ავტორი:

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 180-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 180-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 181-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 29 605-მდე გაიზარდა.

სირიაში კი დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 576-ს, მათ შორის 2 168 ადამიანი დაიღუპა მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში , სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის "თეთრი ჩაფხუტების" თანახმად, 1 408 სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებში დაიღუპა. ამასთან აღინიშნება, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა სირიაში, სავარაუდოდ გაცილებით მეტი იქნება.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა.