საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“ - რას ამბობს მერაბიშვილი ივანიშვილზე, სააკაშვილზე და რით არის კმაყოფილი?
"ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“ - რას ამბობს მერაბიშვილი ივანიშვილზე, სააკაშვილზე და რით არის კმაყოფილი?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ცი­ნი­კუ­რი ქმე­დე­ბა, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის მისი მტე­რი და რაც მთა­ვა­რია, ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პუ­ტი­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა "ფე­ი­გინ LIVE“ -ის ეთერ­ში სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სეთს აშე­ნებს“, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ოპო­ზი­ცია, ნე­ბის­მი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კუ­ლია და უა­რეს­დე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ჯი­უ­ტეს ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნებს, რად­გან დიდი ხა­ნია, უკვე არა მხო­ლოდ ჩვენ შე­ვამ­ჩნი­ეთ, არა­მედ ყვე­ლამ მსოფ­ლი­ო­ში, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სეთს აშე­ნებს, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ოპო­ზი­ცია, ნე­ბის­მი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია. მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ როცა ჩვენ­მა პარ­ტი­ამ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წა­ა­გო არ­ჩევ­ნე­ბი, ჩვენ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­და­ვე­ცით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვილს. თუმ­ცა ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო ყვე­ლა ის უბე­დუ­რე­ბა, რაც ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. მე, 6 წლი­სა და 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ჯე­ქი ცი­ხე­ში. ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პრაქ­ტი­კა აქვს: მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ან ცი­ხე­ში უნდა იყოს, ან სა­ზღვარ­გა­რეთ. მის­თვის, ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს, რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს და ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ცი­ნი­კუ­რი ქმე­დე­ბა, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის მისი მტე­რი და რაც მთა­ვა­რია, ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პუ­ტი­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლია და სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ლი­დე­რი იყო, ახლა კი ის აუტ­სა­ი­დე­რი გახ­და და სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო აუ­ა­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

მან პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლას.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და შე­იც­ვა­ლა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. წინა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია იყო პა­სი­უ­რო­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­სა­ცა­ვად არა­აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა, მი­ტინ­გე­ბის მი­მართ პა­სი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ა.შ. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ერთი კვი­რა გა­ვი­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­აღ­წევს იმას, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, თქვენც შე­ამ­ჩნევთ, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვიცი, რომ ეს პარ­ტია და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვენს დი­ას­პო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ადრე, რო­დე­საც ასე­თი აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ძა­ლი­ან პა­სი­უ­რობ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ეს სიბრიყვეში გადასული დეზინფორმაციული დემაგოგია ციხეში გამოგადგება, იქ იდემაგოგებ , მალე ! მთელ საქართველოში მიშას გამოსაყვანი აქციები არ გამართულა, სამაგიეროდ 2012-ში ჩატარდა არჩევნები, შენ რომ ციხეში და მიშა ოდესაში გაგიშვათ !

კ ო მ ბ ლ ე
5

ადამიანს არაფერი ცვლისო? როგორ არ ცვლის, ცვლის! ამბიცია ცვლის.

სირი ივანე, აქამდე პიტალო იყო, ეხლა ნამყენა გადაქცევას ცდილობს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“ - რას ამბობს მერაბიშვილი ივანიშვილზე, სააკაშვილზე და რით არის კმაყოფილი?

"ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“ - რას ამბობს მერაბიშვილი ივანიშვილზე, სააკაშვილზე და რით არის კმაყოფილი?

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული, ცინიკური ქმედება, რადგან ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არის მისი მტერი და რაც მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი მტერი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა "ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“, როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია და უარესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება სიჯიუტეს ბოლომდე ინარჩუნებს, რადგან დიდი ხანია, უკვე არა მხოლოდ ჩვენ შევამჩნიეთ, არამედ ყველამ მსოფლიოში, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს, როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია. მინდა განვაცხადო, რომ როცა ჩვენმა პარტიამ, მიხეილ სააკაშვილმა წააგო არჩევნები, ჩვენ ნებაყოფლობით, დემოკრატიულად გადავეცით ხელისუფლება ივანიშვილს. თუმცა ამის შემდეგ საქართველოში დაიწყო ყველა ის უბედურება, რაც ახლაც გრძელდება. მე, 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში ვიჯექი ციხეში. ივანიშვილს ძალიან მარტივი პრაქტიკა აქვს: მისი მოწინააღმდეგე ან ციხეში უნდა იყოს, ან საზღვარგარეთ. მისთვის, ყველაზე დიდ საფრთხეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილი წარმოადგენს და ახლა სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული, ცინიკური ქმედება, რადგან ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არის მისი მტერი და რაც მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი მტერი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლია და საქართველო ყოველთვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ლიდერი იყო, ახლა კი ის აუტსაიდერი გახდა და სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო აუარესებს საქართველოს მდგომარეობას“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეში შეძლებს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სიტუაციის შეცვლას.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩატარდა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები და შეიცვალა პარტიის ხელმძღვანელობა. წინა ხელმძღვანელობის მიმართ მთავარი პრეტენზია იყო პასიურობა, სააკაშვილის დასაცავად არააქტიური ქმედება, მიტინგების მიმართ პასიური დამოკიდებულება და ა.შ. არჩევნების შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები. დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ვიცი, რომ ეს პარტია დაკავებულია საზღვარგარეთ ჩვენს დიასპორებთან თანამშრომლობით. ადრე, როდესაც ასეთი აქციები იმართებოდა, ქართველი ემიგრანტები ძალიან პასიურობდნენ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.