წლების არებობს მოსაზრებ აიმის თაობაზე, რომ შილაკი, იგივე გელ-ლაქი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ბოლო პერიოდში, ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კვლევამ აღნინული მოსაზრება დაადასტურა.
შილაკი ქალებისთვის თავის მოვლის რუტინაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხელსაყრელი პროცედურაა, ვინაიდან ულტრაიისფერი ნათების მეშვეობით, ლაქის საფარი ფრჩხილებზე არც თუ ისე მცირე ხნით ნარჩუნდება. ფაქტობრივად, კვირების განმავლობაში ფრჩხილები მოწესრიგებულია, რაც ქალის საზრუნავს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.
ცნობილი ფაქტია, რომ დერმატოლოგები ყოველგვარ ულტრაიისფერ სხივებს სკეპტიკურად უყურებენ, მათ შორის სოლარიუმის პროცედურასაც და პაციენტებს მისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.
ცნობილი დერმატოლოგიგ ზაზა თელია, ერთმნინელოვნად მიიჩნევს, რომ როგორც შილაკი, ისე სოლარიუმი ჯანმრთელობისთვის საშიში პროცედურებია.
თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება - პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.
ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას, ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში - ეს არის მეორე საკითხი.
ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული სოლარიუმთან. სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,"- აცხადებს ზაზა თელია "რუსთავი 2" -თან.
"თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში - დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში.
როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით - ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები - იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი.
ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე - გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,"-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.
და მაინც, როდესაც არ გვსურს შილაკზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არებობს, იმისთვს, რომ ზიანი მინიმუმამდე შევამციროთ? ზაზა თელია კითხვას აე პასუხობს:
"რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა - უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი - მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,"- აცხადებს ზაზა თელია.
ულტრაიისფერი სხივები 400 ნანომეტრის მქონე ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას წარმოადგენს და ის ჩვენი ცხოვრების მუდმივ, აუცილებელ ნაწილს შეადგენს.ბუნებაში მისი მთავარი წყარო არის მზე და სანამ პატივცემული ავტორი ხალხის"დამანდარჟებას " დაიწყებდა, მეტი კონკრეტიკა შეეტანა ნაწერში ურიგო არ იქნებოდა. საფრთხეს არა ზოგადად ულტრაიისფერი გამოსხივება,არამედ მისი ინტენსივობა და სიხშირე წარმოადგენს ,ყველაზე არასასურველი c კატეგორიის (UVC) 100-250 ნანომეტრის სხივებია რომელიც თვალის რქოვანას და ბროლს აზიანებს. "სვარკა"ხომ ყველამ ვიცით, ეგ არის სწორედ.
ეხლა რაც შეეხება დადებით მხარეებს, ულტრაიისფერი გამოსხივება დამთრგუნველად მოქმედებს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე და ვირუსებზე,ამიტომ პრაკტიკქაში უფრო ხშირად გამოიყენება როგორც სადეზინფექციო საშუალება.
ორანიზმში მისი ზემოქმედებით ძლიერდება უჯრედების მიერ ჟანგბადის ათვისება, აქტიურდება სხვადასხვა ფერმენტი,აქტიურდება ცილოვან ნახშირწყლების მიმოცვlა, იზრდება სისხლში კაციუმის ფა ფოსფორის შემცველობა,. წარმოიქმნება D ვიტამინი..... ამიტომ ეს გამოსხივება ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ნაწილიცაა,რომელთან ცხოვრება ადამიანმა ათასწლეულების განმალობაში ისწავლა, მთავარი კი ყველაფერში ზომიერებაა,როგორ მაგალითად ვიტამინებში, ზომიერად სასარგებლოა,მაგრამ დიდი რაოდენობთ მიღება შეიძლება ლეტალურადაც დამთვრდეს.
რავიცი მხოლოდ შილაკი იწვევს ასეთ მძიმე დაავადებებს? მაშინ სტომატოლოგიურ კლინიკებშიც უნდა აიგრძალოს ამ ულტრაიისფერი სხივებით დასხივება...ის ხელზეა და ის კი ყბაში...აი ყველგან რომ აიგრძალება ჯანდაცვის მიერ ,როგორც მაგ.რეკლამირდება სიგარეტი მაშინ მეც და ყველა უპირობოთ დავიჯერებთ ...ასე საჭორაო თემა ბევრი გაქვთ სხვა რამ მოიგონეთ....