პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, მივა გაკოტრებამდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას" - მიტროპოლიტი შიო
"ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, მივა გაკოტრებამდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას" - მიტროპოლიტი შიო

"თუ ადა­მი­ანს არ გა­ნუც­დია, არ უგ­რძნია, რომ ის არის უცხო­ო­ბა­ში, სუ­ლი­ე­რად უცხოა ამ წუ­თი­სო­ფელ­ში და ვინც ბო­ლომ­დე გრძნობს თა­ვის თავს ში­ნა­უ­რად და თა­ვის სახ­ლში აი, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, ის ვე­რას­დროს გა­ი­გებს, რა არის სი­ნა­ნუ­ლის არსი და რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი)უძღე­ბი შვი­ლის კვი­რის ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე შიო გან­მარ­ტავს, დი­დია სი­ხა­რუ­ლი ზე­ცა­ში ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­ნა­ნი­ებს.

"ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რას, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა უძღე­ბი შვი­ლის კვი­რა, ვი­ნა­ი­დან იკი­თხე­ბა სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი იგა­ვი უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი უძღე­ბი შვი­ლის შე­სა­ხებ.

ეს იგა­ვი იკი­თხე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით დიდი მარ­ხვის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ვემ­ზა­დე­ბით სი­ნა­ნუ­ლის­თვის, სი­ნა­ნუ­ლის ჟა­მის­თვის. აი, სწო­რედ ამ იგავ­ში, ალ­ბათ რო­გორც არ­სად სხვა­გან, არის აღ­წე­რი­ლი და ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუ რა არის სი­ნა­ნუ­ლის არსი.

იყო ერთი კაცი, რო­მელ­საც ჰყავ­და ორი შვი­ლი. კაც­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მამა ჩვე­ნი ზე­ცი­ე­რი, შვი­ლებ­ში - მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა. და აი, უმ­ცრო­სი შვი­ლი თით­ქოს ასე ეუბ­ნე­ბა მა­მას, რომ მე შენ აღარ მჭირ­დე­ბი, მინ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ცხოვ­რო, ვერ და­ვე­ლო­დე­ბი შენს გარ­დაც­ვა­ლე­ბას, როცა მერ­გე­ბა ჩემი წილი ქო­ნე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით. ამი­ტომ ახ­ლა­ვე მო­მე­ცი ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩე­მია. ისე­დაც, შემ­დგომ­ში უნდა მერ­გოს და წა­ვალ, ჩემს თავს მივ­ხე­დავ, ახალ­გაზ­რდა ვარ, დიდი ცხოვ­რე­ბაა ჩემ წი­ნა­შე და ა.შ.

მარ­თლაც, მამა აძ­ლევს ამ თა­ვის წილ ქო­ნე­ბას და ეს უმ­ცრო­სი შვი­ლი მი­დის. ამით იგა­ვი გვაჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, რომ მას, მარ­თლაც, შე­უძ­ლია თა­ვი­სი ნე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნოს უფ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭე­ბი.

მი­დის ეს შვი­ლი, რო­გორც ამ­ბობს სა­ხა­რე­ბა, უცხო, შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში და იქ ვერ უმკლავ­დე­ბა ამ ქო­ნე­ბას, ვერ პატ­რო­ნობს სა­თა­ნა­დოდ, რომ გა­ამ­რავ­ლოს და გაძ­ლი­ერ­დეს, არა­მედ ცხოვ­რობს თა­ვაშ­ვე­ბუ­ლად, ყვე­ლა­ფერს, მთელ ამ ავ­ლა­დი­დე­ბას უბ­რა­ლოდ გაფ­ლან­გავს.

ამით რას გვე­უბ­ნე­ბა ჩვენ სა­ხა­რე­ბა? - რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღმერ­თის გა­რე­შე გეგ­მავს და ფიქ­რობს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად, სა­ბო­ლო­ოდ, მივა ამ გა­კოტ­რე­ბამ­დე, სი­ცა­რი­ე­ლემ­დე, და­ან­გრევს თა­ვის ცხოვ­რე­ბას, რისი მომსწრე­ნიც ჩვენ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვართ.

ბო­ლოს ისე გა­უ­ჭირ­დე­ბა მას, ისეთ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბა, რომ შე­ე­კედ­ლე­ბა ერთ იქა­ურ კაცს, ად­გი­ლობ­რივს, რო­მე­ლიც მას და­ა­ყე­ნებს ღო­რე­ბის მწყემ­სად და ეს შვი­ლი ნატ­რობს, ნე­ტავ, ღო­რე­ბის სა­ლა­ფა­ვი მა­ინც მა­ჭა­მო­ნო. სა­ხა­რე­ბა დას­ძენს, რომ მაგ­რამ ამა­საც ვინ აღირ­სებ­დაო, იმი­ტომ რომ ესეც ფული ღირს და ესეც ასე მუქ­თად არ ეძ­ლე­ვა.

აი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ვარ­დე­ბა ეს კაცი. სა­ხა­რე­ბა სი­ტყვე­ბით, რომ "იგი მი­დის შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში" - გვა­ფიქ­რებს ჩვენს ნამ­დვილ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, თუ რა­ო­დენ შორს ვართ ღვთის­გან, შორს ვართ მა­მის­გან და აი, გა­გე­ბა ამ სი­შო­რი­სა, გა­აზ­რე­ბა, არის სა­წინ­და­რი ნამ­დვი­ლი სი­ნა­ნუ­ლი­სა, სა­წყი­სი სი­ნა­ნუ­ლი­სა, იმი­ტომ რომ, თუ ადა­მი­ანს რო­დის­მე არ გა­ნუც­დია, რომ იგიც შორს არის, იგიც უცხო­ო­ბა­შია ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, თუ ადა­მი­ანს არ გა­ნუც­დია, არ უგ­რძნია, რომ ის არის უცხო­ო­ბა­ში, სუ­ლი­ე­რად უცხოა ამ წუ­თი­სო­ფელ­ში და ვინც ბო­ლომ­დე გრძნობს თა­ვის თავს ში­ნა­უ­რად და თა­ვის სახ­ლში აი, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, ის ვე­რას­დროს გა­ი­გებს, რა არის სი­ნა­ნუ­ლის არსი და რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა, იმი­ტომ რომ სწო­რედ ამ გან­შო­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან იბა­დე­ბა ნამ­დვი­ლი სი­ნა­ნუ­ლი და არა იქი­დან, რომ ჩვენ ჩა­მოვ­თვა­ლოთ ჩვე­ნი მან­კი­ე­რე­ბე­ბი და შე­ცო­დე­ბე­ბი. ეს უფრო ად­ვი­ლია, მაგ­რამ გან­ცდა იმი­სა, რომ მე არ ვარ ჩემს ნამ­დვილ სახ­ლში, რომ მე შორს ვარ, რომ მე დავ­კარ­გე და და­ვან­გრიე რა­ღაც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, წმინ­და, ჩემი ცხოვ­რე­ბით, ჩემი ცოდ­ვე­ბით, არის სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ადა­მი­ანს უნ­დე­ბა შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბა მა­მას­თან და დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვის ნამ­დვილ სახ­ლში.

აი, უცებ ადა­მი­ა­ნი ამას აც­ნო­ბი­ე­რებს, რამ­დე­ნი რამ მომ­ცა მე ღმერ­თმა. პირ­ველ რიგ­ში, რა მოგ­ვცა ჩვენ უფალ­მა? - მოგ­ვცა თა­ვის ძეში, უფალ იესო ქრის­ტე­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­სუ­ფე­ვე­ლი, მშვი­დო­ბა და სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მი­და­ში. ჩვენ მოგ­ვმად­ლა უფალ­მა ღმერ­თის შეც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აი, ამ შეც­ნო­ბა­ში ის, რომ ვი­წო­დოთ ღმერ­თის შვი­ლე­ბად, მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლე­ბად. და ეს ყვე­ლა­ფე­რი მე და­ვან­გრიე, უარ­ვყა­ვი, გან­ვაგ­დე, და ავირ­ჩიე უცხო ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა.

აი, ადა­მი­ა­ნი ამას რომ აღ­მო­ა­ჩენს, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ იგი ტრი­ალ­დე­ბა და ბრუნ­დე­ბა მა­მის­კენ, ბრუნ­დე­ბა მა­მას­თან. და აი, ეს უმ­ცრო­სი შვი­ლიც გონს მო­ე­გო, რო­გორც ამ­ბობს სა­ხა­რე­ბა, გა­ახ­სენ­და მა­მის სახ­ლი, მა­მის სიყ­ვა­რუ­ლი, მა­მის სით­ბო, სი­უხ­ვე, დგე­ბა, ტრი­ალ­დე­ბა, მთლი­ა­ნად ცვლის თა­ვის ცხოვ­რე­ბას და მი­დის მა­მას­თან, ბრუნ­დე­ბა სახ­ლში.

ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ეპი­ზო­დია სა­ხა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მამა და­ი­ნა­ხავს შვი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას, პირ­ვე­ლი გა­იქ­ცე­ვა მის შე­სახ­ვედ­რად, მი­ე­გე­ბე­ბა და ჩა­ი­ხუ­ტებს მას.

აი, ასე­თი სა­ო­ცა­რი იგა­ვია დღეს წა­კი­თხუ­ლი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რო­მე­ლიც არის გან­კუთ­ვნი­ლი ყვე­ლას­თვის, ვინც აპი­რებს მა­მის­გან გან­შო­რე­ბას და გან­დგო­მას, იმათ აფრ­თხი­ლებს ეს იგა­ვი, რომ შენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ან­გრევ შენს ცხოვ­რე­ბას და აღ­მოჩ­ნდე­ბი პი­რუ­ტყვის სა­ლა­ფავ­თან. და ვინც უკვე გა­ნუდ­გა და და­ე­ცა, მას ანუ­გე­შებს და ეტყვის",სა­სოს ნუ წა­რიკ­ვეთ და გულს ნუ გა­ი­ტეხ, იმი­ტომ რომ ღმერ­თი ყო­ველ­თვის გე­ლო­დე­ბა შენ, შენს სი­ნა­ნულს და შენს მობ­რუ­ნე­ბას", რო­გორც ნათ­ქვა­მია სა­ხა­რე­ბა­ში, რომ დი­დია სი­ხა­რუ­ლი ზე­ცა­ში ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­ნა­ნი­ებს.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ, უფალ­მა ინე­ბოს, რომ ჩვენც და­ვი­წყოთ სი­ნა­ნუ­ლი და შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა აი, ამ უძღე­ბი შვი­ლის მსგავ­სად, რო­მე­ლიც მიხ­ვდა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა - ეს არ არის ღმერ­თის შვი­ლის ცხოვ­რე­ბა.

ამ­რი­გად, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ეს იგა­ვი ჩვენ გვას­წავ­ლის, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სათ­ნო ვე­ყოთ უფალს და და­ვიმ­კვიდ­როთ ჩვენ სა­სუ­ფე­ვე­ლი მისი - მა­მი­სა და ძისა და სუ­ლი­სა წმი­დი­სა, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ილო­ცე­ბა შემ­დე­გი გვა­რე­ბი: ში­უ­კაშ­ვი­ლე­ბი და გულ­ბი­ა­ნე­ბი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ

დავით
14

აჰა, გაბრწყინდა საქართველო

რუსულ ჭაობში.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, მივა გაკოტრებამდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას" - მიტროპოლიტი შიო

"ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, მივა გაკოტრებამდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას" - მიტროპოლიტი შიო

"თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)უძღები შვილის კვირის ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან იკითხება სახარებისეული იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი უძღები შვილის შესახებ.

ეს იგავი იკითხება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვემზადებით დიდი მარხვისთვის. შესაბამისად, ვემზადებით სინანულისთვის, სინანულის ჟამისთვის. აი, სწორედ ამ იგავში, ალბათ როგორც არსად სხვაგან, არის აღწერილი და ნაჩვენები, თუ რა არის სინანულის არსი.

იყო ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი. კაცში იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი, შვილებში - მთელი კაცობრიობა. და აი, უმცროსი შვილი თითქოს ასე ეუბნება მამას, რომ მე შენ აღარ მჭირდები, მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო, ვერ დაველოდები შენს გარდაცვალებას, როცა მერგება ჩემი წილი ქონება მემკვიდრეობით. ამიტომ ახლავე მომეცი ეს ყველაფერი, რაც ჩემია. ისედაც, შემდგომში უნდა მერგოს და წავალ, ჩემს თავს მივხედავ, ახალგაზრდა ვარ, დიდი ცხოვრებაა ჩემ წინაშე და ა.შ.

მართლაც, მამა აძლევს ამ თავის წილ ქონებას და ეს უმცროსი შვილი მიდის. ამით იგავი გვაჩვენებს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომ მას, მართლაც, შეუძლია თავისი ნებისამებრ გამოიყენოს უფლის მიერ ბოძებული ნიჭები.

მიდის ეს შვილი, როგორც ამბობს სახარება, უცხო, შორეულ ქვეყანაში და იქ ვერ უმკლავდება ამ ქონებას, ვერ პატრონობს სათანადოდ, რომ გაამრავლოს და გაძლიერდეს, არამედ ცხოვრობს თავაშვებულად, ყველაფერს, მთელ ამ ავლადიდებას უბრალოდ გაფლანგავს.

ამით რას გვეუბნება ჩვენ სახარება? - რომ ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ.

ბოლოს ისე გაუჭირდება მას, ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვარდება, რომ შეეკედლება ერთ იქაურ კაცს, ადგილობრივს, რომელიც მას დააყენებს ღორების მწყემსად და ეს შვილი ნატრობს, ნეტავ, ღორების სალაფავი მაინც მაჭამონო. სახარება დასძენს, რომ მაგრამ ამასაც ვინ აღირსებდაო, იმიტომ რომ ესეც ფული ღირს და ესეც ასე მუქთად არ ეძლევა.

აი, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდება ეს კაცი. სახარება სიტყვებით, რომ ,,იგი მიდის შორეულ ქვეყანაში" - გვაფიქრებს ჩვენს ნამდვილ სულიერ მდგომარეობაზე, თუ რაოდენ შორს ვართ ღვთისგან, შორს ვართ მამისგან და აი, გაგება ამ სიშორისა, გააზრება, არის საწინდარი ნამდვილი სინანულისა, საწყისი სინანულისა, იმიტომ რომ, თუ ადამიანს როდისმე არ განუცდია, რომ იგიც შორს არის, იგიც უცხოობაშია ამ წუთისოფელში, თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ სწორედ ამ განშორების გამოცდილებიდან იბადება ნამდვილი სინანული და არა იქიდან, რომ ჩვენ ჩამოვთვალოთ ჩვენი მანკიერებები და შეცოდებები. ეს უფრო ადვილია, მაგრამ განცდა იმისა, რომ მე არ ვარ ჩემს ნამდვილ სახლში, რომ მე შორს ვარ, რომ მე დავკარგე და დავანგრიე რაღაც ძალიან ძვირფასი, წმინდა, ჩემი ცხოვრებით, ჩემი ცოდვებით, არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანს უნდება შემდეგ დაბრუნება მამასთან და დაბრუნება თავის ნამდვილ სახლში.

აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? - მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვმადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად. და ეს ყველაფერი მე დავანგრიე, უარვყავი, განვაგდე, და ავირჩიე უცხო ქვეყანაში წასვლა.

აი, ადამიანი ამას რომ აღმოაჩენს, ეს განაპირობებს იმას, რომ იგი ტრიალდება და ბრუნდება მამისკენ, ბრუნდება მამასთან. და აი, ეს უმცროსი შვილიც გონს მოეგო, როგორც ამბობს სახარება, გაახსენდა მამის სახლი, მამის სიყვარული, მამის სითბო, სიუხვე, დგება, ტრიალდება, მთლიანად ცვლის თავის ცხოვრებას და მიდის მამასთან, ბრუნდება სახლში.

ეს შესანიშნავი ეპიზოდია სახარებაში, როდესაც მამა დაინახავს შვილის მოახლოებას, პირველი გაიქცევა მის შესახვედრად, მიეგებება და ჩაიხუტებს მას.

აი, ასეთი საოცარი იგავია დღეს წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელიც არის განკუთვნილი ყველასთვის, ვინც აპირებს მამისგან განშორებას და განდგომას, იმათ აფრთხილებს ეს იგავი, რომ შენ აუცილებლად დაანგრევ შენს ცხოვრებას და აღმოჩნდები პირუტყვის სალაფავთან. და ვინც უკვე განუდგა და დაეცა, მას ანუგეშებს და ეტყვის, ,,სასოს ნუ წარიკვეთ და გულს ნუ გაიტეხ, იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის გელოდება შენ, შენს სინანულს და შენს მობრუნებას", როგორც ნათქვამია სახარებაში, რომ დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, უფალმა ინებოს, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება აი, ამ უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ მისი ცხოვრება - ეს არ არის ღმერთის შვილის ცხოვრება.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იგავი ჩვენ გვასწავლის, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ უფალს და დავიმკვიდროთ ჩვენ სასუფეველი მისი - მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ილოცება შემდეგი გვარები: შიუკაშვილები და გულბიანები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ