პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადეს  - "ის ღიად უჭერს მხარს უკრაინას"
რუსეთში ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადეს  - "ის ღიად უჭერს მხარს უკრაინას"

რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, მომ­ღე­რა­ლი ზემ­ფი­რა უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა იმ მო­ტი­ვით, რომ ის მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას და აკ­რი­ტი­კებს რუ­სე­თის "სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას.“

რო­გორც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო "ტასი" წერს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ზემ­ფი­რა, რომ­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლია ზემ­ფი­რა რა­მა­ზა­ნო­ვა, ღიად უჭერ­და მხარს უკ­რა­ი­ნას, ის მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში, სა­უბ­რობ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მას მხარს უჭერ­დნენ უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი.

ზემ­ფი­რა ბაშ­კი­რეთ­ში და­ი­ბა­და, მისი კა­რი­ე­რა 1998 წლი­დან გან­ვი­თარ­და. მომ­ღე­რალ­მა მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა რუ­სეთ­ში და ზო­გი­ერთ, ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში. ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის დღი­დან­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ომის და თა­ვის ვებგ­ვერ­დზე ჰქონ­და სლო­გა­ნი - "არა ომს.“

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზემ­ფი­რამ ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი და­ტო­ვა და ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

ზემფირა რუსი არ არის, ბაშკირია, რამაზანოვა.ისე, ყველას თავისი სიმართლე ავს. რუსეთისთვის აგენტია, ევროპელებისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი. 

ნინო
6

ნეტავ, საფრანგეთშიც ისეთივე დაფასებულია, როგორც რუსეთში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რუსეთში ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადეს  - "ის ღიად უჭერს მხარს უკრაინას"

რუსეთში ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადეს  - "ის ღიად უჭერს მხარს უკრაინას"

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, მომღერალი ზემფირა უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა იმ მოტივით, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას და აკრიტიკებს რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.“

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი" წერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემფირა, რომლის სრული სახელია ზემფირა რამაზანოვა, ღიად უჭერდა მხარს უკრაინას, ის მართავდა კონცერტებს არამეგობრულ ქვეყნებში, საუბრობდა სპეცოპერაციის წინააღმდეგ და მას მხარს უჭერდნენ უცხოური წყაროები.

ზემფირა ბაშკირეთში დაიბადა, მისი კარიერა 1998 წლიდან განვითარდა. მომღერალმა მოიპოვა პოპულარობა რუსეთში და ზოგიერთ, ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში. ცნობილია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდანვე წინააღმდეგი იყო ომის და თავის ვებგვერდზე ჰქონდა სლოგანი - "არა ომს.“

რუსული მედიის ინფორმაციით, ზემფირამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.