თავი გამოყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები და არ იციან რით დაკავდნენ - არავინ იჭერს, გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს.
მისივე თქმით, მიუღებელია რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და შეიძლება მაქსიმუმ ჯარიმა გამოუწერონ.
"გაბრაზდა, კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო. ამის გამო, მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვთ და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ“, - განაცხადა ზარქუამ.
ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე იხილეთ: