედ დააბიჯებდა. იცით რა მიკვირს?! ყველანაირი ხერხით რომ უნდათ ეს ადამიანი აქედან არ გაუშვან. თუ ასე ძალიან უყვარდათ და ასე ძალიან უნდოდათ აქ ყოფილიყო, რატომ ჩამოართვეს ეს მოქალაქეობა?! ძალიან მიკვირს”,- განაცხადა ალასანიამ.