Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა..მე განვაცხადე პოლიციაში" - რას წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა..მე განვაცხადე პოლიციაში" - რას წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი

ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში, 4 თე­ბერ­ვალს გა­მო­ფე­ნა "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ მო­ნა­წი­ლემ, მხატ­ვარ­მა სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა, ხოლო მის ად­გი­ლას კე­დელ­ზე, სა­ღე­ბა­ვით და­ტო­ვა წარ­წე­რა - "ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია."

მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ერ­თი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

  • მუ­ზე­უ­მის სა­გა­მო­ფე­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ალექ­სან­დრა გა­ბუ­ნია მომ­ხდარ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ მას ამ ფაქ­ტის გამო, საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­დეს და მისი თქმით, სუ­ლა­ბე­რი­ძეს არა­ვინ და­ი­ჭერს...

ალექ­სან­დრა გა­ბუ­ნია:

- სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა გახ­ლავთ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც სურ­ვი­ლი­სებრ ნა­მუ­შევ­რის ჩა­მოხ­სნა და გა­ტა­ნა მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა. გა­ლე­რეა ემორ­ჩი­ლე­ბა გარ­კვე­ულ წე­სებს და არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არა მხო­ლოდ და­ვით კა­კა­ბა­ძის, ქე­თე­ვან მა­ღა­ლაშ­ვი­ლის, სი­და­მონ-ერის­თა­ვი­სა და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რებ­ზე, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ მო­მიჯ­ნა­ვე დარ­ბაზ­ში ექ­სპო­ნი­რე­ბულ ფი­როს­მან­ზე, არა­მედ ყვე­ლა იმ ნა­მუ­შე­ვარ­ზე, რო­მე­ლიც, თუნ­დაც დრო­ე­ბით, მის სივ­რცე­ში იფი­ნე­ბა.ასე­ვეა კერ­ძო გა­ლე­რე­ის შემ­თხვე­ვა­ში.

ხე­ლო­ვა­ნებს და მი­თუ­მე­ტეს გა­ლე­რის­ტებს არ უნდა ჭირ­დე­ბო­დეთ იმი­სი ახ­სნა, რომ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში გა­მო­ფე­ნილ ნა­მუ­შე­ვარ­ზე სწო­რედ სივ­რცის მე­ნე­ჯმენ­ტია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სივ­რცე კერ­ძოა თუ სა­ხელ­მწი­ფო.არ შევ­დი­ვარ პო­ლე­მი­კა­ში იმის თა­ო­ბა­ზე, რა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მე­დი­უმს ეკუთ­ვნის სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის ქმე­დე­ბა, არ ვუ­კე­თებ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას მის მიერ კე­დელ­ზე და­ტო­ვე­ბულ წარ­წე­რის ხა­რისხს ან მარ­თე­ბუ­ლო­ბას. არც იმა­ზე ვმსჯე­ლობ, რამ­დე­ნად ფა­სე­უ­ლია მისი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ჩა­მოხ­სნა და გა­ლე­რე­ი­დან გა­ი­ტა­ნა.

კა­ნო­ნის­თვის, რო­მე­ლიც სხვა შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას გინ­დათ მუ­შა­ობ­დეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ გა­ი­ტა­ნა გა­ლე­რე­ი­დან ექ­სპო­ნა­ტი, პატ­რონ­მა თუ მის­მა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა. ფაქ­ტია, გა­მო­ფე­ნის მსვლე­ლო­ბი­სას და­ი­კარ­გა ნა­მუ­შე­ვა­რი! ამის შე­სა­ხებ მე (სწო­რედ მე, რად­გან ამას ითხოვს კა­ნო­ნი!) გან­ვა­ცხა­დე პო­ლი­ცი­ა­ში და ზე­დამ­ხედ­ვე­ლებ­თან ერ­თად და­ვი­კი­თხე კი­დეც. მო­მი­ტე­ვეთ, ზო­გი­ერ­თე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დე­ბის წი­ნა­შე ჩემ მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გამო, ქუ­ჩუ­რი "გა­გე­ბე­ბით“ ვერ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებ, რად­გან ხვალ ვინ­მემ ფო­როს­მა­ნი რომ გა­ი­ტა­ნოს, პირ­ვე­ლი მე მომ­თხოვთ პა­სუხს და მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბით.

სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის "პერ­ფორ­მან­სის“ გამო, გა­მო­მი­ცხა­დეს საყ­ვე­დუ­რი. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, რო­მელ­საც სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე გა­დაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზეს, სა­კუთ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან, რად­გან ბო­ლომ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­რა სა­კუ­თა­რი შეც­დო­მა. ასეა თუ ისე, ამ "უცოდ­ვე­ლი“ აქ­ტის გამო, ერთი ადა­მი­ა­ნი უკვე რე­ა­ლუ­რად და­ზა­რალ­და, რომ აღა­რა­ფე­რი ვქვათ გა­ლე­რე­ის დათ­რგუ­ნულ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე და იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც აწი უნდა გა­მო­ი­ფი­ნონ გა­ლე­რე­ის სივ­რცე­ში, რომ­ლის სა­გა­მო­ფე­ნო პო­ლი­ტი­კა არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­დაც უკვე სრუ­ლად არის შევ­სე­ბუ­ლი 2023-2024 წლე­ბის სა­გა­მო­ფე­ნო გრა­ფი­კი.

მინ­და ისიც გი­თხრათ, რომ ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, მე არ ვი­თხოვ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის და­ჭე­რას, რად­გან გა­ნა­ცხა­დე­ბის და­წე­რის მო­მენ­ტში, ჩვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლი იყო, ვინ გა­ი­ტა­ნა ნა­მუ­შე­ვა­რი. აქვე მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი აზრი, იმის შე­სა­ხებ, რომ მას არა­ვინ და­ი­ჭერს, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ჯა­რი­მას აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­წე­სე­ბენ, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისევ და ისევ კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ისიც მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ეს ჯა­რი­მაც უკვე გა­დახ­დი­ლია გა­მო­ფე­ნის სპონ­სო­რის მიერ. უბ­რა­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა აცა­ლოს კა­ნონს, გა­ი­ა­როს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეტა­პი და ისე დას­რულ­დეს.

ასე, რომ, სა­მო­მავ­ლოდ, "პერ­ფორ­მან­სე­ბი“ ჯობს ისე და­გეგ­მოთ, რო­მარ შეხ­ვი­დეთ კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში და თუ მანც შეხ­ვალთ, სას­ჯე­ლის­თვი­საც იყოთ მზად.არა­ვის ავ­ნოთ და მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვარ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ადა­მი­ა­ნებს არ შე­უქ­მნათ მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი იმის­თვის, რომ თქვე­ნი გზავ­ნი­ლი და ქმე­დე­ბა მარ­თლაც იყოს მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა და არა ინ­ფან­ტი­ლუ­რი მავ­ნებ­ლო­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

კანონით და ლიგიკით ქალბატონი მართალია!

მხატვარი იმისაა ხატოს და პერფონმანსებიც აკეთოს თუ საჭიროდ თვლის!

კაც კი სამსახური დაუკარგავს... ეგებ ოჯახი ყავს სარჩენი?

ესაა ცხოვრების ავ-კარგი და სილამაზეც...

კი მაგრამ
0

რომ გაჰქონდა არ დაგინახიათ?! ანუ, ასე ადვილად გასაძარცვები ხართ? 

ავტორი:

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა..მე განვაცხადე პოლიციაში" - რას წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა..მე განვაცხადე პოლიციაში" - რას წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი

ეროვნულ გალერეაში, 4 თებერვალს გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა, ხოლო მის ადგილას კედელზე, საღებავით დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია."

მალევე ცნობილი გახდა, რომ სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა.

  • მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია მომხდარზე სოციალურ ქსელში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას ამ ფაქტის გამო, საყვედური გამოუცხადეს და მისი თქმით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს...

ალექსანდრა გაბუნია:

- საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, სიდამონ-ერისთავისა და სხვათა ნამუშევრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომიჯნავე დარბაზში ექსპონირებულ ფიროსმანზე, არამედ ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც, თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება.ასევეა კერძო გალერეის შემთხვევაში.

ხელოვანებს და მითუმეტეს გალერისტებს არ უნდა ჭირდებოდეთ იმისი ახსნა, რომ საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევარზე სწორედ სივრცის მენეჯმენტია პასუხისმგებელი, იმისგან დამოუკიდებლად, სივრცე კერძოა თუ სახელმწიფო.არ შევდივარ პოლემიკაში იმის თაობაზე, რა სახელოვნებო მედიუმს ეკუთვნის სანდრო სულაბერიძის ქმედება, არ ვუკეთებ ინტერპრეტაციას მის მიერ კედელზე დატოვებულ წარწერის ხარისხს ან მართებულობას. არც იმაზე ვმსჯელობ, რამდენად ფასეულია მისი ნამუშევარი, რომელიც ჩამოხსნა და გალერეიდან გაიტანა.

კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია, გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადების წინაშე ჩემ მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური "გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფოროსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის "პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთრი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ "უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, "პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომარ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად.არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა.

იხილეთ ასევე: