საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მეშინოდა" - ბახმუტში მებრძოლი "მაესტროს" ნაამბობი მტერზე, ჭაობსა და შობაზე
"იყო მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მეშინოდა" - ბახმუტში მებრძოლი "მაესტროს" ნაამბობი მტერზე, ჭაობსა და შობაზე

ბახ­მუ­ტში, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფრონ­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლად რჩე­ბა, 2022 წლის მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო, მეტ­სა­ხე­ლად "მა­ესტრო“ იბ­რძვის, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს BBC-სთან იმა­ზე, თუ რო­გო­რია სან­გრებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის.

  • პირ­ვე­ლი მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბა

"მა­ესტრო" ხმელ­ნიც­კის რე­გი­ო­ნი­და­ნაა, ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლი, ომამ­დე სულ სხვა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ჭოკ­ზე ხტო­მა­ში ავარ­ჯი­შებ­და მსურ­ვე­ლებს. რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, ცდი­ლობ­და და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­ყო ტე­რი­ტო­რი­ულ თავ­დაც­ვა­ში (TRO), მაგ­რამ ბევ­რი მსურ­ვე­ლი იყო და ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც მისი რიგი მო­დი­ო­და, მე­ო­რე დღის­თვის იბა­რებ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, არ­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა და სწო­რედ ამას მი­იჩ­ნევს სა­კუ­თარ პირ­ველ გა­მარ­ჯვე­ბად.

იმ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო დე­და­ქა­ლაქ­ზე თავ­დას­ხმა, ამი­ტომ მისი ბრი­გა­და იქ იდგა და სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს იცავ­და კი­ევ­ში.

  • რო­გორც მძი­მე ფილმში და­სას­რუ­ლის გა­რე­შე

24 მა­ისს, რო­დე­საც "მა­ესტრო" დო­ნეც­კის ოლ­ქში ჩა­ვი­და, რუ­სე­ბი ჯერ არ იყ­ვნენ ბახ­მუ­ტის სი­ახ­ლო­ვეს და უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­რე­უ­ბან­ში, ქა­ლა­ქი­დან 10 კი­ლო­მეტრში და­ბა­ნაკ­დნენ.

"მას შემ­დეგ თვე­ე­ბი გა­ვი­და, თით­ქოს ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სებ­მა ქა­ლა­ქის­კენ მხო­ლოდ 10-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის გავ­ლა შეძ­ლეს... უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკა­ვე­ბენ ბრძო­ლის ხაზს ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან... გა­ზა­ფხულ­ზე და ზა­ფხუ­ლის პირ­ველ თვე­ში ბრძო­ლე­ბი პლან­ტა­ცი­ებ­სა და ტყე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და", - ამ­ბობს მა­ესტრო.

ივ­ლის­ში, რო­დე­საც კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში რო­ტა­ცი­ა­ზე გაგ­ზავ­ნეს, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და.

"ორი დღის შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ რუ­სე­ბი შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვიდ­ნენ და ის პო­ზი­ცი­ე­ბი, სა­დაც ჩვენ ვი­დე­ქით, დავ­თმეთ... შე­ტე­ვა იყო ჯავ­შან­ტექ­ნი­კით, თვითმფრი­ნა­ვე­ბით, რთუ­ლი იყო შე­კა­ვე­ბა და ბი­ჭებ­მა უკან და­ი­ხი­ეს...“

"მა­ესტრო" მიხ­ვდა, რომ ომში ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისეა, რო­გორც მძი­მე ფილმში.

"მქონ­და მო­მენ­ტი, რო­დე­საც დე­და­მი­წამ ჩემ თავ­ზე და­ი­წყო მსხვრე­ვა. თხრილ­ში ყუმ­ბა­რა დამ­ცავს მოხ­ვდა - მა­ნამ­დე მე­გო­ნა, რომ მსგავ­სი რამ მხო­ლოდ ფილ­მებ­ში მქონ­და ნა­ნა­ხი."

ბახ­მუ­ტის კად­რე­ბი, ხში­რად ახ­სე­ნებს ფილ­მს "რი­გი­თი რა­ი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ ფილ­მი ორი სა­ა­თის შემ­დეგ სრულ­დე­ბა, ნამ­დვილ ომში კი დრო ჩერ­დე­ბა..."

  • და­ბომბვის გან­რი­გი

ყვე­ლა­ფე­რი დი­ლი­დან იწყე­ბა. ღა­მით უფრო სიმ­შვი­დეა. მაგ­რამ თუ ზა­ფხულ­ში და­ბომბვა ყო­ველ ღამე კლე­ბუ­ლობ­და, ზამ­თარ­ში, რო­დე­საც "მა­ესტრო" ბახ­მუ­ტში დაბ­რუნ­და, ჭურ­ვე­ბი გა­მუდ­მე­ბით ცვი­ო­და.

თავ­დაც­ვის ხაზი ყველ­გან ერ­თნა­ი­რი არ არის - სა­დღაც სამ­ხედ­რო­ე­ბი სხე­დან სან­გრებ­ში, სა­დღაც - სახ­ლებ­ში არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი, რად­გან რუ­სე­ბი უკვე ახ­ლოს არი­ან ქა­ლაქთან.

ამ­ბობს, რომ ბახ­მუ­ტის გა­რე­უ­ბან­ში მთლი­ა­ნი არა­ფე­რი დარ­ჩა და ქა­ლაქ­შიც აღარ არ­სე­ბობს და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი სახ­ლი.

ხდე­ბა ისე, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სა და რუ­სე­ბის თხრი­ლებს შო­რის მან­ძი­ლი 50-100 მეტ­რია. ყო­ველ­დღი­უ­რად 15-30 რუსი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გარ­ღვე­ვას და მათ­კენ ავ­ტო­მა­ტე­ბი­თა და ნაღმტყორ­ცნე­ბით მორ­ბის.

ეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში...

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლაქ­ში 6 ათას­ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეა დარ­ჩე­ნი­ლი.

"ადრე ყვე­ლა­ნი ჯავ­შან­ტექ­ნი­კით დავ­რბო­დით, იქვე ჭურ­ვე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი ჩვენს წინ ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­ოდ­ნენ“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლი.

  • ბი­ჭე­ბი

ბახ­მუ­ტში ბევ­რი სიკ­ვდი­ლია...

"რო­დე­საც სა­ო­მარ ზო­ნა­ში მივ­დი­ვარ, ემო­ცი­ებს მთლი­ა­ნად ვთი­შავ, სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნად ვერ შე­ვას­რუ­ლო... არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თან­და­თან, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, გიჟ­დე­ბი­ან“. - ის სა­უბ­რობს ახალ­გაზ­რდა­ზე, ვის­თან ერ­თა­დაც ბახ­მუ­ტში სა­ბძოლ­ვე­ლად წა­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბიჭი მხო­ლოდ 19 წლის იყო, ის ბევრ რა­მე­ში აჯო­ბებ­და 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებს, მაგ­რამ ვერ გა­უძ­ლო, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გაგ­ზავ­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე...“ - ამ­ბობს ის.

  • შობა ჭა­ობ­ში

კი­დევ ერთი რამ, რას­თან შე­გუ­ე­ბაც სამ­ხედ­რო­ებს უჭირთ, ამინ­დია. "ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რა გვა­ში­ნებს უფრო მე­ტად - ჭა­ო­ბი და ყინ­ვა თუ რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლოს არი­ან?" - ხუმ­რობს "მა­ესტრო".

"ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ წვი­მის შემ­დეგ, როცა ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი ჭა­ობ­შია, სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ბრძო­ლის მერე შიში გი­პყრობს, რომ ავ­ტო­მა­ტი გა­ი­ჭე­დე­ბა და ვე­ღარ ის­ვრი“.

შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი 00:00 სა­ათ­ზე ერთ-ერ­თმა მე­თა­ურ­მა რა­ცი­ით მოგ­ვი­ლო­ცა, სა­პა­სუ­ხოდ ჩვენც და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნე­თის­თვის მი­ლოც­ვა რა­ცი­ე­ბით. იმ დღეს სიმ­ღე­რე­ბიც ის­მო­და...

მსგავ­სი ამ­ბა­ვი იყო ახალ წელ­საც, რის შემ­დე­გაც ნაღმტყორ­ცნე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფის მე­თა­ურ­მა გვი­თხრა, - აბა, ახლა რუ­სებს მი­ვუ­ლო­ცო­თო... მარ­თლაც კარ­გად მი­ვუ­ლო­ცეთ, კარ­გა ხანს ვერ მო­ვიდ­ნენ გონ­ზე", - იხ­სე­ნებს სამ­ხედ­რო.

  • "აკორ­დე­ო­ნი“

"მა­ესტრო" ამ­ბობს, რომ 24-სა­ა­თი­ა­ნი საბ­რძო­ლო ცვლის შემ­დეგ, მხო­ლოდ ძილი შე­უძ­ლია, მაგ­რამ ად­რე­ნა­ლი­ნი დიდ­ხანს არ ტო­ვებს და და­ძი­ნე­ბა უჭირს. ასეთ მო­მენ­ტებ­ში იღებს აკორ­დე­ონს, რო­მე­ლიც მე­თა­უ­რის თხოვ­ნით ჩა­ი­ტა­ნა ბახ­მუ­ტში და იწყებს დაკ­ვრას.

  • ეკ­ლე­სია ტყე­ში

ახლა "მა­ესტრო" დრო­ე­ბით სახ­ლშია და­სას­ვე­ნებ­ლად. ტე­ლე­ფონ­ზე BBC-ს სან­გრებ­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, მის გვერ­დით ქა­ლიშ­ვი­ლი თა­მა­შობს.

"იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­თან ვა­ღი­ა­რე, რომ მე­ში­ნო­და", - ამ­ბობს მებ­რძო­ლი და შემ­დეგ სთხოვს ბავ­შვს, აი­ღოს სა­თა­მა­შო­ე­ბი და ცოტა ხნით სხვა ოთახ­ში გა­ვი­დეს.

"ერთ დღეს, რო­დე­საც ალ­ყა­ში მოგ­ვაქ­ცი­ეს, ლოც­ვა და­ვი­წყე. შემ­დეგ გა­მახ­სენ­და მე­თა­უ­რის მი­თი­თე­ბე­ბი - შე­იძ­ლე­ბა შე­გე­შინ­დეს, მაგ­რამ უკან არ და­ი­ხი­ოო... ხში­რად ვლო­ცუ­ლობ სან­გარ­ში... მჯე­რა, რომ არ­სე­ბობს ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბი და რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვი არ არის..."

ერთხელ, უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე ვერ ხსნის. დი­ლის 3-4 სა­ა­თი იყო, თით­ქმის ერთი დღე ეძი­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით 20 მეტრში ტყე­ში ეკ­ლე­სია და­ი­ნა­ხა.

"ვი­ფიქ­რე, რომ ისევ ძილ­ბუ­რან­ში ვი­ყა­ვი, თავი რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­და­ვაქ­ნიე, მაგ­რამ ისევ ჩან­და... გუმ­ბა­თებს, კარს, ფან­ჯრებს ვუ­ყუ­რებ­დი. უბ­რა­ლოდ, ვი­დე­ქი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შევ­ცქე­რო­დი, თან ვფიქ­რობ­დი, ეს რას ნიშ­ნავ­და?"

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მიხ­ვდა, რომ ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ძილ-ღვი­ძი­ლის სა­ზღვარ­ზე და­ი­ნა­ხა, მის სახ­ლთან მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ას ჰგავ­და.

"მა­ესტრო" ემ­ზა­დე­ბა, მალე ბახ­მუ­ტში მე­სა­მედ წავა...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

სიკვდილის შიში ყველა ადამიანშია,მაგრამ მორწმუნეში ნაკლებად,თუმცა ომები უნდა შეჩერდეს,რადგან არ ღირს ,ჭამა ერთმანეთის მიწისთვის ,რადგან ალექსანდრე მაკედონელმა,რომელმაც თითქმის მსოფლიო დაიპყრო რა წაიღო 2 მეტრ მიწაში დაფლეს.ჯობს ადამიანებმა დედამიწას მივხედოთ

დდდ
137

ჩაძაღლდით მანდ. აქ არ ჩამოეთრეთ

ავტორი:

"იყო მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მეშინოდა" - ბახმუტში მებრძოლი "მაესტროს" ნაამბობი მტერზე, ჭაობსა და შობაზე

"იყო მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მეშინოდა" - ბახმუტში მებრძოლი "მაესტროს" ნაამბობი მტერზე, ჭაობსა და შობაზე

ბახმუტში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, 2022 წლის მაისიდან მოყოლებული უკრაინელი სამხედრო, მეტსახელად "მაესტრო“ იბრძვის, რომელიც გულწრფელად საუბრობს BBC-სთან იმაზე, თუ როგორია სანგრებში გატარებული დღეები უკრაინელი სამხედროებისთვის.

  • პირველი მცირე გამარჯვება

"მაესტრო" ხმელნიცკის რეგიონიდანაა, ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი მებრძოლი, ომამდე სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. ჭოკზე ხტომაში ავარჯიშებდა მსურველებს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცდილობდა დარეგისტრირებულიყო ტერიტორიულ თავდაცვაში (TRO), მაგრამ ბევრი მსურველი იყო და ყოველ ჯერზე, როდესაც მისი რიგი მოდიოდა, მეორე დღისთვის იბარებდნენ. საბოლოოდ, არმიაში ჩაირიცხა და სწორედ ამას მიიჩნევს საკუთარ პირველ გამარჯვებად.

იმ პერიოდში მოსალოდნელი იყო დედაქალაქზე თავდასხმა, ამიტომ მისი ბრიგადა იქ იდგა და სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტებს იცავდა კიევში.

  • როგორც მძიმე ფილმში დასასრულის გარეშე

24 მაისს, როდესაც "მაესტრო" დონეცკის ოლქში ჩავიდა, რუსები ჯერ არ იყვნენ ბახმუტის სიახლოვეს და უკრაინელი სამხედროები გარეუბანში, ქალაქიდან 10 კილომეტრში დაბანაკდნენ.

"მას შემდეგ თვეები გავიდა, თითქოს ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მეორე მხრივ, მაისიდან მოყოლებული, რუსებმა ქალაქისკენ მხოლოდ 10-კილომეტრიანი დისტანციის გავლა შეძლეს... უკრაინელი სამხედროები აკავებენ ბრძოლის ხაზს ქალაქის მისადგომებთან... გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ თვეში ბრძოლები პლანტაციებსა და ტყეებში მიმდინარეობდა", - ამბობს მაესტრო.

ივლისში, როდესაც კიევის რეგიონში როტაციაზე გაგზავნეს, ძალიან ნერვიულობდა.

"ორი დღის შემდეგ გვითხრეს, რომ რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ და ის პოზიციები, სადაც ჩვენ ვიდექით, დავთმეთ... შეტევა იყო ჯავშანტექნიკით, თვითმფრინავებით, რთული იყო შეკავება და ბიჭებმა უკან დაიხიეს...“

"მაესტრო" მიხვდა, რომ ომში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მძიმე ფილმში.

"მქონდა მომენტი, როდესაც დედამიწამ ჩემ თავზე დაიწყო მსხვრევა. თხრილში ყუმბარა დამცავს მოხვდა - მანამდე მეგონა, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი."

ბახმუტის კადრები, ხშირად ახსენებს ფილმს "რიგითი რაიანის გადასარჩენად, მაგრამ ფილმი ორი საათის შემდეგ სრულდება, ნამდვილ ომში კი დრო ჩერდება..."

  • დაბომბვის განრიგი

ყველაფერი დილიდან იწყება. ღამით უფრო სიმშვიდეა. მაგრამ თუ ზაფხულში დაბომბვა ყოველ ღამე კლებულობდა, ზამთარში, როდესაც "მაესტრო" ბახმუტში დაბრუნდა, ჭურვები გამუდმებით ცვიოდა.

თავდაცვის ხაზი ყველგან ერთნაირი არ არის - სადღაც სამხედროები სხედან სანგრებში, სადღაც - სახლებში არიან გამაგრებულები, რადგან რუსები უკვე ახლოს არიან ქალაქთან.

ამბობს, რომ ბახმუტის გარეუბანში მთლიანი არაფერი დარჩა და ქალაქშიც აღარ არსებობს დაუზიანებელი სახლი.

ხდება ისე, რომ უკრაინელებისა და რუსების თხრილებს შორის მანძილი 50-100 მეტრია. ყოველდღიურად 15-30 რუსი ცდილობს უკრაინული პოზიციების გარღვევას და მათკენ ავტომატებითა და ნაღმტყორცნებით მორბის.

ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში...

ბოლო მონაცემებით, ქალაქში 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.

"ადრე ყველანი ჯავშანტექნიკით დავრბოდით, იქვე ჭურვები დაფრინავდნენ, ადგილობრივები კი ჩვენს წინ ველოსიპედით დადიოდნენ“, - ამბობს უკრაინელი მებრძოლი.

  • ბიჭები

ბახმუტში ბევრი სიკვდილია...

"როდესაც საომარ ზონაში მივდივარ, ემოციებს მთლიანად ვთიშავ, სხვანაირად შეიძლება საბრძოლო დავალება ეფექტიანად ვერ შევასრულო... არსებობენ ადამიანები, რომლებიც თანდათან, გაუცნობიერებლად, გიჟდებიან“. - ის საუბრობს ახალგაზრდაზე, ვისთან ერთადაც ბახმუტში საბძოლველად წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მხოლოდ 19 წლის იყო, ის ბევრ რამეში აჯობებდა 40 წელს გადაცილებულებს, მაგრამ ვერ გაუძლო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს ექსპერტიზაზე...“ - ამბობს ის.

  • შობა ჭაობში

კიდევ ერთი რამ, რასთან შეგუებაც სამხედროებს უჭირთ, ამინდია. "ხანდახან ვფიქრობ, რა გვაშინებს უფრო მეტად - ჭაობი და ყინვა თუ რუსები, რომლებიც ახლოს არიან?" - ხუმრობს "მაესტრო".

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ წვიმის შემდეგ, როცა ირგვლივ ყველაფერი ჭაობშია, საათნახევრიანი ბრძოლის მერე შიში გიპყრობს, რომ ავტომატი გაიჭედება და ვეღარ ისვრი“.

შობის დღესასწაული 00:00 საათზე ერთ-ერთმა მეთაურმა რაციით მოგვილოცა, საპასუხოდ ჩვენც დავიწყეთ ერთმანეთისთვის მილოცვა რაციებით. იმ დღეს სიმღერებიც ისმოდა...

მსგავსი ამბავი იყო ახალ წელსაც, რის შემდეგაც ნაღმტყორცნების ქვედანაყოფის მეთაურმა გვითხრა, - აბა, ახლა რუსებს მივულოცოთო... მართლაც კარგად მივულოცეთ, კარგა ხანს ვერ მოვიდნენ გონზე", - იხსენებს სამხედრო.

  • "აკორდეონი“

"მაესტრო" ამბობს, რომ 24-საათიანი საბრძოლო ცვლის შემდეგ, მხოლოდ ძილი შეუძლია, მაგრამ ადრენალინი დიდხანს არ ტოვებს და დაძინება უჭირს. ასეთ მომენტებში იღებს აკორდეონს, რომელიც მეთაურის თხოვნით ჩაიტანა ბახმუტში და იწყებს დაკვრას.

  • ეკლესია ტყეში

ახლა "მაესტრო" დროებით სახლშია დასასვენებლად. ტელეფონზე BBC-ს სანგრებში ცხოვრების შესახებ უყვება, მის გვერდით ქალიშვილი თამაშობს.

"იყო მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მეშინოდა", - ამბობს მებრძოლი და შემდეგ სთხოვს ბავშვს, აიღოს სათამაშოები და ცოტა ხნით სხვა ოთახში გავიდეს.

"ერთ დღეს, როდესაც ალყაში მოგვაქციეს, ლოცვა დავიწყე. შემდეგ გამახსენდა მეთაურის მითითებები - შეიძლება შეგეშინდეს, მაგრამ უკან არ დაიხიოო... ხშირად ვლოცულობ სანგარში... მჯერა, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები და რომ მსოფლიოში ყველაფერი ასე მარტივი არ არის..."

ერთხელ, უცნაური ამბავი შეემთხვა, რომელსაც ბოლომდე ვერ ხსნის. დილის 3-4 საათი იყო, თითქმის ერთი დღე ეძინა, დაახლოებით 20 მეტრში ტყეში ეკლესია დაინახა.

"ვიფიქრე, რომ ისევ ძილბურანში ვიყავი, თავი რამდენიმეჯერ გადავაქნიე, მაგრამ ისევ ჩანდა... გუმბათებს, კარს, ფანჯრებს ვუყურებდი. უბრალოდ, ვიდექი და აღფრთოვანებული შევცქეროდი, თან ვფიქრობდი, ეს რას ნიშნავდა?"

მოგვიანებით, მიხვდა, რომ ეკლესია, რომელიც ძილ-ღვიძილის საზღვარზე დაინახა, მის სახლთან მდებარე ეკლესიას ჰგავდა.

"მაესტრო" ემზადება, მალე ბახმუტში მესამედ წავა...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"